მადურა — კუნძული მალაის არქიპელაგში, იავის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირთან, ბალისა და იავის ზღვებს შორის. ეკუთვნის ინდონეზიას. ფართობი 4,5 ათასი კმ². რელიეფი უმთავრესად ბორცვიანია. აგებულია მერგელებითა და კირქვებით. განვითარებულია კარსტი. ჰავა სუბეკვატორული მუსონურია. გავრცელებულია ფოთოლმცვივანი ტროპიკული ტყე, ბუჩქნარი და სავანა. მადურის ტერიტორიის დიდი ნაწილი დამუშავებულია. კუნძულზე მისდევენ მეცხოველეობას, მეთევზეობას, იღებენ მარილს. კუნძულის მთავარი ქალაქია პამეკასანი.

მადურა

ლიტერატურა

რედაქტირება