ფია
ფია — სოფელი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქევის თემში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 19 კილომეტრით, ხერთვისიდან 4-5 კმ. შემორჩენილია IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია, აგრეთვე 995 წელს აგებული წმინდა თევდორეს ეკლესია მოხატულობის ფრაგმენტებით. სოფლის მახლობლად გამოქვაბულთა დიდი ჯგუფია.
სოფელი | |
---|---|
ფია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაქალაქევი |
კოორდინატები | 41°26′10″ ჩ. გ. 43°18′27″ ა. გ. / 41.43611° ჩ. გ. 43.30750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1400 მ |
მოსახლეობა | 97[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 104[2] |
2014 | 97 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 283.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.