მეცნიერება და ტექნოლოგია ინდონეზიაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეცნიერება და ტექნოლოგია ინდონეზიაშიინდონეზია არ შედის წამყვანი ქვეყნების რიცხვში მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, თუმცა მრავალი მაგალითი არსებობს ინდონეზიელთა სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებისა და განვითარების. მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია განვითარებადი ქვეყანაა, იგი ერთ-ერთია იმ მცირე ქვეყნებს შორის, რომელსაც აქვს მიღწევები კოსმოსურ ტექნოლოგიებში.  რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო ოფიციალური ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.  ქვეყანაში სამეცნიერო და კვლევითი სამთავრობო სააგენტოა ინდონეზიის მეცნიერებათა ინსტიტუტი (ინდონეზ.: Lembaga Ilmu Pengetahuan Indonesia ან LIPI). იგი შედგება 47 კვლევითი ცენტრისგან, სხვადასხვა დარგში, სოციალური მეცნიერებიდან  საბუნებისმეტყველო მეცნიერებამდე. 2010 წელს, ინდონეზიის მთავრობამ გამოყო 1.9 ტრილიონი რუპია (დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარი) კვლევისა და განვითარებისათვის — მთლიანი სამთავრობო ხარჯების 1 % -ზე ნაკლები. [1][2]

 
"პინისის" ნავი

ინდონეზიის ეკონომიკის საფუძველია საპლანტაციო მეურნეობა და განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო და მინერალური ნედლეულის დამუშავება. მთავარი კულტურაა და სამომხმარებლო მნიშვნელობა აქვს ბრინჯს, რომლის 60 %-ზე მეტს კუნძულები იავა და მადურა იძლევიან. ინდონეზია, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები, ცნობილია ბრინჯის მოყვანის დატერასების მეთოდის გამოყენებით. კუნძულებზე შემუშავებულია წყლის რესურსების მართვისა და მიწების რწყვის ადგილობრივი კომპლექსური სისტემები. განსაკუთრებული მაგალითია სუბაკი— ბალის საირიგაციო სისტემა ინდონეზიაში წამყვანია საზღვაო ტრანსპორტი. აღმოსავლეთ ინდონეზიაში კუნძულ სულავესზე ბუგისი და მაკასარი  ცნობილია ტრადიციული გემთმშენებლობის ტექნიკით. განსაკუთრებით ხის აფრიანი ნავების დამზადებით, რომელსაც "პინისი"ეწოდება.[3].[4][5]

ძირძველმა ინდონეზიელებმა განავითარეს საკუთარი უნიკალური არქიტექტურა. ინდონეზიური შენობების თვალსაჩინო მაგალითებია: რუმა გადანგი მინანგკაბაუში, ტონგკონანი ტორაჯში და ომო სებუა ნიასში. ომო სებუა გამოირჩევა ძლიერი, მაგრამ მოქნილი კონსტრუქციით, რომელსაც შეუძლია მიწისძვრას გაუძლოს. [6]

VIII საუკუნისთვის იავას მეგანგ მატარამის სამეფომ შეიმუშავა მოწინავე ქვის ტექნოლოგია ჩანდის ტაძრების მშენებლობაში. ამის ნათელი მაგალითია: ბრობუდურის შესანიშნავი ტაძარი, პრამბანანის ტაძარი და  სხვა შენობები. ასევე შემუშავებული იქნა სხვადასხვა არქიტექტურული მეთოდები. სახურავების, ნიშების და თაღოვანი კარიბჭეების მშენებლობა ე.წ . ცრუ სარდაფის მეთოდის გამოყენებით.

ნიდერლანდების გაბატონების შემდეგ, ქალაქები ევროპული სტილით შენდებოდა. დაიწყო დიდი შენობების აგება რკინაბეტონით. ჰოლანდიის ოსტინდოეთი იზიდავდა ინტელექტუალებს, მეცნიერებსა და მკვლევარებს. ზოგიერთმა ცნობილმა მეცნიერმა მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა ოსტინდოეთში. მათ შორის იყვნენ: ი. ტეიზმანი, ფ. იუნგხუნი, ჰ. ეიკმანი, ე. დუბოისი და ა. უოლესი. ამ პერიოდში დაარსდა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების მრავალი ცნობილი ინსტიტუტი. მაგალითად, ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის წინამორბედი Bataviaasch Genootschap van Kunsten en Wetenschappen (ბატავიის ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო საზოგადოება) დაარსდა 1778 წელს, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროში კვლევისა და შედეგების გამოქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფიზიკის დარგებში. ბოგორის ბოტანიკური ბაღი Bogoriense ჰერბარიუმითა და Zoologicum Bogoriense მუზეუმით, რომელიც ბოტანიკური კვლევების ძირითადი ცენტრი იყო, დაარსდა 1817 წელს არქიპელაგის ფლორისა და ფაუნის შესასწავლად.

ეჟენი დიუბუამ  1891 წელს აღმოაჩინა პითეკანტროფი (ე.წ. იავის კაცი). კომოდოს ვარანი პირველად 1912 წელს აღწერა პიტერ ოუენსმა 1911 წლის ავიაკატასტროფისა და 1910 წელს კომოდოს კუნძულზე დინოზავრების ცხოვრების შესახებ გავრცელებული მითის შემდეგ. ვიტამინი B1 და მისი კავშირი ვიტამინის დეფიციტთან აღმოაჩინა აიკმანმა ინდონეზიაში მუშაობის დროს.

სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის ზრდით, ჰოლანდიის ოსტინდოეთის მთავრობამ 1928 წელს შექმნა Natuurwetenschappelijke Raad voor Nederlandsch-Indië (ჰოლანდიის ოსტინდოეთის სამეცნიერო საბჭო). წყნარი ოკეანის ომის დაწყებამდე იგი მოქმედებდა, როგორც ქვეყნის მთავარი კვლევითი ორგანიზაცია. 1948 წელს ინსტიტუტს ეწოდა Organisatie voor Natuurwetenschappelijk Onderzoek (OPIPA, სამეცნიერო კვლევების ორგანიზაცია).

ინდონეზიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობამ განაგრძო სამეცნიერო კვლევების განვითარება სამთავრობო უწყებების მეშვეობით. 1967 წლის აგვისტოში შეიქმნა ინდონეზიის მეცნიერებათა ინსტიტუტი (LIPI), რომელიც ხელმძღვანელობს სამეცნიერო კვლევებს.

ქვეყნისათვის პრიორიტეტულია მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება ერის მომავლისთვის.ინდონეზიის 2045 წლის Vision–ის ოთხი მიმართულებიდან ერთ – ერთია ”ადამიანის განვითარება და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დაუფლება”.

დაწესებულებები

რედაქტირება

ქვეყნის მთავარ კვლევით ინსტიტუტებს შორის აღსანიშნავია:

  • კვლევებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო
  • ინდონეზიის მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • ატომური ენერგიის ეროვნული ინსტიტუტი
  • ტექნოლოგიების შეფასებისა და გამოყენების სააგენტო
  • აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ინსტიტუტი
  • გეო სივრცითი ინფორმაციის სააგენტო
  • სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო

ინდონეზიაში ბევრი უნივერსიტეტია. მათ შორის ყველაზე ცნობილია ინდონეზიის უნივერსიტეტი, ბანდუნგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და გაჯა მადას უნივერსიტეტი.[7]

ძირითადი მიმართულებები

რედაქტირება

ბიოტექნოლოგია

რედაქტირება

1994 წლის ოქტომბერში სახელმწიფომ შექმნა ბიოტექნოლოგიის კონსორციუმი (MBC), რომლის მიზანია ბიოტექნოლოგიის შემუშავება და გამოყენება მოსახლეობის, ქვეყნისა და გარემოს შენარჩუნების სასარგებლოდ. ამ სფეროში 30-ზე მეტი სამთავრობო სააგენტო მუშაობს. 2005 წელს ქვეყანაში ჩატარდა BINASIA- ინდონეზიის ეროვნული სემინარი ინვესტიციების მოსაზიდად  ამ სექტორში.[8]

კვების ტექნოლოგია

რედაქტირება

ინდონეზიელებმა ასევე შეიტანეს პროგრესი კვების ტექნოლოგიაში. მათ დუღილის მეთოდების (ბიოქიმიური პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ორგანული ნაერთების რედოქს ტრანსფორმაციებზე ანაერობულ პირობებში) ტრადიციული ცოდნა გამოიყენეს ისეთი ფერმენტირებული საკვების განვითარებაში, როგორიცაა ტემპე, ონკომი, ტაპაი, ასევე სასმელები — ბრემი და ტუაკი. ტემპე მზადდება ფერმენტაციის კონტროლირებადი პროცესისა და ბუნებრივი კულტივირების საშუალებით, რომელშიც სოკო გამოიყენება.[9]

სამშენებლო ტექნოლოგიები

რედაქტირება
 
ბოსის ობსერვატორია, რომელიც აშენდა 1923 წელს, ამჟამად ეკუთვნის ბანდუნგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს
 
ამაღლებული ფასიანი გზა ჯალან აჰმად იანის უღელტეხილზე ჯაკარტაში, სადაც გამოყენებულია სოსრობაჰუს კონსტრუქციის ტექნიკა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ინდონეზიელმა ინჟინერმა ტიოკორდა რაკა სუკავატიმ გამოიგონა გზის მშენებლობის ტექნიკა, რომელსაც სოსრობახუ ეწოდება და ფართოდ გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც. სოსრობახუს ტექნიკა საშუალებას იძლევა ესტაკადის გრძელი მონაკვეთები აშენდეს არსებულ გზებზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს მოძრაობის შეფერხებას. ტექნოლოგია გულისხმობს ჰორიზონტალური მაგისტრალის საყრდენების აშენებას არსებული გზის გასწვრივ, რომელიც შემდეგ აიწევა, 90 გრადუსზე შეტრიალდება და განლაგდება ვერტიკალურ საყრდენებზე. ეს ქმნის ესტაკადის პილონებს. ტექნოლოგია ექსპორტირებულია ფილიპინებში, მალაიზიაში, ტაილანდსა და სინგაპურში. 1995 წელს ინდონეზიას მიენიჭა პატენტი.

კონსტრუქცია Cakar ayam, სიტყვასიტყვით „ქათმის ბრჭყალების კონსტრუქცია“ — ტექნიკური პროექტი, რომელიც შექმნილია უფრო  მყარი ფუნდამენტის ასაგებად, ბეტონის ფილის გამოყენებით, რომელიც ეყრდნობა მიწაში ღრმად ჩამჯდარ მილებს და წააგავს ბრჭყალებს. ტექნოლოგია შეიმუშავა პროფ. D.I.Sediyatmo 1961 წელს. ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა კონსტრუქციებში, გზებსა და ასაფრენ ბილიკებზე.

აეროკოსმოსური ტექნიკა და ტრანსპორტი

რედაქტირება
 
CASA / IPTN CN-235 ორძრავიანი საშუალო დიაპაზონის სატრანსპორტო თვითმფრინავი, შექმნილია CASA (ესპანეთი) და IPTN (ინდონეზია) ერთობლივად.

ინდონეზიას დიდი ისტორია აქვს სამხედრო და მცირე სამგზავრო თვითმფრინავების განვითარებაში. ის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც აწარმოებს საკუთარ თვითმფრინავებს. სახელმწიფო თვითმფრინავების კომპანია (დაარსდა 1976), ინდონეზიური აერონავტიკა (ინდონეზიური: PT. Dirgantara Indonesia) ასევე აწარმოებს თვითმფრინავის კომპონენტებს Boeing-სა და Airbus-ისთვის. ინდონეზიურმა აეროკოსმოსურმა კომპანია ესპანეთის EADS CASA-სთან ერთად მუშაობდა CN-235-ის შესაქმნელად, რომელიც ექსპორტზე გადის ბევრ ქვეყანაში. ამ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის ინდონეზიის ყოფილ პრეზიდენტს ბ. ჯ. ჰაბიბის.

გერმანიაში პროფესორის რანგში ჰაბიბიმ მრავალი კვლევითი პროექტი განახორციელა თერმოდინამიკის, მშენებლობისა და აეროდინამიკის დარგებში. მის სახელს ატარებს ისეთი სამეცნიერო ნაშრომები, როგორიცაა ჰაბიბის ფაქტორი, ჰაბიბიის თეორემა და ჰაბიბის მეთოდი. [1][10][11]

გარდა ამისა, ინდონეზიაში კარგად არის განვითარებული სარკინიგზო ინდუსტრია მატარებლების მწარმოებელ სახელმწიფო კომპანიასთან "ინდონეზიის რკინიგზის ინდუსტრია" (ინდონეზიური: PT. Industri Kereta Api), რომელიც მდებარეობს მადიუნში, აღმოსავლეთ იავაზე. 1982 წლიდან კომპანია აწარმოებს სამგზავრო ვაგონებს, სატვირთო ვაგონებს და სხვა სარკინიგზო აღჭურვილობას, რომელთა ექსპორტირება ხდება სხვა ქვეყნებში, როგორიცაა მალაიზია და ბანგლადეში.[2]

ინფორმაციული, საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიები

რედაქტირება

1970-იან წლებში ინდონეზია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც საკუთარი საკომუნიკაციო თანამგზავრი ჰქონდათ. 1976 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდონეზიის სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანია Indosat-თვის  აშენდა და დაიწყო  Palapa-ს სატელიტების სერიის გამოშვება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერმა ონო ვ. პურბომ შექმნა RT / RW-net, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას სოფლის მაცხოვრებლებისთვის.

2010-იან წლებიდან ინდონეზიაში დაიწყო ციფრული ეკონომიკის განვითარება და აყვავება. ცნობილ მაგალითს წარმოადგენს Gojek, რომელიც ქოლ ცენტრის მეშვეობით მომხმარებლებს აძლევდა საშუალებას ესარგებლათ კურიერის სერვისით, რომელიც შეკვეთას ორბორბლიანი ტრანსპორტით მიაწვდიდა.

ინდონეზიაში განვითარებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები მოიცავს ონლაინ ბაზრებს, როგორიცაა Tokopedia და Blibli.[12]

რობოტოტექნიკა

რედაქტირება

ინდონეზიელი სტუდენტები მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებულები არიან. 2009 წელს ინდონეზიის კომპიუტერული უნივერსიტეტის რობოტოტექნიკის გუნდმა მოიგო ოქროს მედალი ავტომატური მეხანძრე რობოტის კატეგორიაში სან-ფრანცისკოში, აშშ. 2010 წელს მათ წარმატებით დაიცვეს თავიანთი ტიტული. ორი წლით ადრე, 10 ნოემბერს, ტექნოლოგიური ინსტიტუტის რობოტოტექნიკის სხვა გუნდი მესამე ადგილზე გავიდა Robocon 2008-ში, რობოტების კონკურსში, რომელიც ორგანიზებული იყო აზიისა და წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის (ABU) მიერ, პუნაში, ინდოეთი.[13][14]

  1. 1.0 1.1 Marguerite Afra Sapiie. N-219: Propelling Indonesia's aerospace industry,[მკვდარი ბმული] The Jakarta Post.
  2. 2.0 2.1 Indonesia to increase R&D budget
  3. Sailing - Bira - South Sulawesi, by Horst Liebner
  4. The Indonesian Phinisi
  5. Dick-Read, Robert (2005). The Phantom Voyagers: Evidence of Indonesian Settlement in Africa in Ancient Times. Thurlton.
  6. Shaffer, Lynda Norene (1996). Maritime Southeast Asia to 1500. M.E. Sharpe.
  7. Lembaga Ilmu Pengetahuan Indonesia. "Satuan Kerja | Lembaga Ilmu Pengetahuan Indonesia". დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Wayback Machine. Lembaga Ilmu Pengetahuan Indonesia (in Indonesian). Retrieved 6 September 2021.
  8. "What is tempeh starter?". Tempeh.info.
  9. Bennett, Beverly Lynn. The Complete Idiot's Guide to Vegan Cooking — Penguin, 2008. — P. 17. — ISBN 9781592577705.
  10. "Majapahit-era Technologies". Nusantara Review. 2 October 2018. Retrieved 11 June 2020.
  11. Habibie receives honorary doctorate Archived 5 March 2016 at the Wayback Machine
  12. Onno W. Purbo: Opening windows for knowledge[მკვდარი ბმული]
  13. THE ROBOT TEAM OF ITS WON THE THIRD PLACE IN AN ASIA PACIFIC COMPETITION
  14. A Man and His Robot Make the Most of a Golden Opportunity