ბალის ზღვა
ზღვა
ბალის ზღვა — წყნარი ოკეანის ზღვა იავის, ბალის, ლომბოკის, სუმბავის, სულავესისა და მადურის კუნძულებს შორის. ფართობი 119 ათასი კმ². საშუალო სიღრმე 411 მეტრი, მაქსიმალური 1590 მეტრი. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა 27–28°C. მარილიანობა 33–34°, მოქცევა შერეული. ზღვის მთავარი ნავსადგურია სურაბაია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 172.