ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლინფენი (ჩინ.: 临汾市, ფინინი: Línfén) — საოლქო დონის ქალაქი შანსის პროვინციაში, ჩინეთი. მას დასავლეთიდან შენსის პროვინცია ესაზღვრება. ლინფენი გაშენებულია მდინარე ფენის (ფენხე) ნაპირებზე. საოლქო დონის ქალაქის ფართობი 20 275 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[1] 2020 წლის ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 3 976 481 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 959 198 ქალაქის ურბანულ (ცნობილი როგორც მეტრო) ცხოვრობს.[3] ლინფენი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით შანსის პროვინციაში მეორე ადგილს იკავებს. ქალაქი ცნობილი იყო, როგორც ფინგიანგი (ჩინ.: 平陽) გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში. 2006 წელს, ამერიკულმა ბლექსმითის ინსტიტუტმა ლინფენი ჩინეთის ათ ყველაზე მეტად დაბინძურებულ ქალაქს შორის დაასახელა.[4]

საოლქო დონის ქალაქი
ლინფენი
临汾市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია შანსი
შიდა დაყოფა Yaodu District, Quwo County, Yicheng County, Xiangfen County, Hongtong County, Gu County, Anze County, Fushan County, Ji County, Xiangning County, Daning County, Xi County, Yonghe County, Pu County, Fenxi County, Houma და Huozhou
კოორდინატები 36°05′17″ ჩ. გ. 111°31′08″ ა. გ. / 36.08806° ჩ. გ. 111.51889° ა. გ. / 36.08806; 111.51889
ფართობი 20 275[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 452 მეტრი
მოსახლეობა 3 976 481[2] კაცი (2020)
სიმჭიდროვე 200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი China Standard Time და UTC+8
სატელეფონო კოდი 0357
საფოსტო ინდექსი 041000
საავტომობილო კოდი 晋L
ოფიციალური საიტი linfen.gov.cn
ლინფენი — ჩინეთი
ლინფენი

1978 წლამდე ლინფენი ცნობილი იყო მინერალური წყლებით, სიმწვანითა და მდიდარი სოფლის მეურნეობით. ამის გამო მას „თანამედროვე ხილისა და ყვავილების ქალაქი“ ეწოდებოდა. ამის შემდეგ ლინფენი ნახშირის მოპოვებით ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრი გახდა. მოპოვებითმა სამუშაოებმა ქალაქში გარემო, ჰაერის ხარისხი, სოფლის მეურნეობა და ჯანმრთელობა ძლიერ დააზიანა. ამასთანავე ლინფენმა მწვანე დასახლების სტატუსი დაკარგა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ლინფენს სახელწოდება მდინარე ფენის (ფენხე) გამო ეწოდა. წარსულში ქალაქი ცნობილი იყო, როგორც ძინი, ძინჭოუ და ფინგიანგი (ჩინ.: 平阳).

 
ლინფენი იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს, 1938

ჩინელი არქეოლოგების განცხადებით, იმპერატორი იაოს დედაქალაქი სწორედ ლინფენში მდებარეობდა. ამ ვერსიას ქალაქში იაოტოუს რაიონის არსებობით ხსნიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლინფენი ჩინეთის უძველეს დედაქალაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ეს ტერიტორია ძინის სამეფოს საჰერცოგოს ცენტრს წარმოადგენდა, რასაც სახელწოდება მდინარე ძინის პატივსაცემად ეწოდა (ჩინ.: 晋水). ეს საჰერცოგო ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში განადგურდა, მაგრამ ტერიტორიას სახელწოდება ძინი კვლავ შეუნარჩუნდა. ძინის პრეფექტურა (ძინჭოუ) სწორედ თანამედროვე ლინფენის ტერიტორიაზე შეიქმნა და მას ძინი და ძინჭოუ ეწოდებოდა. მოგვიანებით ტერიტორიაზე ფინგიანგის სარდლობის არსებობის გამო ქალაქს ფინიანგი ეწოდა.[5] მეოთხე საუკუნეში ლინფენი ლიუ ცონგის მიერ ხუნუსა და შანიუს ცენტრად ჩამოყალიბდა.[6] XX საუკუნეში აშენდა ქალაქის კედელი, რომელსაც „მიუახლოვებელ თავდაცვით ნაგებობად“ მოიხსენიებენ.[7]

გეოგრაფია

რედაქტირება

ლინფენი შანსის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ფენის (ფენხე) დაბლობებზე. მას აღმოსავლეთიდან ჩანგჭი და ძინჩენგი, ხუანხე (ყვითელი მდინარე) დასავლეთიდან (რომელიც ასევე წარმოადგენს საზღვარს შენსის პროვინციასთან), ძინჭონგი და ლიულიანგი ჩრდილოეთიდან, ხოლო იუნჩენგი სამხრეთიდან. საოლქო დონის ქალაქის ადმინისტრაციული არეალი 20 275 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც მთლიანად პროვინციის ტერიტორიის 13 %-ს წარმოადგენს.[1]

ლინფენის საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიის 29.2 % მთებს უჭირავს. ლინფენის აუზი (ჩინ.: 临汾盆地) ქალაქის 19.4 %-ს იკავებს და ირითადად ცენტრალურ ნაწილში არსებობს. ტერიტორიის ყველაზე მეტი, 51.4 % გორაკებს უჭირავს[1]

ლინფენისათვის დამახასიათებელი კონტინენტური, მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნახევრად უდაბნოს ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). ქალაქში სასშუალოდ ცივი, მშრალი ზამთარია, ზაფხული კი ცხელი და ნოტიო. საშუალო თვის 24 საათიანი ტემპერატურა −2.7 °C-დან (იანვარი) 26.1 °C-მდე (ივლისი) იცვლება. ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი 470 მილიმეტრია, რაც, ძირითადად, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ყვალზე დაბალი ტემერატურია, რაც ოდესმე ლინფენში დაფიქსირებულა −22.5 °C-ია, ყველაზე მაღალი კი 40.5 °C.

ჰავის მონაცემები — ლინფენი (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 13.8 21.5 28.8 35.0 38.4 39.7 40.5 39.2 38.4 32.5 25.0 15.5 40.5
საშუალო მაღალი °C 4.0 7.8 13.8 21.4 26.9 31.3 32.0 30.6 25.8 19.7 11.8 5.3 19.2
საშუალო დღიური °C −2.7 1.0 7.0 14.3 19.7 24.4 26.1 24.8 19.4 12.8 5.0 −1.1 12.6
საშუალო დაბალი °C −8.2 −4.5 1.2 7.7 12.7 17.9 21.2 20.2 14.3 7.3 −0.3 −6.1 7.0
რეკორდულად დაბალი °C −22.5 −23.1 −10.0 −5.0 1.3 8.5 14.7 10.7 2.3 −5.0 −12.8 −17.6 −23.1
საშუალო ნალექი (მმ) 3.3 5.4 16.8 26.2 37.2 55.2 119.2 91.1 57.0 36.8 15.6 4.7 468.5
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 2.2 2.8 4.6 5.6 6.4 8.8 12.0 10.0 8.6 6.4 3.8 2.0 73.2
წყარო: Weather China

დემოგრაფია

რედაქტირება

2019 წლის მონაცემებით საოლქო დონის ქალაქში სულ 4 508 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 80 100-ითაა გაზრდილი.[8] ქალაქის ურბანულ ნაწილში 2 414 700 ადამიანი ცხოვრობს, რის შესაბამისადაც ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.56 %-ია[8] ქალაქში 28 ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს: ხუეის ხალხი, მანჩუები, ტუძიები, მონღოლები, მიაოს ტომები, ჭუანგები, ის ხალხი, პუიეის ხალხი, პაი, უიღურები, კორეელები, მალაოს ხალხი, შეს ხალხი, ტიბეტელები, ლის ხალხი, ტონგები, იაოს ხალხი, ტაჯიკები, კელაოს ხალხი, ტაურები, ლახუს ხალხი, უას ხალხი, ხანები, მონკუორები, სიბები, ლისუს ხალხი, ციანგები და ძინგფოები.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 46. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. China: Shānxī (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  3. Compilation by Lianxin website. Data from the Sixth National Population Census of the People's Republic of China დაარქივებული 2012-03-25 საიტზე Wayback Machine.
  4. Choi, Charles Q.. (October 18, 2006) World's 10 Most Polluted Places. Livescience.com. ციტირების თარიღი: 24 January 2013
  5. p. 46.
  6. Grousset, Rene (1970), The Empire of the Steppes, Rutgers University Press, pp. 56–7, ISBN 0-8135-1304-9, https://archive.org/details/empireofsteppesh00prof/page/56.
  7. p. 407.
  8. 8.0 8.1 8.2 zh:人口状况-市情概况-临汾市人民政府门户网站 zh. Linfen People's Government (2020-03-10). ციტირების თარიღი: 2020-05-16
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლინფენი“-დან