ფილიპე II მაკედონელი

(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპე II (მაკედონია))

ფილიპე II მაკედონელი, (ბერძ. Φίλιππος Β' ο Μακεδών; დ. დაახლოებით ძვ. წ. 382, პელა — გ. ძვ. წ. 336, ეგია) — ძველი მაკედონიის მეფე (ბასილევსი) ძვ. წ. 359 წლიდან ძვ. წ. 336 წლამდე. ის იყო არგეადების დინასტიის წარმომადგენელი. ისტორიაში მეტწილად შევიდა, როგორც ალექსანდრე დიდის მამა. დაასრულა მაკედონიის სამეფოს გაერთიანება (359), გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას. შექმნა რეგულარული ჯარი და ძლიერი ფლოტი, გარდაქმნა ცხენოსანთა ჯარი, შექმნა სახელგანთქმული მაკედონური ფალანგი. შემოიღო ერთიანი სამონეტო სისტემა და დაიწყო ოქროს მონეტის გამოშვება. ძვ. წ. 359 წლიდან დაიწყო საბერძნეთის ოლქების დაპყრობა, ძვ. წ. 338 წელს მაკედონია უკვე საბოლოოდ ბატონობდა მთელ საბერძნეთზე; ამის შემდეგ შეუდგა მზადებას სპარსეთში სალაშქროდ, მაგრამ სასახლის კარის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ფილიპე II
Φίλιππος Β' ο Μακεδών

ფილიპე II მაკედონელის ბიუსტი
მაკედონიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 359
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 336
წინამორბედი: ამინტას IV
მემკვიდრე: ალექსანდრე დიდი
სხვა წოდებები: მაკედონიის ბასილევსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 382
დაბ. ადგილი: პელა, მაკედონია
გარდ. თარიღი: ოქტომბერი, ძვ. წ. 336
გარდ. ადგილი: ეგია,მაკედონია
მეუღლე: აუდატა
ფილა
ნიცესიპოლისი
ფილინა
ოლიმპიადა
მედა
კლეოპატრა ევრიდისი
შვილები: კინანა
ფილიპე III
ალექსანდრე დიდი
კლეოპატრა
თესალონიკა
მამა: ამინტას III
დედა: ევრიდის II

ლიტერატურა

რედაქტირება
ფილიპე II მაკედონელი
დაიბადა: ძვ. წ. 382 გარდაიცვალა: ძვ. წ. 336
წინამორბედი:
ამინტას IV
მაკედონიის მეფე
ძვ. წ. 359—ძვ. წ. 336
შემდეგი:
ალექსანდრე III