ლიბანის საგარეო ურთიერთობები
ლიბანის საგარეო პოლიტიკაზე მისი გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის შემადგენლობა და ვაჭრობაზე დამოკიდებულება ახდენს გავლენს. 2005 წლამდე ლიბანის საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენდა სირია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ჩარჩო პირველად 1991 წლის მაისში შეიმუშავეს, როდესაც ლიბიასა და სირიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 2005 წელს სირიის სამხედრო ძალები გასვლის შემდეგ ლიბანს საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებელი კურსი აქვს.
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებააზია
რედაქტირებაპაკისტანი
რედაქტირებაპაკისტანის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ისლამაბადშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2005-2006 წლებში პაკისტანსა და ლიბანს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 35.4 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
არაბთა გაერთიანებული საამიერობი
რედაქტირებაორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორიული კავშირები აქვთ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბეირუთში მდებარეობს,[1] ლიბანის საელჩო აბუ-დაბშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში მდებარეობს.
თურქეთი
რედაქტირებათურქეთისა და ლიბანის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რამდენადაც ლიბანმა ოსმალეთის იმპერიისაგან მოიპოვა დამოუკიდებლობა. ლიბანის საელჩო ანკარაში, ხოლო გენერალური საკონსულო სტამბოლში მდებარეობს. თურქეთის საელჩო ბეირუთშია განლაგებული.
სირია
რედაქტირებალიბანსა და სირიას შორის ურთიერთობები 2008 წლის ოქტომბერში დამყარდა, როდესაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ლიბანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკრეტი გამოსცა. ტრადიციულად სირია ლიბანს დიდი სირიის ნაწილად აღიქვამს.[2] ოსმალთა იმპერიაში ლიბანი და სირია ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგის გადაწყვეტილებით ოსმალთა დიდ სირიაზე მანდატი საფრანგეთს გადაეცა, რომლისგანაც 1943 წელს ლიბანმა, ხოლო 1946 წელს სირიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 2008 წელს სირიამ ლიბანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.[3]
საუდის არაბეთი
რედაქტირება2006 წელს ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელმა საუდის არაბეთისგან ლიბანში შეჭრაზე საიდუმლოდ თანხმობა მიიღო. საუდის არაბეთის მთავრობის მხარდაჭერის შესახებ ისრაელის მედიასაშუალებებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.[4]
2017 წელს საუდის არაბეთი და ლიბანი დიპლომატიურ კონფლიქტში აღმოჩნდნენ, რომელიც თითქმის ომში გადაიზარდა. ლიბანიდან ჰეზბოლას განდევნის მოთხოვნით საუდის არაბეთის ზეწოლის შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.[5][6][7][8] საუდის არაბეთმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვება ურჩიეს.[9] მოგვიანებით ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება შეცვალა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა 2020 წლამდე ეკავა.
ლიბანის საელჩო ერ-რიადში, ხოლო გენერალური საკოსნული ჯიდაში მდებარეობს. საუდის არაბეთის საელჩო ბეირუთში მდებარეობს.
კვიპროსი
რედაქტირებალიბანსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები 1960 წლის 20 სექტემბერს დამყარდა. კვიპროსის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის სახელჩო - ნიქოზიაში. ორივე სახელმიწიფო ხმელთაშუა ზღვის კავშირის წევრია.
ერაყი
რედაქტირებაერაყსა და ლიბანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1943 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე და მხარს უჭერს პალესტინელებს.
ისტორიის მანძილზე ერაყსა და ლიბანს ახლო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ბაათისტურ პარტიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბაშირ ჟმაიელთან და ამინ ჟმაიელთან. ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, როდესაც ერაყის წარმომადგენლებმა ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელის მოქმედებები ღიად დაგმეს.
იაპონია
რედაქტირებაიაპონიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს. ამჟამინდელი ელჩი იოშიჰისა კუროდაა.[10] ლიბანის საელჩო იაპონიაში ტოკიოშია განთავსებული.
იორდანია
რედაქტირებაიორდანიის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ამანშია განლაგებული. სახელმწიფოებს საერთო პოზიცია აქვთ სირიასთან მიმართებით და ორივე ქვეყანა იღებს სირიელ ლტოლვილებს.[11] იორდნიაც და ლიბანიც იზიარებენ საერთო ფრონს ISIS-ის წინააღმდეგ.[12] სახელმწიფოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო სფეროში.
ევროპა
რედაქტირებაბულგარეთი
რედაქტირებალიბანსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1966 წლის 19 სექტემბერს დამყარდა.[13] 1967 წელს ბულგარეთის საელჩო ბეირუთში გაიხსნა.[14] 1983 წლის ივლისიდან ლიბანის საელჩო სოფიაში ფუნქციონირებს.[13] ორივე სახელმწიფო ფრანკოფონიისა და ხმელთაშუაზღვიური კავშირის სრული წევრია.
საბერძნეთი
რედაქტირებასაბერძნეთსა და ლიბანს შორის ურთიერთობები 1947 წლის 17 ივნისს დამყარდა,[15] თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ანტიკური ხანიდან იწყება. ძველი ბერძნები და ფინიკიელები ერთმანეთთან ვაჭრობდნენ. დღეისთვის ლიბანსა და საბერძნეთს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. საბერძნეთის საელჩო ბეირუთში მდებარეობს, ხოლო ლიბანის საელჩო ათენშია განლაგებული. ორივე სახელმწიფო ფრანკოფონიისა და ხმელთაშუაზღვიური კავშირის წევრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- (1998) Negotiating Arab-Israeli Peace: Patterns, Problems, Possibilities. Indiana University Press. ISBN 0-253-21159-X.
- (1984) Israel's Lebanon War. Simon & Schuster. ISBN 0-671-47991-1.
- Shlaim, Avi (2001). The Iron Wall: Israel and the Arab World. W. W. Norton & Company. ISBN 0-393-32112-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 1983 Israel-Lebanon agreement
- Embassy of Lebanon in Washington DC
- Amb. Farid Abboud profile The Washington Diplomat serves the diplomatic community with columns focusing on international news and events.
- EU Neighbourhood Info Centre: Country profile of Jordan დაარქივებული 2017-01-26 საიტზე Wayback Machine.
Representations of foreign nations in Lebanon
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Embassy of United Arab Emirates in Beirut, Lebanon en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Jun 2017. ციტირების თარიღი: 2017-07-15.
- ↑ Bergman, Ronen (February 10, 2015). „The Hezbollah Connection“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 15, 2015.
- ↑ Ten steps to Syria-Lebanon ties (15 October 2008).
- ↑ Nassar, Tamara. (February 25, 2019) How Saudi Arabia supported Israel's 2006 war on Lebanon.
- ↑ Barnard, Anne; Abi-Habib, Maria (December 24, 2017). „Why Saad Hariri Had That Strange Sojourn in Saudi Arabia“. The New York Times.
- ↑ Saudi Arabia says Lebanon 'declaring war' against it. ციტირების თარიღი: November 7, 2017
- ↑ „Saudi Arabia says Lebanon declares war, deepening crisis“. Reuters. November 7, 2017. ციტირების თარიღი: November 7, 2017.
- ↑ Saudi Arabia: Lebanon declared war on us. ციტირების თარიღი: November 7, 2017
- ↑ Saudi Arabia orders citizens to leave Lebanon as tensions rise (November 10, 2017).
- ↑ Embassy of Japan in Lebanon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 21 February 2015
- ↑ Wellbeing of Urban Refugees: Syrians and Hosts in Jordan and Lebanon (WURSHIJL).
- ↑ Jordan, Lebanon discuss Syrian crisis, ties (11 February 2015).
- ↑ 13.0 13.1 History of the Embassy of Lebanon, Sofia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-27. ციტირების თარიღი: 2022-11-27.
- ↑ Bulgarian embassy in Beirut
- ↑ British Documents on Foreign Affairs: Reports and Papers from the Foreign Office Confidential Print. From 1946 through 1950. Near and Middle-East 1947. Eastern Affairs, January 1947-December 1947. University Publications of America, 2001, გვ. 367.