ფიის წმინდა თევდორეს ეკლესია
ფიის წმინდა თევდორეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიის ჩრდილო-დასავლეთით 100 მეტრში, ნასოფლარ ფიას ტერიტორიაზე.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებადარბაზული ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ანდეზიტისა და ბაზალტის ქვით (გარე ზომებია 5.6 X 4.2 მ.) ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სწორკუთხა დარბაზის სივრცე კრონშტეინებზე დაბჯენილი თაღით ორ ნაწილად არის გაყოფილი. აფსიდში სარკმელი მცირე ტაძრისათვის უჩვეულოდ მაღლაა. აფსიდში, საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, ერთიანი ქვის ბლოკისაგან ტრაპეზის ქვაა გამოთლილი. მის გვერდზე აფსიდში მცირე ზომის ნიშია. აფსიდის მხრები და სატრიუმფო თაღი დაბალია. ტაძრის მეორე სარკმელი დასავლეთის კედელშია გაჭრილი. ინტერიერი კარგად გათლილი ქვით არის ამოყვანილი, რომელიც შელესილი და მოხატული ყთფილა. დღეისათვის მნატვრობა მხოლოდ კონქშია შემორჩენილი (შესაძლოა, ადრეული ტაძრების მსგავსად თავიდან აქაც მხთლოდ საკურთხეველი, აფსიდი და კონქი იყო მოხატული).
თაღების საყრდენი კრონშტეინები და პილასტრების კაპიტელები მარტივია, თაროსებრი შვერილის სამნაწილიანი საფეხურებით. ინტერიერში და ფასადებზე ყველა არქიტექტურული დეტალი ზუსტადაა გამოკვეთილი.
ტაძრის ფასადები სადაა, ქვის წყობა კარგად გათლილი დიდი ზომის თბილი ტონალობის მოყვითალო კვადრებითაა ამოყვანილი (გრძივ ფასადებზე ცოკოლიდან კარნიზამდე სულ ხუთი რიგია). სამხრეთ ფასადზე ერთი არქიტრავით გადახურული სწორკუთნა კარია, მის ზემოთ, ფასადზე სიმეტრიულად განლაგებული ორი სწორკუთნა შვერილია (შესაძლოა მთის არქიტექტურაში გავრცელებული ვერძის თავის იმიტაცია იყოს). ჩრდილოეთის ფასადი ყრუა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე თითო-თითთ სარკმელია გაჭრილი.
საკურთნევლის სარკმლის თავსართი სწთრკუთნა ქვაზე ამოზიდული პარალელურკიდეებიანი, მცირედ თაღოვანი, ქვედა მხარეს ხერხისმაგვარი კბილანებითაა გაფორმებული. სარკმლის გასწვრივ ფრონტონის წვერში რელიეფური ჯვარია გამოსახული. დასავლეთის სარკმლის თავსართიც სწორკუთხა ქვაა, დაბალი კვეთის გრაფიკული ნახატით. სამკუთხა კბილანებით შედგენილ ქვის მოჩარჩოებასა და თავსართს ორი ჯვარი და ასომთავრული წარწერა ემატება. წარწერა ასე იკითხვბა „მჭედლისა არს გაბლისას“ წარწერა ცოტა გაუგებარია, მაგრამ ქვაზე წარწერის გასაგრძელებლად სხვა ადგილი არ არის. სავარაუდოდ ეს წარწერა მხოლოდ ამ ქვას ეხება და არა მთელ ტაძარს. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის წვერში კიდევ ერთი ქვაა ზედ ამთკვეთილი ჯვრით.
ფიის წმინდა თევდორეს ფასადებს მარტივი პროფილის თაროსებრი კარნიზი ასრულებს. საინტერესოა მოკლე ფასადებზე გრძივი ფასადების თაროსა და ქანობის კარნიზის თავშეყრა, გადანაკეცის ნაცვლად აქ არის ფრონტონის კარნიზის გაგრძელება, რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში. თავდაპირველი კარნიზი, რთმელიც მთელ ტაძარზე თითქმის მთლიანადაა შერჩენილი, ხერხულა ან ჯვრული ღარებითაა შემკული. ტაძარი ბაზალტის ლორფინით არის გადახურული.
წარწერები
რედაქტირებატრაპეზის ქვაზე შესრულებული სამშენებლო წარწერა ტაძრის აგების ზუსტ თარიღს გვაწვდის. ასომთავრული წარწერა ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითნება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე ჩქრმან და ძმათა ჩემთა დავდგით ესე ეკლესიაჲ ქორონიკონი იყო სიე“.
ტაძრის ამშენებლის ვინაობა ჩქრმან (ქარაგმების განსნის შემდეგ სავარაუდოდ ჩუქურმან) და ძმათა ჩემთა, ასევე თარიღი „სიე“ (215, რომელსაც ემატება ქორონიკონი 780) ნათლად იკითნება და ტაძარი 995 წელს ჩვენთვის უცნობმა ჩუქურმანმა და მისმა ძმებმა ააგეს.
ტაძრის ხუროთმთძღვრების გაცნობა გვიდასტურებს ტრაპეზის ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში დასახელებულ თარიღს.
მოხატულობა
რედაქტირებაფიის ეკლესიის საკურთხეველში ფრაგმენტულადაა შემორჩენილი მხატვრობა, რომელიც ძალზე მონუმენტურია ნაგებობის ზომებთან შედარებით. მას უკავია მთელი კონქი და წარმოგვიდგენს აღსაყდრებულ მაცხოვარ-პანტოკრატორს მკერდთან მიტანილი მაკურთხეველი მარჯვენითა და მუხლზე დაყრდნობილი გადაშლილი სახარებით. წიგნის ფურცლებზე ასევე ფრაგმენტულადაა დაცული მსხვილი, მრგვლოვანი ასოებით ნაწერი ტექსტი — „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ, რომელი შემომიდგეს მე [არა ვიდოდეს ბნელსა არამედ აქვნდეს ნათელი ცხოვრებისაჲ] (იოანე 8,10).
ეს მხატვრობა XX საუკუნის შუა წლებიდანაა ცნობილი. სამეცნიერო ლიტერატურაში იგი გაშუქდა როგორც კალეოგრაფიული (ვ. სილოგავა), ისევე ხელოვნებათმცოდნეობითი თვალსაზრისით (ზ. სხირტლაძე).
გამთსახულებისგან ამჟამად დარჩენილია მნოლოდ გრაფიკული ნაწილი რომელიც შავი ფერისაა და საკმაოდ სქელი, მოუხეშავი ხაზებითაა შედგენილი. მაცხოვრის სახისა და სხეულის ნაკვთები დიდი ზომისაა, მნოლოდ ხელის მტევანი ჩანს მომცრო ზომის. მომრგვალებული მარცხენა თვალი (მარჯვენა აღარაა დარჩენილი) მსხვილკაკლიანია და თხელ ცნვირთან და პატარა ტუჩებთან შედარებით საგანგებოდაა აქცენტირებული. საკმაოდ ტლანქია უფლის მარჯვენა ტერფი (მარცხენა არაა შემორჩენილი), რომელიც პროფილითაა ნაჩვენები.
მაცხოვარს ფრაგმენტულად მოუჩანს შუაზე გაყოფილი და ზურგზე დაფენილი ტალღოვანი თმები. უკეთაა შემორჩენილი სახის ქვედა ნაწილი — შევიწროვებულ ნიკაპს შემოყოლებული მოკლე, მომრგვალებული წვერით. მონატულობის ფერადოვნებაზე მსჯელობა შეუძლებელია; დარჩენილია მნოლოდ სამოსის ცისფერი შეფერილობის სუსტი კვალი. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ უფლის ქიტონის ნაკეცები უფრო ხშირია და აღნიშნულია უფრო თხელი, ზოგ ადგილას კუთხოვანი ნახატით, ჰიმატიონის ფართო ნაკეცები კი გადმოცემულია სქლად გავლებული გრძელი ხაზებით.
ფორმის ერთგვარ განზოგადებულობასთან ერთად მაცხოვრის ამ გამოსახულებისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ცალკეული დეტალების გულდასმით აღნიშვნა. უფლის შარავანდში მოჩანს ჯვრის მკლავი ძვირფასი ქვით; შარავანდის კონტური სიმეტრიულად განლაგებული მარგალიტებითაა მოვლებული; მარგალიტებითაა მორთული აგრეთვე ქიტონის გულისპირი, კლავუსი და აგრეთვე ფეხსადგამის კიდეები. ყურადღებას იქცევს გადაშლილი სახარების ყდიდან გამოშვერილი სამი შესაკრავი (ასეთი შესაკრავებით გამოისანებოდა წიგნები ადრექრისტიანულ ხანაში — მაგ. სინას მთის VI-VII საუკუნეების ენკაუსტიკურ ხატზე, სადაც აღსაყდრებული უფალი წარმოდგენილია ერთდრთულად, როგორც ძველთა დღეთაი, პანტოკრატორი და ევმანუელი).
საერთო შთაბეჭდილება ფიის მხატვრობიდან ისეთია, როგორსაც ახდენს ადრექრისტიანული ხანის „არქაული სტილის“ მხატვრობის ნიმუშები — მონუმენტური, მოუხეშავი, დაძაბული, ექსპრესიული, დიდად შთამბეჭდავი. მისგან მომდინარე ემოციურ მუხტს აძლიერებს ის გარემოება, რომ ეს გამოსახულება ტაძარში წარმოდგენილია როგორც ერთადერთი ფრესკული ხატი (მის გარდა მხთლოდ დასავლეთის კედელზეა შემორჩენილი თითქოსდა დაუდევრად მიხატული წითელი ჯეარი) და რომ იგი ძალზე დიდია ტაძრის ზომასთან შედარებით.
იკონოგრაფიით, მნატვრული სტილითა და პალეოგრაფიით ფიის მაცხოვარი დათარიღებულია X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის დასაწყისით. დადგენილია, რომ ამ მხატვრობას უახლოესი ანალოგები ეძებნება ტაო-კლარჯეთში და ზემო სვანეთში არსებულ X საუკუნის მონუმენტური მნატვრობის ძეგლთა შთრის.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., „ფიის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 604-609
- გაფრინდაშვილი გ., „995 წლის ხუროთმოძრვრების ძეგლი ნასოფლარ ფიაში“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XVII, №8, 1956, გვ. 762-768
- სხირტლაძე ზ., ფრესკის ფრაგმენტი ფიას წმინდა თევდორეს ეკლესიის საკურთხეველში, „მაცნე“, №3, 1988, გვ. 171-178
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8234