წლის ვიკიპედიელი -

  წლის ყველაზე ნეიტრალური მომხმარებელი
ძვირფასო სანდრო! თქვენ გაიმარჯვეთ 2011 წლის „წლის ვიკიპედიელის“ კონკურსში ნომინაციაში „წლის ყველაზე ნეიტრალური მომხმარებელი“! --Melberg; 14:57, 1 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გმადლობთ. :) – BruTe () 08:37, 2 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კითხვები

სანდრო, ორი კითხვა მაქვს და მგონი შენ გეცოდინება.
1. მე, მინდა თუ არ მინდა, სახელის შეცვლის გამო რამდენიმე ანგარიში მაქვს (Dato deutschland, Dato Deutschland, Dawid Deutschland). ყველა მუშაობს ჩვეულებრივად და მაგ ანგარიშების გამოყენების უფლება თუ აქვს მომხმარებელს, ეგ მაინტერესებს. კიდევ, სახელის შეცვლის გარეშეც მაქვს სხვა ანგარიში და მაინტერესებს, ორი ანგარიში სხვა პროექტებში თუ არის უპირობო ბლოკის წინაპირობა, თუ იცი? (ჩვენთან ხან როგორ იძახიან, ხან როგორ, მაგრამ მაინც არა გვაქვს ეგეთი მკაცრი წესი).
2. სტატიის დაწერა თუ შეიძლება სხვაგან მაგალითად ერთ საგაზეთო სტატიაზე დაყრდნობით? აი ეს ნახე რა. Deu განხილვა 14:59, 7 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ანგარიშებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთი სახელის გამოყენების უფლება გაქვს. ინგლისურ ვიკიპედიაში რამდენიმე ანგარიშით მოქმედებას Sock puppetry ქვია და, როგორც წესი, ბლოკით ისჯება. სტატიას რაც შეეხება, საჭიროა რო მითითებული იყოს გადამოწმებადი წყაროები, რომ სტატია ერთი პიროვნების/გამოცემის ნააზრევს არ ეყრდნობოდეს. სხვაგვარად, ნეიტრალური თვალსაზრისი გამორიცხულია. – BruTe () 08:41, 8 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
სანდრო, იქნება უფრო კონკრეტულად მითხრა: მხოლოდ ერთი ანგარიშის გამოყენების უფლება მაქვს იმ ანგარიშებიდან, რომლებიც სახელის გადარქმევის შედეგად გაჩნდნენ, ეს გასაგებია. მე სხვა ანგარიშიც მაქვს, ვთქვათ ჩემი დისათვის — ესეც უპირობო ბლოკით ისჯება ინგლისურში?
მეორე პასუხს რაც შეეხება, ეგ შენი აზრია თუ წესია? მე მაქვს კონკრეტული კითხვა: თუკი არ არსებობს არანაირი წყარო, გარდა ერთისა (ფიზიკურად სხვას არავის არაფერი დაუწერია ვთქვათ ამ თემაზე) და ეს ერთადერთი წყარო არის საგაზეთო სტატია. მაგალითი ასეთი იქნება: ვიღაც X-მა გუშინ დაწერა სტატია გაზეთში საკუთარ აღმოჩენაზე — Y-ზე. მე დღეს არ შემიძლია, რომ Y-ზე დავწერო სტატია ამ ერთადერთი წყაროს გამოყენებით? (ნეიტრალური თვალსაზრისი არაფერ შუაშია წყაროების სიმრავლესთან/სიმცირესთან). Deu განხილვა 09:01, 8 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ის ერთადერთი საგაზეთო სტატია, ნეიტრალურობას მაინც დაიცავ, თუკი მოინდომებ ასეთი ფორმულირებით: Y არის X-ის აზრით ესა და ეს. Deu განხილვა 09:03, 8 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ეგ არ ისჯება, იმიტომ რომ ანგარიშებს ორი სხვადასხვა პიროვნება იყენებს. მეორე საკითხს რაც შეეხება იხილე [1], აქ წავიკითხე. ასევე იხილე ვპ:სწ#ზოგიერთი განსაზღვრება, ნაწილი „შეხედულება“, რის თანახმადაც „ფაქტად ითვლება, რომ ამა თუ იმ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, მოცემულ საკითხთან მიმართებაში გააჩნდა გარკვეული შეხედულება, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას ვიკიპედიაში (მხოლოდ ამ ფაქტის გადამოწმებადობის საშუალების ქონის პირობებში, ანუ თუ მოყვანილია სანდო წყარო, საიდანაც ჩანს, რომ ამ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ნამდვილად ამგვარი შეხედულება გააჩნდათ).“ სტატიაში მოყვანილი ბმული მკვდარია ანუ ინფორმაციას ვერ გადავამოწმებთ და, მკვდარიც რომ არ იყოს, სტატია ერთი ავტორის მიერ შექმნილ საგაზეთო სტატიაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული (ეს უკვე ჩემი აზრია). – BruTe () 11:57, 10 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მაგ ინგლისურ ბმულზე ვერ წავიკითხავ რა წერია, მაგრამ გენდობი, რა თქმა უნდა : )). გამოდის, შენ ამ სტატიის წაშას იმიტომ მიეცი ხმა, რომ წყარო არაა გადამოწმებადი (და არა იმიტომ, რომ ერთადერთი ავტორი ეხება ამ საკითხს). მაგ სტატიის შინაარსი რაც არის და როგორიც არის, ეგ მეც კარგად ვიცი და შინაარს მივხედავ მე ამ დღეებში. მაგრამ მე უფრო ზოგადი კითხვა მქონდა და ეს სტატია მხოლოდ მაგალითისთვის გითხარი. ანუ, გამოდის, რომ არ არსებობს წესი, რომელიც აკრძალავს ერთი ავტორის მიერ შექმნილ საგაზეთო სტატიაზე დაყრდნობით სტატიის შექმნას. პრინციპში, რატომ უნდა იკრძალებოდეს, აი მაგას ვერ ვხვდები მე... ის ერთი ავტორი რაც არ უნდა სუბიექტური იყოს, სტატიის დაწერა ვიკიპედიაში მაინც შეიძლება ობიექტურად. მადლობა  . Deu განხილვა 14:16, 10 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ისე, კაი რამეა ეს. არ ვიცოდი ეს გვერდი  . Deu განხილვა 14:37, 10 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ბმული

ოქროს გლობუსის სტატიაში სატელევიზიოს განყოფილებაში მეორეხარისხოვნებზე ბმული არ კეთდება, მგონი ბმულის სიგრძის ბრალი უნდა იყოს. ხომ არ იცი, რამე ეშველება თუ აუცილებლად უნდა შევამოკლო?--Tornike   09:41, 16 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჰო, სიგრძის ბრალია და მგონი მოგვიწევს შემოკლება. :) – BruTe () 09:48, 16 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მადლობ, მივხედავ :)--Tornike   14:20, 16 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

18 იანვარი

სანდრო, მთავარი გვერდი ინგლისურის ნაირად ხომ არ მოვაწყოთ?--Melberg; 11:32, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

როგორ თუ ინგლისურის ნაირად? :) – BruTe () 11:40, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გადადი ცოტა ხნით ინგლისურ ვიკიში და მიხვდები ))--Melberg; 11:41, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
თუ ამას გულისხმობ, მგონი ჯობს ეს ფორუმში განვიხილოთ.:) – BruTe () 11:46, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მართალია, მაგრამ მემგონი უკვე გვიანია (?) და აზრიც აღარ აქვს - პროტესტი ხომ 24 საათი გრძელდება. :)--Melberg; 11:48, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
რა ვიცი, რა ვიცი.. თავის შეკავება ჯობს მაინც, მერე ძალაუფლების გადაჭარბება რო არ დაგვბრალდეს. :) – BruTe () 11:54, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ლიცენზია

სანდრო შენი დახმარება მჭირდება ამას რომელი ლიცენზია უნდა მივუთითო?--David   12:43, 18 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ეს ნახე, ალბათ თარგი:გაზეთის გარეკანი, თუმცა ჯერ არაა შექმნილი. :) – BruTe () 10:24, 19 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სასწრაფო

გამარჯობა ბრუტე!

წუსტად იგივე შინაარსის წერილი მივწერე ცანგალას

დღეს რუსთავი 2-დან დამირეკეს გადაცემა სხვა ამბებიდან

მე მითხრეს რომ ინტერვიუში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, მე თითქმის გამოთიშული ვარ ვიკიპედიას და მხოლოდ მცირედით ვეხმარები ვიკიწიგნებს

გთხოვ მომაწოდო იმ პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია ვინც შეძლებს ვიკიპედიაზე ინტერვიუს მიცემას--Gnome განხილვაწვლილი 10:27, 19 იანვარი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გიორგი ლაცაბიძე

გიორგი ლაცაბიძე - რუს. ვიკიში კარგად არის გაკეთებული Музыкальные фрагменты - შეგიძლია ისევე, რომ გააკეთო ქართულში რაც აქვს შემოტანილი?--ცანგალა () 18:52, 4 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
შენ თუ გააკეთებ მომხმარებლის განხილვა:Henry McClean უთხარი, რადგან მასაც ვთხოვე.--ცანგალა () 19:12, 4 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
  გაკეთდაBruTe () 19:23, 4 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მადლობა. --ცანგალა () 19:51, 4 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]


ვანდალიზმი

ბრუტუს, ეხლა დავფიქრდი: რას იტყვი, ბლოკის თარგში მიზეზზე ბმულს რომ უკეთებ, ეგ კარგია? ეგ გვერდი პრინციპში მარტო ადმინებისათვისაა და დაბლოკილს რათ უნდა ბმული? თანაც, რაღაც ვანდალიზმისაკენ ვუბიძგებთ ჩვენთვითონ ერთგვარად: ვუხსნით, კიდევ რა სახის ვანდალიზმი არსებობს : )). მე მგონია, რომ ბმულის გარეშე ჯობია. ან შევქმნათ სხვა გვერდი, რომელზეც ახსნილი იქნება, როგორ მოიქცეს განბლოკვის შემდეგ და იმაზე გავუკეთოთ ბმული : ). რას იტყვი? Deu. 10:19, 12 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მე უფრო პირიქით მეგონა, მომხმარებელს ეცოდინებოდა რომ აშავებს. მაგრამ გეთანხმები, შეიძლება სხვანაირადაც გაიგოს. – BruTe () 13:37, 12 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მხოლოდ ოფიციალური საიტი

აქ შემოიხედე ერთი. შენ გეცოდინება მგონი, ეგ წესები თუ მოქმედებენ ჩვენთანაც. Deu. 14:32, 19 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ქართული ფილმი

ქართული ფილმი - უკან დავაბრუნე შენი გადამისამართება. შენ რამე წყაროს მიხედვით გააკეთე გადამისამართება?--ცანგალა () 19:04, 26 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

არაა, არ მაქვს პრობლემა. – BruTe () 12:07, 28 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სანდრო, ერთი წუთი შემოიხედე სკაიპში. Deu. 15:24, 28 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კენჭისყრა

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში მომხმარებლის პირადი განხილვის დაცვის შესახებ. Deu. 08:00, 1 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მცხეთა

სალამი. აბა ნახე. მცხეთა არ არის, აშკარად თბილისის ქორწინების სასახლეა. ეკლესიას არც აჩვენებენ. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:42, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ამის მიხედვით მცხეთაში დაიწერეს ჯვარი. სურათი უფრო თბილისს გავს. Deu. 09:03, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
Henry McClean, ჰო, აშკარად ქორწინების სასახლეა და ეს სურათიც აშკარად მანდაა გადაღებული. ფაილის აღწერაში შეცდომით მცხეთა წერია და მეც მაგან შემაცდინა. – BruTe () 15:00, 6 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰო რაღაც ღონისძიება კი იყო მცხეთაში, ჯვრისწერაც, მაგრამ სვეტებით მივხვდი, რა ადგილიცაა. :) რა არის ეს მეხსიერება, მანდ ბოლოს ცხოვრებაში 92 წელს ვიყავი :) --Henry McClean განხილვაწვლილი 00:15, 7 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

უსტატიო განხილვა

სანდრო ამას მიხედე. --ჯაბა ლაბა 16:00, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მადლობა, არ დავაკვირდი. – BruTe () 16:18, 9 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

dinamos pres-samsaxuridan

salami. me var dinamos pres-samsaxuridan.\ mokled gadmovagzavne ragac ganaxlebuli monacemebi da ar ideba da gtxovt daamatot.... amavdroulad gtxot shemexmianot mailze khvedeliani@fcdinamo.ge an damikavshirdet +995 598 63 94 67 — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Khvedeliani (განხილვაწვლილი) 17:59, 9 მარტი 2012 (UTC).პასუხი[უპასუხე]

salami`

vnaxe fotsta skypeshi dagamate magram ashkarad iq ar xar gadaudebeli saqme maqvs da tu shegidzlia nomeri momwere an damikavshiri 598 63 94 67 da me tavad shegexmianebit

Sitenoice (საიტის შეტყობინება)

გამარჯობა, საიტის თავზე შეცომაა: „ვიკიმანია 2012“ გაიმართება 12—15 ივლისს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი (აშშ). შემოგვთავაზე თქვენი მოხსენება, მრგვალი მაგიდა ან სემინარი".--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 19:47, 10 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სალამი ნიკა, შეუსწორებია უკვე დათოს. :) – BruTe () 19:51, 10 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ა, კარგი  .--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 19:52, 10 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჩემთან ისევ ისეთია, რატომ?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 19:52, 10 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

შეფილდი

მთავარ გვერდზე გატანამდე რომ გაალურჯო, კარგი იქნება :). Deu. 09:04, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გალურჯდა. :) – BruTe () 10:07, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
დანკე შონ. Deu. 11:47, 11 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ადიბასი

სალამი სანდრო. გადამისამართება იმიტომ არ დავტოვე, რომ ადიბასი ესეცაა. --მიხეილ   (მიწერა) 07:34, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კარგი რა   Deu. 07:40, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მიშა წავშლი და მრავალმნიშვნელოვან გვერდს გავაკეთებ მაგრამ ღირს? ინგლისურ ვიკიშიც კი არაა სტატია. :) – BruTe () 07:43, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
რას წაშლი კაცო, ადიბასი არა დოლჩე და დაბანა კიდე :D. Deu. 07:45, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მე კი მგონია, სწორედაც, რომ უნდა შეიქმნას. ვინმე რომ იყიდის ამ „ვაი-პროდუქტს“, რითაც ასე გაჯერებულია ჩვენი ბაზარი, იქნებ აინტერესებს მის შესახებ და ეძებს ვიკიში? რა დახვდება, რომანი? --მიხეილ   (მიწერა) 07:48, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
კარგი რა... ნახე „რა არ არის ვიკიპედია“. ციტატა: „მცირე, შესაბამისი სახელისა და ავტორიტეტის არმქონე კომპანიებზე ინფორმაციების განთავსება არ არის რეკომენდებული.“ Deu. 07:53, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰა აბა ეხლა გამოტყდით ვის გაცვიათ ადიბასები?    --ათო   07:57, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
(რედ. კონფლიქტი) თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მაინც გადაწყდება მაგათზე სტატიის დაწერა, ფრიად დამაინტერესებს, სტატიაში რა ჩაიწერება?! ამაზეც დაფიქრდი :) (სანდრო, ბოდიში :)). Deu. 07:58, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან გიყვართ სულ უბრალო პატარა განხილვებიდან დიდი, უაზრო განხილვის წამოწყება. ფაქტია, მწერალმა სარკაზმით სწორედ ადიდასის ამ „პაროდიის“ გამო დაარქვა რომანს სახელი. მე ვტოვებ განხილვას. --მიხეილ   (მიწერა) 08:07, 16 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სრი = HRR

მგონი შენ მკითხე ხომ აბრევიატურებზე? :) Deu. 08:56, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჰო, მადლობა, მაგრამ აბრევიატურის პირდაპირ თარგმნა შეიძლება? რა წყაროზე დაყრდნობითაა სრი? საღვთო რომის იმპერია რომ ეწეროს მგონი უკეთესი იქნებოდა...– BruTe () 13:11, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ნამდვილად არ ვიცი აბრევიატურის ტრანსკრიბირება (HRR -> ჰრრ) თუ შეიძლება, მაგრამ თარგმანის შემთხვევები ხშირია (HRR -> სრი). ამას მეკითხები ხომ? ტრანსკრიბირების მაგივრად შემხვედრია კიდევ ეგეთი რამეც: ეიჩ-ერ-ერ, ეს-ემ-ეს... სწორი რომელია, ეგ უკვე არ ვიცი. Deu. 14:09, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰო, სანდრო, კიდე შენ წერდი მგონი, რომ აბრევიატურებს უნდა დაერთოს ბრუნვის ნიშნები ტირეთი (უეფა-ს). მაგაზე კი არაა ეხლა ლაპარაკი, მაგრამ მაგაზე ადრე ვიღაცას ვკითხე (არ მახსოვს ვის, ყოველ შემთხვევაში მცოდნე იყო ჩემი შეფასებით) და ეგრე მითხრა, რომ ის აბრევიატურები, რომლებსაც დაკარგული აქვს აბრევიატურის ფორმა და ჩვეულებრივ სიტყვად აღიქმება, ბრუნვის ნიშნებს ტირის გარეშე დაირთავენ (მაგ. გაეროს, გაეროთი), ზოგიერთი იკუმშება კიდეც (ექთანი, ექთნის). დანარჩენებს ბრუნვის ნიშნები დაერთვის ტირეთი (აშშ-ის). უეფას შემთხვევაში მგონია, რომ ეგ უკვე აღარ აღიქმება აბრევიატურად. სხვათა შორის, უეფა, ფიფა და იუნესკო კარგი მაგალითებია აბრევიატურის პირდაპირ ტრანსკრიბირებისა (UEFA, FIFA, UNESCO). Deu. 14:27, 31 მარტი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

Wikidata

http://meta.wikimedia.org/w/index.php?title=Wikidata/en&uselang=en

საინტერესო პროექტია ნამდვილად. იმედია განხორციელებას არაფერი შეუშლის ხელს და ჩვენც ჩავერთვებით.  BruTe () 18:01, 1 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

თარგი:ინფოდაფა ჰოკეისტი

გამარჯობა, ეს ინფოდაფა მე და Bento-მ შევქმენით, და თუ შეგიძლია ნახე ყველაფერი სწორეთაა თუ არა.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:26, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გამარჯობა. გარდაცვალების თარიღს და ადგილს არ აჩვენებს. სხვა ყველაფერი წესრიგში ჩანს. – BruTe () 13:36, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
საერთოდ ვერ აჩვენებს თუ ნიმუშში არ წერია (იმიტომ გეკითხები რომ მე თარგზე ვიმუშავე და ინფორმაცია Bento-მ ჩაწერა).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:37, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
საერთოდ არ აჩვენებს სტატიაში. აი, ნახე. – BruTe () 13:41, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
და რო აჩვენოს როგორ გავაკეთო?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:43, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ა, მივხვდი და გავასწორე. ჩემი ბოლო ცვლილება ნახე, პარამეტრი გეწერა არასწორად. :) – BruTe () 13:47, 2 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ეს

ბრუტუს, რამით ვერ მომეხმარები? გავიჭედე :) ხვალ ვაახლებ. Deu. 13:20, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვერა? სპორტიდან რამე გეცოდინება საინტერესო.. :/ Deu. 08:31, 14 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
რავი, თუ ვნახე რამე გეტყვი. :) – BruTe () 12:55, 14 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

წყაროების თანმიმდევრობა

სალამი სანდრო, თანმიმდევრობაში მე ამ შეხსენების მიხედვით ვხელმძღვანელობ. --მიხეილ მიწერა 13:40, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სალამი მიშა. ჰო, თუმცა მაგ შეხსენების შემდეგ იყო ეს განხილვა ფორუმში, რასაც შედეგად მოჰყვა ცვლილება ვპ:სექლიტ-ში. :) – BruTe () 13:48, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გასაგებია, ეგ აღარ მახსოვდა, გაიხარე. --მიხეილ მიწერა 13:51, 7 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

განხილვა:დიაოხი

BRUTE, ეს როგორ გადაწყდება?--ცანგალა () 15:49, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ბითლზი

სალამი. ჯერ არ დამიმთავრებია, გუშინ მაგეების ავტომატურად გაკეთების შემდეგ ხელით მივყევი. გარდა მაგი, სიიდან ვირჩევდი მხოლოდ კონკრეტული ალბომის სიმღერებს და ვანაცვლებდი სიტყვებს, იმიტომ რომ ყველას ერთად წელს და ალბომს ვერ ჩავუსვამდი   ბევრი ვიმუშავე და დღეს ვაგრძელებ მაგას. --H.McC. (მომწერეთ) 09:10, 13 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გასაგებია.  BruTe () 09:32, 13 აპრილი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

Здравствуйте! Уважаемый BRUTE, Армянская группа википедистов при поддержке Фонда Викимедиа 8-9 сентября организует Викиконферанс в Ереване. http://meta.wikimedia.org/wiki/Grants:Susanna_Mkrtchyan/Wiki_conference В рамках конференции предполагается выступление представителя из Грузии. Армянская группа приглашает Вас и активных википедистов из Грузии принять участие в нашей конференции. Расходы на поездку и проживание двух участников из Грузии включено в смету гранта. Мы будем рады принять всех активных википедистов из Грузии. До встречи в Ереване. С наилучшими пожеланиями, Сусанна. Жду Вашего ответа.

ვიკიციტატა

გამარჯობა ბრუტე, ჩემი მონაწერი ნახე ვიკიციტატაში.--NikaJiadze განხილვაწვლილი 06:57, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვანდალი?

რა იყო მანდ სავანდალო? Deu. 13:14, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

უკვე ორჯერ იყო გაფრთხილებული და რამდენჯერ უნდა ჩავუსვათ ეს {{ტესტი}}? – BruTe () 13:16, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
პირველი გაფრთხილება არ იყო, მეორე კი ბატონო. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო სავანდალო? რამდენჯერაც დატესტავს ვიკის, იმდენჯერ უნდა ჩავუსვათ. როცა ვეუბნებით, ვანდალი ხარო და ამ დროს მიკი მაუსის განხილვის გვერდზე მიკი მაუსი დაწერა, ცოტა არალოგიკურია რა. Deu. 13:18, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ეს დაახლოებით რას გავს იცი? თაღლითობისთვის რომ დაგაჯარიმებენ, ამის მერე ავტობუსის ბილეთს რომ არ აიღებ და ისევ თაღლითობისათვის დაგაჯარიმებენ ამის გამო : )) Deu. 13:20, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ტესტი ერთხელ და ორჯერ შეიძლება იყოს, მთელი დღე რომ უაზრო ტექსტი კრიფოს, სულ ტესტებს ხო არ ჩავუსვავთ? თანაც განხილვის გვერდზე რომ შევედი შენი ჩასმულის თარიღს არ დავაკვირდი და მეგონა უკვე სამჯერ იყო გაფრთხილებული. :) – BruTe () 13:25, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰოო :). არა, მთელი დღე რომ კრიფოს აკვიატებულად, სხვა საქმეა, მაგრამ პირველი ორი თებერვალში აქვს მიღებული :). ესეც გასათვალისწინებელია. შაბაშ! :) Deu. 13:30, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

შეიხედე

გთხოვ რეაქცია გამოხატო აღნიშნულის შესახებ და გამარკვიო რამდენად სწორი საქციელია ადმინისტრატორის მხრიდან ამის გაკეთება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თანაც გამორჩევით. როგორც წესი მინიმუმ განხილვა მაინც უნდა ყოფილიყო. იქნებ ვიკიპედიის მიღმა განიხილეთ რამე? --ჯაბა ლაბაძე 03:36, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჯაბა, ვეთანხმები იმას, რაც სამთავისის განხილვაში გადაწყდა. კარგია რომ შენ და დათომ ყველაფერი გაარკვიეთ. – BruTe () 07:51, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გმადლობ სანდრო. --ჯაბა ლაბაძე 12:49, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

თარგი

სანდრო გამარჯობა, ერთი თხოვნა მაქვს შენთან: იქნებ ეს თარგი გააქართულო ერთ ჩვენს ახალ მომხმარებელს უნდა, მე ხომ იცი მასეთები ნაკლებად მეხერხება. :) --ჯაბა ლაბაძე 10:51, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

  გაკეთდათარგი:ინფოდაფა სპორტი. :) – BruTe () 11:42, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

უღრმესი მადლობა ჩემი და ხაშურელის მხრიდანაც. --ჯაბა ლაბაძე 11:47, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ხავერდოვანი რევოლუცია

ამ სტატიაში შენი ბოლო ცვლილება ვგონებ არასწორი იყო, იმდენად რამდენადაც წაშლილი რევოლუციებივ მშვიდობიანი რევოლუციებია და კავშირი მათ შორის ესაა, თან იდეოლოგიურად ხავერდოვანი რევოლუციის პრინციპის გაგრძელებაა. ასევე სხვა ენოვან სტატიებში ეგ რევოლუციევი ზის სანახავ სტატიებში. ამიტომ ვგონებ ჯობდა ყოფილიყო და არ წაგეშალა. პატავისცემით :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:01, 28 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გაუმარჯოს. ჰო, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციები მოხდა პოლონეთშიც, უნგრეთშიც, ბულგარეთშიც და, უკანასკნელ ხანებში, ყირგიზეთშიც (ტიტების რევოლუცია). ამ შემთხვევაში ეგენიც დასამატებელია. მოდი, განხილვაში გავხსნათ თემა, სხვები რას იტყვიან... :) – BruTe () 08:12, 28 ივნისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ოლიმპიადა

სანდრო ყველა ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ ყველა თარგში გამოყენებულია ამგვარად ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და იქნებ ამ სტატიის სათაურიც მსგავსად გაკეთდეს--დათო1010   11:58, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გაუმარჯოს დათო. აბა ეს ცარიელი რატომაა? – BruTe () 12:01, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
არა დაწერილი არ არის უბრალოდ თარგებშია გამოყენებული--დათო1010   12:03, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰო, დაახლოებით მივხვდი.. ისე, არ ჯობს ორწერტილით გავაკეთოთ? მაგალითად როგორც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012: კვალიფიკაცია გავაკეთეთ. სათაურში ბრუნებას ავიცილებთ.. :) რას იტყვი? – BruTe () 12:13, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
კი კარგი იქნებოდა, მაგრამ ოლიმპიური თარგების სპეციფიკიდან გამომდინარე ამის გარდა ფეხბურთი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სხვა არცერთი სახელი გამართულად არ ჯდება თარგში. ამიტომ ამ შემთხვევაში გამონაკლისად გავაკეთოთ ესე--დათო1010   12:15, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ოკ, გადავიტან მაშინ. – BruTe () 12:17, 19 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კითხვა

სანდრო, სალამი, დარწმუნებული ხარ, რომ ამგვარი თარგები გვინდა? უბრალოდ იმდენად ელემენტარულია, თან თავად თარგის შიგთავსი სახელზე ერთი ხუთჯერ მოკლეა...--Melberg; 18:31, 28 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სალამი გიო. სულ რაღაც ორი სიმბოლოს გამოყენება გვიწევს და ზედმეტი წვალებაა თარგის კოდის ჩასმა, ასე რომ გეთანხმები. — BruTe () 18:35, 28 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესი

პატივცემულო BRUTE, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესის შემუშავებასა და მიღებაში. პატივისცემით, DelieveryBot 08:33, 30 ივლისი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

-

ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები#OTRS--Melberg; 06:05, 8 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გადატანის შესახებ

კაი გამარჯობა ბრუტე. რატომ იჩქარე მაღრან-დვალეთის გადატანა? ეს თუ ქგონდა ნანახი :)--ოთოჯი / მომწერე 15:58, 10 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ოთოს გაუმარჯოს. არა, არ მქონდა ნანახი შენი და ცანგალას განხილვა, სტატიის განხილვაში კიდე არ დაგიწერიათ. :) დავაბრუებ მაშინ ძველ სათაურზე. :) — BruTe () 16:02, 10 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ხო არ დაგვიწერია, ჩვენი ბრალია :). ქე არის მემგონი ერთადერთი წყარო (ნუ შედარებით ახალიც), რომელიც მაღრან-დვალეთის კავკასიონს ახსენებს :). მადლობა :). მაგრამ ვფიქრობ რა ვუყო ოფიციალურ გადარქმევის მტკიცებულებას, ეგებ გამოქვეყნდეს ინტერნეტში ოდესმე--ოთოჯი / მომწერე 16:10, 10 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

სანდრო გამარჯობა, ამაზე რას იტყვი? კახეთისკენ არ იქნები ამ პერიოდში? --ჯაბა ლაბაძე 06:11, 14 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვი, მაგ დროისათვის თუ ვიქნები კახეთში. თუ ვიქნები, რა თქმა უნდა დავესწრები შეხვედრას დიდი სიამოვნებით. რამდენიმე დღეში გავარკვევ და შეგატყობინებთ აუცილებლათ. — BruTe () 11:00, 14 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

თხოვნა

სანდრო, დილა მშვიდობისა, თუ შეიძლება ამ გვერდზე რაც არის ჩასვი მედიავიკი:Common.css-ში (ეთიკური ნორმებისთვის მჭრდება).--Melberg; 06:06, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

დილა მშვიდობისა გიორგი, გაკეთდა. — BruTe () 06:11, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
დიდი მადლობა :)--Melberg; 06:15, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
არაფრის. :) — BruTe () 06:18, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სანდრო, ბარემ კიდევ ერთი თხოვნა - ჩემს რობორს მიანიჭე ავტოშემოწმებული, თუ რთული არაა. დამავიწყდა ამის აუცილებლობა უცებ.--Melberg; 07:21, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ანუ „რედაქტორის“ სტატუსs ითხოვ ხომ? (ავტოშემოწმებული - ამ სახელით არ გვაქვს სტატუსი). — BruTe () 07:26, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
როგორც აღმოჩნდა, ბოტის მინიჭებისას ესეც ენიჭება, ანუ ჩემი თხოვნა დაგვიანებულია :) მაგრამ მაინც, მოდი „რედაქტორი“ ჰქონდეს, დავიზღვევ თავს ))--Melberg; 07:32, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მოდი მაშინ ფორმალობა დავიცვათ და ვიკიპედია:შემოწმება/მოთხოვნა გამოიყენე. :) — BruTe () 07:42, 15 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ძალიან გთხოოვ ეს შეამოწმე რა დიდი ხანია შევცვალე და მაინც არ არი შემოწმებული http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98_(%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98) Basraako განხილვაწვლილი 22:29, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

  შემოწმდა. – BruTe () 18:47, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:54, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მაიკლ კლარკ დუნკანი

დამასწარი, მე ვაპირებდი დაწერას. დამენანა, კარგი მსახიობი იყო...— G.G. 11:18, 4 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ჰო, ნამდვილად, მეწყინა ძალიან. მწვანე მილში შეუდარებელი იყო. – BruTe () 11:19, 4 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სკაიპი, ბიტტე. Deu. 15:00, 4 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კითხვები

რესურსებში წერტილი რომ არის ბმულის ბოლოს, ეგ სადმე წერია წესებში?   მე არასოდეს შემხვედრია. შეიძლება რაღაც პრინციპების გამო იწერება, მაგრამ რესურსებში? თანაც 1 ბმული როდესაც არის?

3 წინადადებაა ბენდის მითითების გარეშე, არ აქვს სიმღერების სიები, არ წერია სიმღერის თუნდაც მოკლე ისტორია. ტექნიკური მიზეზების გამო ავტომატურად ინფოდაფაში მონაცემების ჩასმა არ გამოდიოდა, ამიტომ აკლია ეგ ინფორმაციაც. რატომ არ არის ეს სტატია ესკიზი? --H.McC. (მომწერეთ) 16:05, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

წესი ბმულის შემდეგ წერტილის შესახებ არსად შემხვედრია, თუმცა არ მგონია რაიმე პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს ინტერნეტ-რესურსს სასვენი ნიშანი ექნება თუ არა. მგონი ამ წერტილის დასმით არაფერი არ გაფუჭებულა.   მეორე კითხვას რაც შეეხება, სტატია ნამდვილად ესკიზია. თუ ეს კითხვა ჩემი ამ ცვლილების შემდეგ გაგიჩნდა, კარგად დააკვირდი: ესკიზის თარგი კი არ ამოვიღე, კატეგორიების ქვემოთ ჩავსვი.  BruTe () 16:11, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

აჰა, ახლა ვნახე. ჰო და აი ეგ ვერ გავიგე, რატომ   ვინაიდან ყოველთვის ვსვამ ნავდაფამდე. ახლა მიზეზი - ნავდაფა არის ხოლმე დიდი (ან დაკეცილი, ან გაშლილი). ბევრი არ კითხულობს ამ ნავდაფას, ხომ ასეა? ამიტომ არც მის ქვეშ მოთავსებულ ესკიზის თარგს დაინახავენ და ზოგადად ხომ ეს ესკიზის თარგი ნავდაფამდე უფრო ჩანს? მაგალითად, აი ეს სტატია - en:Too Much Rain. აქ ესკიზის თარგი რომ იყოს რეიტინგის ქვეშ ხომ ნაკლებად დახედავენ? მაგრამ მეორე მხრივ, არის en:Too Many People, ანუ კონტრმაგალითი.

მეორე მხრივ, სადაც არ უნდა იყოს ეს ესკიზის თარგი, დაუსრულებელი სტატიების კატეგორია არის და იქ თუ ვინმე შევა და ისურვებს, აირჩევს სტატიას და დაამატებს ინფორმაციას. მაგრამ როდესაც თავად სტატიაშია?

საბოლოოდ - მე არ მესმის, რომელია სწორი. თუ ეს წესია და ასე უნდა იყოს ყველგან, ეს უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ამას AWB-თი ტექნიკურად ვერ შეცვლი (ანუ ვერ გადაადგილებ ესკიზის თარგს კატეგორიების ქვემოთ). მაშინ ზოგადად უნდა არსებობდეს (თუ უკვე არ არსებობს) წესი, რომელშიც ახსნილი იქნება სტატიის არქიტექტურა - ანუ რა რის შემდეგ უნდა მოდიოდეს. ასე უფრო იოლი იქნებოდა. იმიტომ, რომ მომავალში შეიძლება ვინმემ ისურვოს და სულ თავშიც ჩასვას, ხომ დასაშვებია ასეთი ფაქტიც? ჩვენ კი ვცდილობთ, სტანდარტები დავიცვათ.   --H.McC. (მომწერეთ) 16:25, 9 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კი, რა თქმა უნდა ნავდაფამდე უფრო ჩანს. თუმცა ინგლისურში უმეტესად კატეგორიების ქვემოთ სვამენ, რათა ჯერ ძირითადი კატეგორიები გამოჩნდეს და შემდეგ ესკიზის კატეგორია. ამ ეტაპზე, ესკიზის თარგებს ადგილმდებარეობას აღარ შევუცვლი... იმედია სტატიის არქიტექტურის შესახებ ვიკიპედიის გვერდს მართლა შევქმნით და, თუ რამ შესაცვლელი იქნება, მერე შევცვლით თანდათანობით... – BruTe () 18:44, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვისენტე დელ ბოსკე

სანდრო, ამ სტატიაში, სტატისტიკის ცხრილში, შედეგების ქვეშ, რუსული ასოები იქნებ ქართულით ჩაანაცვლო. მოგება, წაგება და კიდევ რაღაცები... --მიხეილ მიწერა 14:05, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

დათოს გაუკეთებია უკვე. :) – BruTe () 18:44, 10 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

იუგოსლავიის დროშის თარგი

იუგოსლავიის დროშის თარგს რატო არ ანახებს? არ გვაქვს ქართულ ვიკიში? --Beneto9 განხილვაწვლილი 21:54, 12 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სტატიის განხილვის გვერდზე დავწერე პასუხი. – BruTe () 21:59, 12 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ბმულები წლებზე

ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიებში ბმულებს წლებზე (მაგ. 1993) არ აკეთებენ და ერთხელ შენიშვაც კი მომცეს. მე მაშინ არ მიკითხია რატომ. შენ ხომ არ იცი?— G.G. 13:11, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

მეც მაკვირვებდა ეგ და ეხლა ვნახე ეს. :) – BruTe () 13:16, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გერმანულ ვიკიპედიაში, როგორც ამიხსნეს, აკეთებენ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებზე ბმულებს. მაგალითად, საქართველოს სტატიაში ბმული გაკეთებული იქნება 1918, 1921, 1991 წლებზე და ა. შ. Deu. 13:21, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მოკლედ რომ ვთქვათ (ინგლისურიდან), თუ სტატიაში წელზე არ არის მოცემული მოვლენა აღნიშნული, არ აკეთებენ ბმულებს. ალტერნატიულად, მე გამომადგება, მაგალითად ეს სტატია (ესეც თუ აქ არის ნახსენები სასაგნო მოვლენა). მგონი სწორად მივხვდი.— G.G. 13:27, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ჰო, დაახლოებით ეგრე გავიგე მეც, მაგრამ ლოგიკას ვერ ვხვდები. :) – BruTe () 13:34, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ზოგადად, ინგლისურში არე ვიცი, მაგრამ გერმანულში მოქმედებს ე. წ. "ენტლინკუნგის" პროგრამა, რაც გულისხმობს სტატიებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობით ბმულების გაკეთებას. გერმანულში მარტო წლებს კი არ უყურებენ ალმაცერად, დაუწერელი სტატიებისათვის ბმულების გაკეთებაც კი აკრძალულია (წითლად რომ არ გამოჩნდეს ალბათ). აზრს მოკლებულია ამათი ლოგიკა, ან მეც ვერ ვხვდები. Deu. 13:48, 13 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

პორტალი

შეგიძლია მასწავლო როგორ უნდა პორტალის შექმნა? :) ძნელია? რისი ცოდნა სჭირდება და ა.შ. )) --Beneto9 განხილვაწვლილი 17:00, 15 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

განსაკუთრებული გამოცდილება პორტალების შექმნაში არც მე მაქვს. :) ერთადერთი საფრანგეთის პორტალს ვამუშავებდი და ეგეც სხვა მომხმარებლის დახმარებით. ეგ პორტალი ნახე მაგალითისათვის, რედაქტირებაში შედი და შიდა არქიტექტურას გაეცანი. წესით არ უნდა გაგიჭირდეს... – BruTe () 19:20, 15 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვალერი გელაშვილი

გამარჯობა. გელაშვილის სტატიაში ბმული ჩემთან ნორმალურად იხსნება. იქნებ გადაამოწმო, ბრაუზერის პრობლემა ხომ არაა? --M. განხილვაწვლილი 09:58, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გამარჯობა. ბრაუზერის პრობლემა არაა, რადგან 3 ბრაუზერით ვცადე და არცერთით არ გაიხსნა. სავარაუდოდ, ანტივირუსის „ბრალი“ იქნება. :) გავაუქმე ჩემი ცვლილება. – BruTe () 10:04, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გუნდები

სანდრო, გუნდების სახელებში გავიჭედე. როგორ ვთარგმნო, იქნება მომეხმარო: de:Salzburger AK 1914, de:ASK Salzburg, de:FC Red Bull Salzburg. ორიგინალში უნდა დავტოვო თუ... ან ეს აბრევიატურები... Deu. 15:23, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ეს შეიძლება გადმოვიტანოთ როგორც „რედ ბული“ ზალცბურგი. პირველ ორზე რა გითხრა... ეს აბრევიატურები როგორ უნდა ითარგმნოს, არ ვიცი... :( – BruTe () 17:10, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
პირველში AK ნიშნავს ათლეტიკსპორტული კლუბი (Athletiksport-Klub). მეორეში ASK ნიშნავს მომუშავეთა (მუშათა?) სპორტკლუბს (Arbeiter Sportklub Salzburg). შეიძლება რომ თარგმნის მაგივრად ტრანსკრიფცია გავაკეთო? ანუ, ზალცბურგერ ათლეტიკსპორტ-კლუბი 1914 და არბაიტერ სპორტკლუბ ზალცბურგი. Deu. 17:54, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

განხილის გვერდზე აღარ გავაგრძელე

მომხმარებლის ხელმოწერა პირადი საკითხია და არ ღირს ამაზე საუბარი - განხილვის გვერდზე არ გავაგრძელე საუბარი. გეთანხმები, რომ პირადი საკითხია, მაგრამ ჯოჯაძემ ბრძანა - ეს საშინელებაა. დარწმუნებული ვარ სხვა გვარისა რომ იყოს ბრძანებას არ გასცემდა. ეს როდის უნდა მოისპოს საქართველოში?--ცანგალა () 19:40, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ვარაუდების დონეზე ნუ ვისაუბრებთ. თანაც გააჩნია როგორ გავიგებთ – „ბრძანა“ „თქვა“-ს სინონიმადაც შეიძლება აღვიქვათ.  BruTe () 19:55, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ვეთანხმები ცანგალას. ვიკიპედიის პრინციპებს არღვევს. რაის ბრძანება ხალხო?  --მიხეილ მიწერა 20:01, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
კონკრეტულად რომელ პრინციპს არღვევს? :) მომხმარებლის პირად საქმეში ჩარევის ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. – BruTe () 20:06, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
პ.ს. და მგონია რომ ის არ უგულისხმია, როგორც თქვენ გაიგეთ. :) – BruTe () 20:07, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ამ თემაზე საუბარს აღარ ვაგრძელებ. რადგან ნაწილობრივ გეთანხმები: კონკრეტულად რომელ პრინციპს არღვევს? - ამ საკითხში. იმედია კარგი მომხმარებელი იქნება თავისი ბრძანა-თქმით. ინგლისურში როგორც ვხედავ თავისი გეგმა უკვე შეასრულა. --ცანგალა () 05:10, 10 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გილოცავთ

BRUTE, გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებებს. საუკეთესო სურვილებით--ცანგალა () 07:40, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

სანდრო მეც გილოცავ! სულ ბედნიერებას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ  --დათო1010   07:44, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გილოცავ და წარმატება და უზომო ბედნიერება არ მოგკლებოდეს.   --H.McC. (მომწერეთ) 07:51, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
სანდრო გილოცავ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! რაღა თქმა უნდა, ვიკი-წარმატებებიც არ მოგკლებოდეს. --მიხეილ მიწერა 07:53, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
მეც გილოცავ, სანდრო! ზემოთ რაც დაწერეს, ყველაფერს ერთად გისურვებ!  G.G. 09:49, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გილოცავ სანდრო, საუკეთესო სურვილებით --M. განხილვაწვლილი 10:52, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ვუერთდები მილოცვებს, გისურვებ ყოველივე კარგს, აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც.--George-09 განხილვაწვლილი 13:37, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

ბრუტე გილოცავ დაბადების დღეს!. საუკეთესოს გისურვებ. წარმატებული ადამიანი ყოფილიყავი ვიკიპედიაში და საერთოდ ცხოვრებაში. :) – ოთოჯი / მომწერე 14:27, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

რაჲც ოდესმე გულით მისურვებია შენთვის კარგი, ათი იმდენი მოგცეს ღმერთმა ცხოვრებაში :). წარმატებები. Deu. 15:48, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
გილოცავ! დათომ ძალიან კარგი მილოცვა დაგიწერა და მეც მას ვიზიარებ :)--Melberg; 16:26, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
ყველა კეთილი სურვილის ასრულებას გისურვებ!.. :) გილოცავ, სანდრო!.. — GIO→13  18:27, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის, გაიხარეთ!  BruTe () 06:35, 14 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

პოლიტიკოსები

ბრუტუს, პოლიტიკოსებზე ერთი პრობლემაა, რომელიც გერმანულ ვიკიპედიაში შედარებით მოგვარებულია და რომ გავითვალისწინოთ ჩვენც, კარგი იქნება მგონი. ეხლა უცებ შევიჭყიტე ამ სტატიაში და გამახსენდა. მანდ მაგალითად სტატიის პრეამბულაში პირველივე წინადადებაში წერია, რომ შაშკინი იყო ამ დროიდან ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრი... ცოტა უცოდინარი მკითხველი ვერ მიხვდება, რომ სხვა რამეც იყო შაშკინი მანამდე. პრეამბულაში უნდა ეწეროს მოკლედ, რას წარმოადგენს (წარმოადგენდა) ეს პიროვნება. გერმანელებმა ჩათვალეს, რომ რადგან თანამდებობები მალე იცვლება, პრეამბულაში, განსაკუთრებით პირველ წინადადებაში, უმჯობესია დაიწეროს უფრო მყარი შეფასება პიროვნებისა. მაგალითად, პოლიტიკოსებთან დაკავშირებით პირველ წინადადებაში წერენ არა ამჟამინდელ თანამდებობას, არამედ იმას, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკოსი. მაგალითად: მიხეილ სააკაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი. გარდა ამისა, პრეამბულაში წერენ ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას თავისი თარიღებით, ასევე სამეცნიერო ხარისხებს (დოქტორი მაგალითად) და ა. შ. ჩვენთან ბევრ სტატიაშია ეგ პრობლემა და შენ მოგწერე იმიტომ, რომ პოლიტიკაში მემგონი შენ მუშაობ მარტო. Deu. 17:43, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კეთილი, მომეწონა გერმანული პრაქტიკა. :) მომავალში გავითვალისწინებ და შევასწორებ თანდათანობით. – BruTe () 17:49, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

წაშლილი გვერდის განხილვა

გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება. P. S. გვერდი დააარქივე, გაიზარდა ფრიად : )). Deu. 04:02, 15 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

გთხოვთ მიიღო მონაწილეობა

მოდით ერთხელ გადავწყვიტოთ -გთხოვ მიიღო მონაწილეობა.--ცანგალა () 10:07, 16 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]

კოდალას აკადემია

გთხოვთ შეამოწმოთ "კოდალას აკადემია" (შეუმოწმებელთა სიაშია) მადლობა წინასწარ! — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kodala.adm (განხილვაწვლილი) 12:04, 26 დეკემბერი 2012 (UTC).პასუხი[უპასუხე]

გამარჯობა. შემოწმებამდე მისი ენციკლოპედიური მნიშვნელობაა დასაზუსტებელი. გთხოვთ სტატიის განხილვის გვერდზე შეიხედეთ და იქ ვისაუბროთ. – BruTe () 12:10, 26 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი[უპასუხე]
BRUTE/არქივი 10-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.