სსრკ-ჩინეთის განხეთქილება

სინო-საბჭოთა განხეთქილება ან სსრკ-ჩინეთის განხეთქილება1956–1966 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს (სსრკ) შორის პოლიტიკური და იდეოლოგიური განხეთქილება, რომელიც წარმოიშვა მარქსიზმ-ლენინიზმის განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველზე. პოლემიკა, რომელიც წინ უძღოდა განხეთქილებას, ეხებოდა საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში იოსებ სტალინის როლის შეფასებას, პროლეტარიატის დიქტატურის ისტორიულ გამოცდილებებს, სოციალიზმზე გადასვლის გზებს, სოციალისტური და კაპიტალისტური სამყაროს თანაარსებობის პერსპექტივებს და სხვა საკითხებს. ჩინეთმა საჯაროდ დაგმო სსრ კავშირი დესტალინიზაციის და კაპიტალისტურ დასავლეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პოლიტიკის გამო, ხოლო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რევიზიონიზმში დაადანაშაულა. ამ პროცესზე გავლენა მოახდინა სახელმწიფოების გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ ცივი ომის დროს (1945–1991).[1] ჩინეთი უკმაყოფილო დარჩა საბჭოთა კავშირის ინდოეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით. ოფიციალურ მოსკოვს ეშინოდა, რომ მაო ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა ბირთვული ომის საფრთხეებთან დაკავშირებით. [2]

1956 წლის 25 თებერვალს ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო სტალინი და სტალინიზმი გამოსვლაში პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ და დაიწყო სსრკ-ს დესტალინიზაცია. მაო ძედუნი და ჩინეთის კომუნისტური პარტია შეშფოთებულნი იყვნენ ამ იდეოლოგიური გადახვევით. 1961 წლისთვის, განხეთქილებამ გამოიწვია ჩინეთის მიერ საბჭოთა მარქსიზმის ოფიციალური დენონსაცია სსრკ–ში არსებული „რევიზიონისტი მოღალატების“ მოქმედების მიზეზით.[1] საერთაშორისო საზოგადოებისთვის სინო–საბჭოთა განხეთქილებამ წარმოშვა კითხვა, თუ ვინ გაუძღვებოდა მსოფლიო რევოლუციას და ვის მიმართავდნენ მსოფლიოს კომუნისტური პარტიები რჩევების ან სამხედრო და ფინანსური დახმარების მისაღებად: ჩინეთს თუ საბჭოთა კავშირს? ამ მიზნით, სსრკ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს მსოფლიო კომუნიზმის დომინაციისთვის სხვადასხვა ქვეყნებში ავანგარდული პარტიების საშუალებით. [3]

სსრკ-ჩინეთის განხეთქილებამ ბიპოლარული ცივი ომი გადააქცია ტრიპოლარულ ცივ ომად, რასაც მოჰყვა ისეთი მნიშვნელოვანი გეოპოლოტიკური მოვლენები, როგორებიცაა: ბერლინის კედლის აგება (1961), კარიბის კრიზისის დასრულება (1962) და ვიეტნამის ომის (1955-1975) დამთავრება. საბჭოთა კავშირთან განხეთქილებამ დააჩქარა ჩინეთის და აშშ-ს დაახლოება, რაც დაგვირგვინდა 1972 წელს აშშ-ს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ვიზიტით ჩინეთში. უფრო მეტიც, ამ განხეთქილებამ გამოიწვია დასავლელი ლიდერების წარმოდგენის გაქრობა წამყვანი სოციალისტური სახელმწიფოების შეთანხმებულ მოქმედებაზე. ეს წარმოდგენა ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი 1947-1950 წლის ვიეტნამის ომის პერიოდში, როდესაც აშშ ჩაერთო ინდოჩინეთის პირველ ომში (1946–1954 წლები). ისტორიულად, სსრკ-ჩინეთის განხეთქილებამ გამოიწვია მარქსისტ-ლენინისური რეალპოლიტიკის წარმოქმნა, რომლითაც მაომ შექმნა სამმაგი გეოპოლიტიკა (ჩინეთი-აშშ-სსრკ), ხოლო შემდეგ, სუეცის კრიზისის დაწყებამდე 1956 წელს ოთხმაგი გეოპოლიტიკა (ჩინეთი-გაერთიანებული სამეფო-აშშ-სსრკ).[4]

განხეთქილების ზღვარზე რედაქტირება

მაო ძედუნისთვის, 1958-1959 წლების მოვლენების შემდეგ, ხრუშჩოვი პოლიტიკურად არასანდო პიროვნება გახდა. [5] 1959 წელს გენერალური მდივანი ხრუშჩოვი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს, რათა შეემცირებინა საბჭოთა-ამერიკული გეოპოლიტიკური დაძაბულობა; ამისათვის, სსრკ-მ დაარღვია ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა ჩინეთისთვის ბირთვულ პროექტზე N596 ტექნიკური დახმარების გაწევას და, ამასთან ერთად, მიემხრო ინდოეთს ჩინეთ-ინდოეთის ომში (20 ოქტომბერი-21 ნოემბერი, 1962). გაძლიერებულმა საბჭოთა-ამერიკულმა თანამშრომლობამ მაოს აფიქრებინა, რომ ხრუშჩოვმა კურსი აიღო დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური მოქმედებები ეწინააღმდეგებოდა მარქსიზმ-ლენინიზმს. [6]

კონფლიქტი რედაქტირება

კულტურული რევოლუცია რედაქტირება

 
მაო ძედუნის საჯარო გამოსვლა პეკინში, კულტურული რევოლუციის დროს (1966 წლის ნოემბერი)

1966 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პოლიტიკური უზენაესობის აღსადგენად, მაო ძედუნმა წამოიწყო დიდი პროლეტარული კულტურული რევოლუცია (1966–1976), საბჭოთა კავშირის სტილის ბიუროკრატიების საწინააღმდეგოდ, რომელიც მდგომარეობდა განათლების, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო მენეჯმენტის შეცვლაზე. [7] მაოს მიერ ორთოდოქსული მარქსიზმისადმი ერთგულების გამოცხადების კვლადაკვალ დაიხურა სკოლები და მოსწავლეებმა დაიწყეს პოლიტიკურად რადიკალურ წითელ გვარდიებში გაწევრიანება. ლიდერის, პოლიტიკური მიზნის და საზოგადოებრივი ფუნქციის არქონის გამო, ცალკეული შენაერთები მალე პოლიტიკური ფრაქციებად იქცა, რომლებიც მაოიზმისადმი ერთგულებას აცხადებდნენ.

წითელი გვარდიების მიერ პოლიტიკურმა ძალადობამ ჩინეთის ზოგ ნაწილში სამოქალაქო ომის პროვოცირება მოახდინა, რომელიც მაომ ხალხის განმათავისუფლებელი არმიით ჩაახშო, ხოლო წითელი გვარდიის ფრაქციების წევრები დააპატიმრა. მან დაშალა წითელი გვარდიები და ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ახალი თაობის მაოისტები მოიწვია, ვინც გაუძლო კულტურულ რევოლუციას, რომლემაც გაწმინდა პარტია ძველი თაობის „ანტიკომუნისტებისგან“.

როგორც სოციალურმა ინჟინერიამ, კულტურულმა რევოლუციამაც დაადასტურა მაოიზმის პოლიტიკური დომინაცია, მაგრამ ასევე დაძაბა და გააჩუჭა ჩინეთის ურთიერთობები სსრკ-სა და დასავლურ სამყაროსთან.[8] გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, „მაოიზმის და მარქსიზმ–ლენინიზმის” დავის მიუხედავად მარქსიზმის ინტერპრეტაციასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე, სსრკ და ჩინეთი აწვდიდნენ რჩევებს და სამხედრო და მატერიალურ დახმარებას ჩრდილოეთ ვიეტნამს ვიეტნამის ომის დროს (1945-1975),[9] მაომ ამ ომს უწოდებდა გლეხების რევოლუციას უცხოური იმპერიალიზმის წინააღმდეგ. სოციალისტური სოლიდარობის გამოსახატად, ჩინეთი საშუალებას აძლევდა საბჭოთა კავშირის მიერ გაგზავნილი დახმარების უსაფრთხო გადასვლას ჩრდილოეთ ვიეტნამში აშშ-ს მიერ დაფინანსებული სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. [10]

სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები რედაქტირება

სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი იყო შვიდთვიანი გამოუცხადებული სამხედრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, რომელიც მოხდა სსრკ-ჩინეთის განხეთქილების პიკზე 1969 წელს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა, რომელიც ამ სასაზღვრო შეტაკებების დროს დაფიქსირდა და რამაც მსოფლიოს ორი უდიდესი სოციალისტური სახელმწიფო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე მიიყვანა, მოხდა 1969 წლის მარტში, ჯენბაოს (დამანსკი) კუნძულის მახლობლად, მდინარე უსსურზე (ვუსული), მანჯურიის მახლობლად. საბოლოოდ კონფლიქტი შეჩერდა და რეგიონში სიტუაცია დაუბრუნდა თავდაპირველ ვითარებას.

სსრკ-ჩინეთის კონფლიქტი მესამე მსოფლიოს ქვეყნებში რედაქტირება

1970-იან წლებში, ჩინეთსა და სსრკ-ს შორის იდეოლოგიური დაპირისპირება გავრცელდა აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც თითოეული სოციალისტური ქვეყანა აფინანსებდა ადგილობრივ კომუნისტურ რევოლუციურ პარტიებს. მათმა პოლიტიკურმა რჩევებმა, ფინანსურმა და სამხედრო დახმარებამ ხელი შეუწყო ეროვნულ-განმთავისუფლებელი ომების განხორციელებას, როგორიცაა ოგადენის ომი (1977–1978) ეთიოპიასა და სომალს შორის; როდოსის ბუშის ომი (1964–1979) თეთრკანიან ევროპელ კოლონისტებსა და ადგილობრივ შავკანიანებს შორის; ბუშის ომის შემდეგ, ზიმბაბვეს გუკურჰუნდის ხოცვა-ჟლეტა (1983–1987); ანგოლას სამოქალაქო ომი (1975–2002) პარტიზანულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ჯგუფებს შორის, რაც საბჭოთა-ამერიკული მარიონეტული ომი აღმოჩნდა; მოზამბიკის სამოქალაქო ომი (1975–1992). ასევე დააფინანსეს პარტიზანული ფრაქციები, რომლებიც პალესტინის განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ.[11]


მაოს შემდეგ რედაქტირება

 
ამბოხებული მარშალი ლინ ბიაო

1971 წელს კულტურული რევოლუციის პოლიტიკურად რადიკალური ფაზა (1966–1976) დასრულდა პროექტ 571-ის (ნავარაუდევი სახელმწიფო გადატრიალება მაოს ხელისუფლების წინააღმდეგ) წარუმატებლობით და შეთქმულების წამომწყების, მარშალ ლინ ბიაოს (მაოს აღმასრულებელი ოფიცერი) სიკვდილით. ბიაო ჩინეთის რესპუბლიკაზე კონტროლის დასამყარებლად დაუკავშირდა ოთხი ადამიანისგან შემდგარ ბანდას — ძიანგ ცინგს (მაოს უკანასკნელ მეუღლეს), ჯანგ ჩუნციაოს, იაო ვენიუანს და ვანგ ჰონგვენს — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სარდლობას. მათ, როგორც რეაქციონერ პოლიტიკურ რადიკალებებს, სურდათ სტალინისტურ იდეოლოგიაზე დაბრუნება, შიდა ეკონომიკური განვითარების ხარჯზე, მაგრამ მალე ისინი ჩაახშო ჩინეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურმა. [12]

ჩინეთის საშინაო მშვიდობის ხელახლა დამკვიდრებამ დაასრულა შეიარაღებული დაპირისპირება სსრკ-სთან, მაგრამ ამან არ გააუმჯობესა დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან 1973 წელს სსრკ-ჩინეთის საზღვარზე საბჭოთა არმიის გარნიზონები ორჯერ მეტი იყო, ვიდრე 1969 წელს. სსრკ-ს მიერ გაგრძელებული სამხედრო მუქარის გამო ჩინეთმა გააკრიტიკა „საბჭოთა სოციალური იმპერიალიზმი“ და საბჭოთა კავშირი მსოფლიო რევოლუციის მტრად დაასახელა. სსრკ-ჩინეთის ურთიერთობები თანდათანობით გაუმჯობესდებოდა 1980-იან წლებში.

1977 წლის ბოლოს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-11 ეროვნულ კონგრესზე (1977 წლის 12-18 აგვისტო), პოლიტიკურად რეაბილიტირებული დენ სიაოპინი დაინიშნა შიდა მოდერნიზაციის პროგრამების მართვისთვის. მაო ძედუნზე თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, დენის პოლიტიკურმა მიდგომამ განაპირობა ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, მაოს არაეფექტური პოლიტიკის სისტემის შეცვლის გზით.[13][14] 1980-იან წლებში ჩინეთმა გაატარა რეალპოლიტიკა, მაგალითად, „ფაქტებისგან ჭეშმარიტების ძიება“ და „ჩინური გზა სოციალიზმისკენ“. ამ რეფორმამ შეამცირა სსრკ-ჩინეთის განხეთქილების პოლიტიკური მნიშვნელობა.[13][14]

სოციალური იმპერიალიზმი რედაქტირება

1977 წელს პეკინში გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოს“ (ჩინ. 人民日报 - სახალხო ყოველდღიური გაზეთი) მიერ გამოქვეყნდა ბროშურა „მდივან მაო ძედუნის თეორია სამ მსოფლიოდ დაყოფაზე“, სადაც საუბარი იყო საბჭოთა „სოციალ-იმპერიალიზმზე“. ბროშურაში ეწერა, რომ საბჭოთა ბიუროკრატიულ-მონოპოლისტურმა დაჯგუფებამ მაღალცენტრალიზებული სოციალისტური სახელმწიფო ეკონომიკა აქცია სახელმწიფო-მონოპოლისტურ კაპიტალისტურ ეკონომიკად, რომელიც უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე სხვა ნებისმიერ იმპერიალისტურ ქვეყანაში, ხოლო პროლეტარიატის დიქტატურის ხელისუფლება — ფაშიზმის დიქტატურის ხელისფულებად. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაუმარტივა საბჭოთა სოციალ-იმპერიალიზმს მეურნეობის გასამხედროება და მთელი სახელმწიფო მანქანის მილიტარიზაცია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Athwal, Amardeep. "The United States and the Sino-Soviet Split: The Key Role of Nuclear Superiority." Journal of Slavic Military Studies 17.2 (2004): 271–297.
  • Chang, Jung, and Jon Halliday. Mao: The Unknown Story. New York: Alfred A. Knopf, 2005.
  • Ellison, Herbert J., ed. The Sino-Soviet Conflict: A Global Perspective (1982) online
  • Floyd, David. Mao against Khrushchev: A Short History of the Sino-Soviet Conflict (1964) online დაარქივებული 2020-09-26 საიტზე Wayback Machine.
  • Ford, Harold P., "Calling the Sino-Soviet Split " Calling the Sino-Soviet Split", Studies in Intelligence, Winter 1998–99.
  • Friedman, Jeremy. "Soviet policy in the developing world and the Chinese challenge in the 1960s." Cold War History (2010) 10#2 pp. 247–272.
  • Friedman, Jeremy. Shadow Cold War: The Sino-Soviet Competition for the Third World (UNC Press Books, 2015).
  • Garver, John W. China's Quest: The History of the Foreign Relations of the People's Republic (2016) pp 113–45.
  • Goh, Evelyn. Constructing the US Rapprochement with China, 1961–1974: From "Red Menace" to "Tacit Ally" (Cambridge UP, 2005)
  • Heinzig, Dieter. The Soviet Union and Communist China, 1945–1950: An Arduous Road to the Alliance (M. E. Sharpe, 2004).
  • Jersild, Austin. The Sino-Soviet Alliance: An International History (2014) online დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
  • Jian, Chen. Mao's China & the Cold War. (U of North Carolina Press, 2001). online დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
  • Kochavi, Noam. "The Sino-Soviet Split." in A Companion to John F. Kennedy (2014) pp. 366–383.
  • Li, Danhui, and Yafeng Xia. "Jockeying for Leadership: Mao and the Sino-Soviet Split, October 1961–July 1964." Journal of Cold War Studies 16.1 (2014): 24–60.
  • Li, Hua-Yu et al., eds China Learns from the Soviet Union, 1949–Present (The Harvard Cold War Studies Book Series) (2011) excerpt and text search
  • Li, Mingjiang. "Ideological dilemma: Mao's China and the Sino-Soviet split, 1962–63." Cold War History 11.3 (2011): 387–419.
  • Lukin, Alexander. The Bear Watches the Dragon: Russia's Perceptions of China and the Evolution of Russian-Chinese Relations Since the Eighteenth Century (2002) excerpt
  • Lüthi, Lorenz M. (2010). The Sino-Soviet Split: Cold War in the Communist World. Princeton UP. ISBN 9781400837625. 
  • Mark, Chi-Kwan. China and the world since 1945: an international history (Routledge, 2011)
  • Olsen, Mari. Soviet-Vietnam Relations and the Role of China 1949–64: Changing Alliances (Routledge, 2007)
  • Ross, Robert S., ed. China, the United States, and the Soviet Union: Tripolarity and Policy Making in the Cold War (1993) online
  • Scalapino, Robert A (1964). „Sino-Soviet Competition in Africa“. Foreign Affairs. 42 (4): 640–654. doi:10.2307/20029719. JSTOR 20029719.
  • Shen, Zhihua, and Yafeng Xia. "The great leap forward, the people's commune and the Sino-Soviet split." Journal of contemporary China 20.72 (2011): 861–880.
  • Wang, Dong. "The Quarrelling Brothers: New Chinese Archives and a Reappraisal of the Sino-Soviet Split, 1959-1962." Cold War International History Project Working Paper Series 2005) online.
  • Westad, Odd Arne, ed. Brothers in arms: the rise and fall of the Sino-Soviet alliance, 1945–1963 (Stanford UP. 1998)
  • Zagoria, Donald S. The Sino-Soviet Conflict, 1956-1961 (Princeton UP, 1962), major scholarly study.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Chambers Dictionary of World History, B.P.Lenman, T. Anderson, Editors, Chambers: Edinburgh. 2000. p. 769.
  2. John W. Garver, China's Quest: The History of the Foreign Relations of the People's Republic (2016) pp 113-45.
  3. Scalapino, Robert A. (1964). „Sino-Soviet Competition in Africa“. Foreign Affairs. 42 (4): 640–654. doi:10.2307/20029719. JSTOR 20029719.
  4. Scalapino, Robert A. (1964). „Sino-Soviet Competition in Africa“. Foreign Affairs. 42 (4): 640–654. doi:10.2307/20029719. JSTOR 20029719.
  5. David Wolff. (7 July 2011) One Finger's Worth of Historical Events: New Russian and Chinese Evidence on the Sino-Soviet Alliance and Split, 1948–1959. ციტირების თარიღი: 24 February 2016.
  6. Chinese Communist Party: The Leaders of the CPSU are the Greatest Splitters of Our Times, February 4, 1964. Fordham University. ციტირების თარიღი: 1 July 2015.
  7. Dictionary of Wars, Third Edition (2007), George Childs Kohn, Ed., pp. 122–223.
  8. Dictionary of Historical Terms, Second Edition, Chris Cook, Ed. Peter Bedrick Books: New York:1999, p. 89.
  9. The Red Flag: A History of Communism (2009) p. 461.
  10. Dictionary of Historical Terms, Second Edition, Chris Cook, Ed. Peter Bedrick Books: New York:1999, p. 218.
  11. Gregg A. Brazinsky (2017). Winning the Third World: Sino-American Rivalry during the Cold War. University of North Carolina Press, გვ. 252. ISBN 9781469631714. 
  12. „Yao Wenyuan“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  13. 13.0 13.1 The New Fontana Dictionary of Modern Thought, Third Edition, Allan Bullock, Stephen Trombley editors. Harper Collins Publishers:London:1999. pp. 349–350.
  14. 14.0 14.1 Dictionary of Political Terms, Chris Cook, editor. Peter Bedrick Books: New York: 1983. pp. 127–128.