ნამბარინ ენხბაიარი

ნამბარინ ენხბაიარი (დ. 1 ივნისი 1958 ულან-ბატორი, მონღოლეთი) - მონღოლი პოლიტიკური მოღვაწე, მონღოლეთის პრეზიდენტი 2005-2009 წწ.

ნამბარინ ენხბაიარი
ნამბარინ ენხბაიარი
ნამბარინ ენხბაიარი
მონღოლეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ივნისი 2005
წინამორბედინაცაგიინ ბაგაბანდი
მემკვიდრეცაჰიაგინ ელბეგდორჟი

დაბადებული1 ივნისი 1958
ულან-ბატორი, მონღოლეთი
ეროვნებამონღოლი
მეუღლეონონ ცოლმონი

დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი და დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტი. 1980-1990 წწ მუშაობდა მონღოლეთის მწერალთა კავშირში მთარგმნელად და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტად. ენხბაიარი გახდა დიდი ხურალის პირველი არჩეული წევრი და 1992-1996 წწ. ეკავა კულტურის მინისტრის თანამდებობა. 1997 წლიდან ოპოზიციის ლიდერია. 2000 წლის არჩევნებში იმარჯვებს და ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 2004 წელს კი პარლამენტის სპიკერია. 2005 წელს მეორე ტურში გაიმარჯვა და გახდა პრეზიდენტი. 2009 წელს კი დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში ცაჰიაგინ ელბეგდორჟთან.

2012 წლის 13 აპრილს დაპატიმრეს[1] კორუფციის ბრალდებით. 2012 წლის 1 აგვისტოს იგი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ნაცაგიინ ბაგაბანდი
მონღოლეთის პრეზიდენტი

20052009
შემდეგი:
ცაჰიაგინ ელბეგდორჟი