ბოგორი (ინდონ. Kota Bogor) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, დასავლეთ იავის პროვინციაში. მდებარეობს ბოგორის სარეგენტოს ცენტრში, ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტიდან 60 კმ–ით სამხრეთით. თავის მხრივ, ბოგორს მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და ტურისტული ცენტრია, ისევე როგორც სამთო კურორტი.

ქალაქი
ბოგორი
ინდონ. Kota Bogor

ბოგორი და სალაკის მთა
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია აღმოსავლეთი იავა
შიდა დაყოფა South Bogor[1] , Central Bogor[1] , Tanah Sareal[1] , North Bogor[1] , East Bogor[1] და West Bogor[1]
კოორდინატები 6°36′00″ ს. გ. 106°48′00″ ა. გ. / 6.60000° ს. გ. 106.80000° ა. გ. / -6.60000; 106.80000
დაარსდა 1482
ფართობი 118,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 265
მოსახლეობა 949 066 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 8 000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 0251
საფოსტო ინდექსი 16100–16169
საავტომობილო კოდი F
ოფიციალური საიტი kotabogor.go.id
ბოგორი — ინდონეზია
ბოგორი
ბოგორის ბოტანიკური ბაღი

შუა საუკუნეებში ბოგორი სუნდას სამეფოს (ინდონ. Kerajaan Sunda) დედაქალაქი იყო და პაკუან–პაჯაჯარანი ერქვა. ჰოლანდიური კოლონიალიზმის დროს, მას ბუიტენცორგი ეწოდა და ჰოლანდიის ოსტინდოეთის გენერალ–გუბერნატორის საზაფხულო რეზიდენციად იქცა. XIX საუკუნის ადრეულ წლებში, როდესაც ბრიტანული კონტროლის ხანა დასრულდა, ბოგორი ჰოლანდიის ოსტინდოეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.

ბოგორის ცენტრალურ ნაწილში, დაახლოებით 20 კმ² ტერიტორიაზე ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ქალაქში მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე და ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი და უდიდესია. ხშირი წვიმების გამო, ბოგორს ზედმეტსახელად „წვიმიან ქალაქს“ უწოდებენ. წვიმს თითქმის ყოველთვის, მშრალ სეზონშიც კი.

დემოგრაფია

რედაქტირება
წელი 1956 1961 1971 1981 1988 1999 2010
მოსახლეობა 124 000 [2] 154 000 [3] 197 000 [4] 246 000 [4] 285 000 [4] 585 000 [4] 949 000 [5]
რელიგიური სტატისტიკა 2009[6]
რელიგია მიმდევარი მოსახლეობის წილი (%) რელიგიურ ნაგებობათა რაოდენობა
ისლამი 838,533 92.64 715
პროტესტანტიზმი 30,807 3.40 27
კათოლიციზმი 21,957 2.43 8
ბუდიზმი 9,246 1.02 13
ინდუიზმი 1,352 0.15 9
კონფუციანიზმი 502 0.06 13
სხვა 2,736 0.30

ეკონომიკა

რედაქტირება
ეკონომიკის დარგი წილიGRP–ში (%)[6]
ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესი 30.14
მრეწველობა 28.2
ფინანსური სექტორი 13.77
ტრანსპორტი და კომუნიკაციები 9.7
საბაჟო მომსახურება 7.54
მშენებლობა 7.48
ენერგეტიკა და წყალმომარაგება 3.16
სოფლის მეორნეობა, მეთევზეობა 0.36

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. (1958) Small Soviet Encyclopedia, გვ. 1084. 
  3. (1969—1978) Great Soviet Encyclopedia, გვ. 449. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Teguh V.A. Manurung.. (2008 год) Kehidupan Masyarakat Kota Bogor Indonesian. ციტირების თარიღი: 28 May 2010.
  5. Hasil Olah Cepat Sensus Penduduk 2010, Warga Kota Bogor 949 Ribu Jiwa Indonesian. Pemerintah Kota Bogor (16 August 2010 года). ციტირების თარიღი: 7 September 2010.[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 Kota Bogor Indonesian. Konrad Adenauer Stiftung and Soegeng Sarjadi Syndicate (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 25 June 2010.