ნაქალაქევი
ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირაშხანი, ფია).[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტეშენიტის საბადო.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ნაქალაქევი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამცხე-ჯავახეთი | ||
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნაქალაქევი | ||
კოორდინატები | 41°24′55″ ჩ. გ. 43°20′00″ ა. გ. / 41.41528° ჩ. გ. 43.33333° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | წუნდა | ||
ცენტრის სიმაღლე | 1360 მ | ||
მოსახლეობა | 426[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 476[2] |
2014 | 426 |
კურორტირედაქტირება
სოფელი ბალნეოლოგიური კურორტია.
- სამკურნალო საშუალებაა: თბილი (33 °C) რადიოაქტიური წყაროების წყალი; იყენებენ აბაზანებისათვის.
- სამედიცინო ჩვენება: სამოძრაო ორგანოების, გულსისძარღვთა, ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და კანის დაავადებანი.
- სეზონი მაისიდან ივნისამდე.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.