მესტა (ბულგ. Места; ბერძ. Νέστος) — მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში.[1] ერთვის ეგეოსის ზღვას. სათავე აქვს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რილის მთებში. წარმოიქმნება მდინარეების შავი და თეთრი მესტის შეერთების შედეგად. ორივე მდინარის ხეობები ციცაბო და ვიწროა, ხოლო დინება სწრაფი.[1]

მესტა

მესტა
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე რილა
42°07′10″ ჩ. გ. 23°35′10″ ა. გ. / 42.11944° ჩ. გ. 23.58611° ა. გ. / 42.11944; 23.58611
სათავის მდებარეობა ბულგარეთი
შესართავი ეგეოსის ზღვა
40°50′51″ ჩ. გ. 24°48′15″ ა. გ. / 40.84750° ჩ. გ. 24.80417° ა. გ. / 40.84750; 24.80417
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 230 კმ
აუზის ფართობი 2767,1 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 14,62 მ³/წმ
მესტა — ხმელთაშუა ზღვა
მესტა
მესტა
— სათავე, — შესართავი
მესტა ვიკისაწყობში

მდინარის სიგრძეა 230 კმ, აუზის ფართობი 2767,1 კმ². ბულგარეთის ტერიტორიაზე გაედინება დაახლოებით 126 კმ მანძილზე, დანარჩენი 104 კმ საბერძნეთშია. მესტის მთავარი შენაკადია მდინარე დოსპატი.

საბერძნეთის ტერიტორიაზე მდინარე კვეთს ბორცვებსა და დაბალმთიანეთებს. მდინარის ხეობა დაფარულია ფოთლოვანი ტყით, რომელიც ვრცელდება ორ წერტილს — ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის. ტყე ქმნის საზღვარს საბერძნეთის მაკედონიასა და თრაკიას შორის. ეგეოსის ზღვას ერთვის საბერძნეთის კუნძულ თასოსთან ახლოს. მდინარე მესტა შესართავში ქმნის დელტას, სადაც განვითარებულია ხშირი ჭაობები.

აუზის ზემო და შუა ნაწილში იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით, ქვემო დინებაში ჭარბობს მხოლოდ წვიმის წყლები. წყლის ყველაზე დიდი ხარჯი ზამთარშია. წყლის ხარჯი უდრის 14,62 მ³/წმ-ს, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების გადაკვეთასთან დაახლოებით 32 მ³/წმ. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად.

მდინარე მესტა სათივად საბერძნეთის საზღვრამდე „მესტად“ იწოდება, საბერძნეთში შემოსვლის შემდეგ ეწოდება „ნესტოსი“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Енциклопедия България/т.4/Изд. Българска академия на науките/София,1984 г.