კავალა
კავალა (ბერძ. Καβάλα) — ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავალის რეგიონულ ერთეულში. განლაგებულია კავალის უბის ნაპირზე, კუნძულ თასოსის სიახლოვეს. მაკედონიის რეგიონის უდიდეს ქალაქ სალონიკიდან დაშორებულია 160 კილომეტრით.
ქალაქი | |
---|---|
კავალა ბერძ. Καβάλα | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
კოორდინატები | 40°56′22″ ჩ. გ. 24°24′24″ ა. გ. / 40.9395889° ჩ. გ. 24.4068694° ა. გ. |
ფართობი | 112.6 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი |
მოსახლეობა |
51 947 (2021), 59 222 (2001), 57 461 (1991), 54 027 (2011) |
სატელეფონო კოდი | 2510 |
საფოსტო ინდექსი | 65x xx |
ოფიციალური საიტი | https://kavala.gov.gr/ |
სახელები
რედაქტირებაქალაქის ანტიკური სახელია ნეაპოლისი (ახალი ქალაქი, როგორც მრავალი ბერძნული კოლონია). შუა საუკუნეებში ქალაქს სახელი შეეცვალა და ქრისტოპოლისი (ქრისტეს ქალაქი) ეწოდა.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქალაქის დღევანდელი სახელწოდების ეტიმოლოგია დავის საგანია. ზოგიერთი მას ქალაქის სიახლოვეს არსებულ ანტიკურ ბერძნულ სოფელ სკავალას უკავაშირებს. მოწინააღმდეგეების ნაწილი სახელის იტალურ (იტალ. cavallo კავალო - ცხენი) წარმომავლობაზე მიუთითებენ, ნაწილი კი ქალაქში ებრაული მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო ებრაული კაბალასკენ იხრება. ქალაქის მეტსახელია - ცისფერი ქალაქი.
ტრანსპორტი
რედაქტირებასაგზაო ქსელი
რედაქტირებაევროპის ავტომაგისტრალი E90 კვეთს ქალაქს და კავალას სხვა მეზობელ ქალაქებთან აკავშირებს. ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ეგნატიის საავტომობილო გზა (A2). ქალაქში მოხვედრა ორი შესასვლელიდან არის შესაძლებელი; 'დასავლეთი კავალა' და 'აღმოსავლეთი კავალა'. კავალა კარგად განვითარებული ავტობუსის ქსელით (KTEL) დაკავშირებულია სალონიკთან და ათენთან.
აეროპორტი
რედაქტირებაკავალის ალექსანდრე დიდის საერთაშორისო აეროპორტი (კავალიდან 27კმ.) რეგულარულ რეისებს ასრულებს ათენში, აგრეთვე ჩარტერულ რეისებს ევროპის მრავალ ქალაქში.
პორტი
რედაქტირებაკავალა მრავალი საბორნე მარშრუტით დაკავშირებულია ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთში მდებარე ყველა კუნძულთან.
ავტობუსი
რედაქტირებაქალაქი დაკავშირებულია საბერძნეთის ყველა მსხვილ ქალაქთან, მათ შორის სალონიკთან და ათენთან. საავტობუსო ხაზებით ასევე დაკავშირებულია ყველა ადგილობრივ სოფელთან. მგზავრობის საფასური ძალიან დაბალია.
გალერეა
რედაქტირება-
მოხატული საფლავის ქვა, ძვ. წ. მე-4 საუკუნე (კავალის არქეოლოგიური მუზეუმი)
-
მუჰამედ ალი ეგვიპტელის ქანდაკება, ეგვიპტის შემოწირულობა
-
პანორამული ხედი
-
კავალის აკვედუკის ხედი
-
თამბაქოს მუნიციპალური საწყობი
-
სავაჭრო პალატა
-
Megali Leschi
-
ჰოლოკოსტის მემორიალი