მინანგკაბაუ
მინანგკაბაუ — ინდონეზიაში, ძირითადად კუნძულ სუმატრაზე მცხოვრები ხალხი. მინანგკაბაუ ენა ახლოა ინდონეზიურთან და განეკუთვნება მალაიურ-პოლინეზიურ ენებს. რელიგია — მუსლიმანობა. უკვე XIII საუკუნეში ჰქონდათ ადრინდელი ფეოდალური სამთავრო. XIX საუკუნის I ნახევარში იბრძოდნენ კოლონიური დამპყრობლების წინააღმდეგ. მათი ძირითადი საქმიანობაა ბრინჯის მოყვანა. XX საუკუნის დასაწყისიდან აშენებენ ტექნიკურ კულტურებს (კაუჩუკი და სხვა). მისდევენ მესაქონლეობასა და ხელოსნობას, განვითარებულ კაპიტალისტურ ურთიერთობასთან ერთად შემორჩენილია თემი და დედისეულ-გვაროვნული წყობილების გადმონაშთები. მინანგკაბაუ აქტიურ როლს თამაშობს ინდონეზიის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მინანგკაბაუ | |
---|---|
| |
საერთო მოსახლეობა | |
დაახლოებით 8 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ინდონეზია (2000 წლის აღწერით) | 5,475,000 |
დასავლეთი სუმატრა | 3,747,000 |
რიაუ | 535,000 |
ჩრდილოეთი სუმატრა | 307,000 |
ჯაკარტა | 265,000 |
დასავლეთი იავა | 169,000 |
ჯამბი | 132,000 |
მალაიზია | 600,000 |
ენები | მინანგკაბაუ, ინდონეზიური და მალაიური. |
რელიგიები | სუნიზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 706.