დასავლეთი თრაკია
დასავლეთი თრაკია ან უბრალოდ თრაკია (ბერძ. Θράκη, თურქ. Batı Trakya, ბულგ. Западна Тракия) საბერძნეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარეებს მესტასა და მარიცას შორის. მაკედონიასა და ეპირუსთან ერთად მას არაფორმალურად 'ჩრდილოეთ საბერძნეთს' უწოდებენ. მას აღმოსავლეთი თრაკიისგან (რომელიც მდინარე მარიცადან იწყება და მოიცავს თურქეთის ევროპულ ნაწილს) განსასხვავებლად ასევე ბერძნულ თრაკიადაც მოიხსენიებენ. კიდევ არსებობს ჩრდილოეთი თრაკიაც, რომელიც ბულგარეთში მდებარეობს.
რეგიონი | |
---|---|
თრაკია Θράκη | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
კოორდინატები | 41°06′00″ ჩ. გ. 25°24′00″ ა. გ. / 41.10000° ჩ. გ. 25.40000° ა. გ. |
დაარსდა | 1920 |
ფართობი | 8,578 კმ² კმ² |
მოსახლეობა | 368,993[1] კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 43/კმ² კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | თრაკიელები |
ოფიციალური საიტი | mathra.gr |
თრაკია დაყოფილია სამ პერიფერიად (ყოფილი პრეფექტურები): კსანტი, როდოპე და ევროსი.
დემოგრაფია
რედაქტირებათრაკიის დაახლოებითი ფართობია 8,578 კმ² ხოლო მოსახლეობა 368,993 (2006). მათგან ორ მესამედზე მეტი ორთოდოქსი ქრისტიანი ბერძენია, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 120,000 არის მუსლიმანური უმცირესობა. მათგან უმეტესობა (67%) არის თურქი, ხოლო დანარჩენი არიან პომაკები (მუსლიმანი სლავების ჯგუფი) რომლებიც ძირითადად რეგიონის მთიან მხარეში ცხოვრობენ. მცირე ეთნიკური ჟგუფი რომა ც (ბოშების ჯგუფი) სხვა მათი ეროვნების ადამიანებისგან განსხვავებით ძირითადად მუსლიმანურია. ცივი ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში საბერძნეთმა განიცადა იმიგრაციის დიდი ტალღა, რომლებიც სამუშოს ძირითადად ურბანულ ტერიტორიებზე ეძებდნენ, თუმცა თრაკიას ეს პროცესები ნაკლებას შეეხო.
ქალაქი | ბერძნული სახელი | მოსახლეობა (2001 დაარქივებული 2007-07-01 საიტზე Wayback Machine. ) |
მუნიციპალიტის მოსახლეობა (2001 დაარქივებული 2007-07-01 საიტზე Wayback Machine. ) |
---|---|---|---|
ალექსანდრუპოლისი | Αλεξανδρούπολη | 48.885 | 52.720 |
კომოტინი | Κομοτηνή | 43.326 | 52.659 |
ქსანტი | Ξάνθη | 45.111 | 52.270 |
ორესტიადა | Ορεστιάδα | 15.246 | 21.730 |
დიდიმოტიკა | Διδυμότειχο | 8.799 | 18.998 |
პოლიტიკა
რედაქტირებათრაკიის მუსლიმანური უმცირესობა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი იყო. თურქეთი რეგიონის ყველა მუსლიმანს მიიჩნევს თურქული უმცირესობის წარმომადგენლად. ხოლო საბერძნეთი განიხილავს ყველას როგორც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის რელიგიურ უმცირესობებს (ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში). ათენი არ აღიარებს თურქულ ან სხვა რომელიმე უმცირესობას ეთნიკურობის მიხედვით.
ეკონომიკა
რედაქტირებაბოლო წლებში თრაკიის ეკონომიკა სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება. რამდენიმე მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ჩამოყალიბდა რეგიონში. ეგნატიას გზას რომელიც რეგიონში მდებარეობს, მის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. ტურიზმი თანდათან ძალას იკრებს და წამყვანი ძალა ხდება რეგიონში. როდოპების მთიანეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პოტენციალიც არსებობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Öksüz, Hikmet (2004), The Reasons for Immigration from Western Thrace to Turkey (1923-1950), http://www.azinlikca.net/: Turkish Review of Balkan Studies
- Whitman, Lois (1990), Destroying ethnic identity: the Turks of Greece, Human Rights Watch, ISBN 0929692705.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პერიფერიები დაარქივებული 2005-05-29 საიტზე Wayback Machine.
- დრამას კავალას და კსანთის გაერთიანებული პრეფექტურა
- როდოპის და ევროს გაერთიანებული მმართველობა დაარქივებული 2012-09-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- კსანტის პრეფექტურა დაარქივებული 2014-06-29 საიტზე Wayback Machine.
- Thrakiki.gr
- როგოპეს პრეფექტურა
- ევროს პრეფექტურა დაარქივებული 2007-08-24 საიტზე Wayback Machine.
- თრაკიის უნივერსიტეტი
- ფერესის მუნიციპალიტეტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2006 წლის აღწერა დაარქივებული 2011-02-27 საიტზე Wayback Machine. )