კარიესი (ათონი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კარიესი - დასახლებული პუნქტი საბერძნეთში, ათონის მთის დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მონაზვნური მმართველობა და სასამართლო.
მდებარეობს ნახევარკუნძულის ცენტრში ზღვის დონიდან 370მეტრ სიმაღლეზე. მის მოსახლეობას შეადგენენ ბერები და სხვა მამრობითი სქესის პირები.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვეობა
რედაქტირებაათონის მთის დედაქალაში განთავსებულია ნახევარკუნძულის პარლამენტი - პროტატი. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.
ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ხილანდარიდან და დიონისიატიდან.