მაკედონია (საბერძნეთი)
მაკედონია (ბერძ. Μακεδονία) — საბერძნეთის გეოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. მაკედონია არის უდიდესი და მოსახლეობის რაოდენობით მეორე რეგიონი საბერძნეთში. მაკედონიას და დასავლეთ თრაკიას არაფორმალურად ხშირად ჩრდილოეთ საბერძნეთსაც უწოდებენ.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაკედონია Μακεδονία | |||||
| |||||
ქვეყანა | საბერძნეთი | ||||
ადმ. ცენტრი | სალონიკი | ||||
კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 22°53′59″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 22.89972° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1913 | ||||
ფართობი | 34,177 კმ² (1-ი) კმ² | ||||
მოსახლეობა | 2,625,681 (მე-2) კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 77/კმ² კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | mathra.gr | ||||
ეტიმოლოგია
რედაქტირებაარსებობს მაკედონია დასახელების წარმოშობის რამდენიმე თეორია:
- ჰეროდოტეს მიხედვით, დორიელები და მაკედონიელები ორივე წარმოიშვნენ მაკედნოის ტომისგან. სახელი სავარაუდოდ მოდის დორიული არსებითი სახელიდან (μᾶκος, იკითხება როგორც მაკოსი და ნიშნავს მანძილს, სიგრძეს), ხოლო მისგან ნაწარმოები ზედსართავი სახელი (μακεδνός-მაკედონოსი) ნიშნავს მაღალს წვრილს, რაც სავარაუდოდ მაკედონელების წინაპრების ფიზიკური მონაცემებიდან უნდა წარმოდგებოდეს. ამ ზედსართავ სახელს იყენებენ ჰომეროსმა ოდისეაში მაღალი ვერხვის ხის აღწერისას და არისტოფანე მის კომედიაში ჩიტი, წარმოსახვითი ქალაქის ირგვლივ აშენებული მაღალი კედლის აღწერისას.
- მაკედონიის მხარემ დასახელება იქ მოსახლე ხალხისგან მიიღო. მათ თავის მხრივ დასახელება მაკედონისგან მიიღეს, რომელიც ჰესიოდეს მიხედვით ზევსის და ფიას (დევკალიონის ქალიშვილი) ვაჟიშვილი იყო. ზევსის შვილი და დევკალიონის შვილიშვილი, ყველა ბერძენის მითოლოგიურ წინაპარი.
ისტორია
რედაქტირებაპრეისტორია
რედაქტირებაადამიანების პირველი ნამოსახლარები თრიღდება პალეოლითური პერიოდით. გვიან ნეოლითური პერიოდისთვის (ძველი წელთაღრიცხვის: 4500-3500 წლები) რეგიონში ვაჭრობა განვითრდა, რამაც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ცვლილებები გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი სპილენძის წარმოების დაწყება იყო.
ანტიკური ისტორია
რედაქტირებაჰეროდოტეს მიხხედვით, მაკედონიის ისტორია მაკედნოის ტომიდან იწყება. აქ ისინი ისეთ თრაკიულ ტომებთან ერთად ცხოვრობდნენ როგორებიც იყვნენ ბრიგები, რომლებმაც მოგვიანებით მაკედონია დატოვეს და მცირე აზიაში ანატოლიაში გადავიდნენ და გახდნენ ცნობილი როგორც ფრიგიელები. მაკედონიელების ნაწილი შეიჭრა სამხრეთ საბერძნეთში, როდესაც მათ მიაღწიეს პენეპოლისს უკვე ეწოდებოდათ დორიანელები. საუკუნეების განმავლობაში მაკედონიური ტომები დღევანდელი ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, რომლებზეც ბერძნული პოლიტიკის გავლენა მინიმალური იყო. რეგიონის დანარჩენი ტერიტორიები ძირითადად ან თრაკიელი და ილირიული ტომებით იყო დასახლებული ან კიდევ წარმოადგენდნენ ბერძნული ქალაქების სანაპირო კოლონიებს. ჩრდილოეთით სახლობდა კიდევ ერთი ტომი რომელსაც პაეონიანები ეწოდებოდათ. ძველი წელთაღრიცხვის გვიანდელი VI და ადრეული V საუკუნის დროს, რეგიონი მოექცა სპარსელების მმართველობის ქვეშ. შემდგომ საუკუნეში მაკედონია იყო თრაკიელებისა და ილირიელების თავდასხმის ობიექტი. მაკედონის სამეფო ხელახლა ააღორძინა ფილიპე II-მ. მისი მკვლელობის შემდეგ მისმა ვაჟმა ალექსანდრემ მიიღო მისი ტახტი და შეიქმნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ისტორიაში.
ადგილობრივი მთავრობა
რედაქტირებამაკედონია დაყოფილია სამ პერიფერიად და მოიცავს 13 პრეფექტურას (ბერძ. νομοί). მათგან ორი პრეფექტურა დრამა და კავალა არიან დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი. პრეფექტურები თავის მხრივ იყოფიან მუნიციპალიტეტებად. (ბერძ. δήμοι, იკითხება როგორც: დემოი). ისინი ექვემდებარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამვადროულად მაკედონია-თრაკიის სამინისტრო ახორციელებს რეგიონის ადმინისტრაციას..[1]
მაკედონია ესაზღვრება შემდეგ პერიფერიებს: თესალია, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია და ეპირუსი.
მაკედონიის სამი პერიფერია და ცამეტი პრეფაქტურაა:
მაკედონიის რუკა | ნომერი | პერიფერიები | დედაქალაქი | ფართობი | მოსახლეობა |
---|---|---|---|---|---|
სულ | დასავლეთ მაკედონია | კოზანი | 9,451 კმ² | 301,522 | |
1 | კასტორიას პრეფექტურა | კასტორია | 1,720 კმ² | 53,483 | |
2 | ფლორინას პრეფექტურა | ფლორინა | 1,924 კმ² | 54,768 | |
3 | კოზანის პრფექტურა | კოზანი | 3,516 კმ² | 155,324 | |
4 | გრენევას პრეფექტურა | გრენევა | 2,291 კმ² | 37,947 | |
სულ | ცენტრალური მაკედონია | თესალონიკი | 18,811 კმ² | 1,871,952 | |
5 | პელას პრეფექტურა | ედესა | 2,506 კმ² | 145,797 | |
6 | იმატიას პრეფექტურა | ვერია | 1,701 კმ² | 143,618 | |
7 | პიერიას პრეფექტურა | კატერინი | 1,516 კმ² | 129,846 | |
8 | კილკისის პრეფექტურა | კილკისი | 2,519 კმ² | 89,056 | |
9 | თესალონიკის პრეფექტურა | თესალონიკი | 3,683 კმ² | 1,057,825 | |
10 | ხალკიდიკის პრეფექტურა | პოლიგიროსი | 2,918 კმ² | 104,894 | |
11 | სერეს პრეფექტურა | სერესი | 3.968 კმ² | 200,916 | |
სულ | აღმოსავლეთ მაკედონია (აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ნაწილი) | კავალა | 5,579 კმ² | 249,029 | |
12 | დრამას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) | დრამა | 3,468 კმ² | 103,975 | |
13 | კავალას პრეფექტურა (დრამა-კავალა-კსანტის სუპერ-პრეფექტურის ნაწილი) | კავალა | 2,111 კმ² | 145,054 | |
- | აიონ-ოროსი (ათონის მთა) | კარიესი | 336 კმ² | 2,262 | |
სულ | მაკედონია | თესალონიკი | 34,177 კმ² | 2,424,765[2] |
მაკედონიის გეოგრეფიულლი ეგიონი ასევე მოიცავს აიონ-ოროსის (ათონის მთა), თუმცა იგი არ შედის მაკედონიის საზღვრებში. ის ექვემდარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიას და აქვს სპეციალური სტატუსი: იქ ქალებს ეკრძალებათ მისვლა (ბერძნული კანონი ამ წესის დამრღვევს 12 თვიან ციხეს უსჯის);[3] ტერიტორიას აქვს თვით მმართველობა საბერძნეთის შემადგენლობაში. ევროპის კავშირმა გაითვალისწინა ეს სპეციალური სტატუსი. კონკრეტულად გადასახადებისგან განთავისუფლება და უფლებების დაცვა.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური გვერდები
- მაკედონიის და თრაკიის რეგიონი გვერდი დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მაკედონია-თრაკიის მინისრთა კაბინეტი (ბერძნული)
- ცენტრალური მაკედონიის რეგიონი დაარქივებული 2007-10-11 საიტზე Wayback Machine.
- დასავლეთ მაკედონიის რეგიონი დაარქივებული 2014-12-18 საიტზე Wayback Machine.
- აღმოსავლეთ მაკედონიის და თრაკიის რეგიონი დაარქივებული 2005-05-29 საიტზე Wayback Machine.
- სერესის პრეფექტურა დაარქივებული 1999-11-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ქალაქი თესალონიკი
- ქალაქი ედესი
- ქალაქი სერესი
- ზოგადი ინფორმაცია
- მაკედონიური პრესის სააგენტო დაარქივებული 2019-12-06 საიტზე Wayback Machine.
- მაკედონიის მუზეუმები
- მაკოდონიური ისტორიის და კულტურის მიმოხილვა
- EMS.name დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- მაკედონიის უნივერსიტეტი
- დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტი
- მაკედონია, ჩრდილოეთ საბერძნეთის ისტორიული მოხაზულობა დაარქივებული 2017-11-16 საიტზე Wayback Machine.
- მაკედონიის რუკა დაარქივებული 2007-03-08 საიტზე Wayback Machine.
- რომის პროვინცია: მაკედონია
- მაკედონია, საბერძნეთი - ისტორია და პოლიტიკა, ინტერნეტ წიგნი ბერძნულ ენაზე (ISBN 960-6-0337-5) დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine.
- ტბა კერკინი სერესში - კერკინის დაბლობი დაარქივებული 2010-05-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Role of the Ministry Greek. Greek Ministry of Macedonia and Thrace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-13. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
- ↑ National Statistical Service of Greece. NSSG. www.statistics.gr (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-27. ციტირების თარიღი: 2007-12-26.
- ↑ „European Parliament Adopts Report on Fundamental Rights in the EU – Mt Athos Status“. Embassy of Greece in the US. 5 September 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2009-05-08.
- ↑ Council of Europe, Structure and Operation of Local and Regional Democracy, 8.
- ↑ საბერძნეთის კონსტიტუცია, მუხლი 105 (1 იანვარი 1981).