ბაშირ ჟმაიელი
ბაშირ ჟმაიელი (არაბ. بشير الجميّل, ფრანგ. Bachir Gemayel; დ. 10 ნოემბერი, 1947, ბიკფაია — გ. 14 სექტემბერი, 1982, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1982 წელს აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ მოკლეს თანამდებობის დაკავებამდე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბაშირ პიერ ჟმაიელი დაიბადა ბეირუთში 1947 წლის 10 ნოემბერს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ლიბანის შეიხის პიერ ჟმაიელის ოჯახში, რომელიც იყო წამყვანი ქრისტიანული პარტიის კატაიბის („ლიბანის ფალანგა“) დამაარსებელი და დიდი ხნის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი.
1962 წელს ბაშირ ჟმაიელი ხდება პარტია კიტაიბის წევრი და გაწევრიანდა პარტიის სტუდენტურ ორგანიზაციაში. 1970 წელს კაიროში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს, მისი შვილის ინიციატივით, რომელთანაც იგი მეგობრობდა. 1971 წელს მიიღო ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტის იურისტის დიპლომი, ხოლო 1973 წელს პოლიტიკურ მეცნიერებათა დიპლომი. 1972 წელს იგი რამდენიმე თვით ჰიუსტონში (აშშ) გაემგზავრა, სადაც სამართალი შეისწავლა, პრაქტიკები კი გაიარა ვაშინგტონის იურიდიულ ფირმაში.
1971 წელს დაინიშნა პარტია კიტაიბის გასამხედროებული ფრთის ინსპექტორად. 1973 წელს გახდა ბეირუთის რაიონ აშრაფიის რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი.
1975 წლის 13 აპრილის შემდეგ, მას შემდეგ რაც დაიწყო პალესტინელი მებრძოლების მიერ ინიცირებული სამოქალაქო ომი ლიბანში, ბაშირ ჟმაიელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში პარტია კატაიბის პროსამთავრობო ძალების დანაყოფებში, რომელსაც მეთაურობდა უილიამ ხავი. 1976 წელს დაინიშნა კატაიბის სამხედრო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. მოგვიანებით, უილიამ ხავის გარდაცვალების შემდეგ ბაშირ ჟმაიელი გახდა პროსამთავრობო დაჯგუფების ლიბანის ფრონტის ხელმძღვანელი. 1976 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა ლიბანის ძალების გაერთიანებული ძალების, ლიბანის ფრონტის სამხედრო ფრთის, ხელმძღვანელად.
1978 წელს ლიბანელ ქრისტიანთა და მუსულმანთა შორის მდგომარეობა გაუარესდა. ქრისტიანები ადანაშაულებდნენ სირიელებს, მათ თვლიდნენ ოკუპანტებად და მოითხოვდნენ მათ დაუყოვნებლივ გაყვანას ქვეყნიდან. ნაწილი ქრისტიანებისა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან ფრანჟიე მხარს უჭერდნენ სირიელებს. ლიბანის ცრდილოეთში კიტაიბის პარტიის წევრებსა და ფრანჟიეს პარტიის მარადას წევრებს შორის მოხდა შეტაკება, რამაც გამოიწვია განხეთქილება ლიბანელ ქრისტიანებს შორის. სულეიმან ფრანჟიეს შვილის, ტონი ფრანჟიეს, მკვლელობის შემდეგ, რომელშიც მან ბაშირ ჟმაიელი დაადანაშაულა, ფრანჟიეს კლანი მთლიანად სირიელების მხარეს გადავიდა.
1981 წელს ბაშირ ჟმაიელი კიტაიბის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი და აღნიშნული პარტიის პოლიტბიუროს წევრი გახდა. ამავე წელს ბაშირ ჟმაიელი ლიბანის ძალებს აგზავნის ქალაქ ზაჰლეს დასაცავად, რომელსაც სირიელები დაესხნენ თავს. ლიბანის ძალებმა ქალაქი წარმატებით დაიცვა. გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ქრისტიანების მხარეს ჯიმაიელმა ჩართო ისრაელი, რომლის ავიაცია ჩაერთო სირიის საჰაერო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
1982 წელს ბაშირ ჟმაიელი გახდა პრეზიდენტ სარკისის მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული ხსნის საბჭოს წევრი. საბჭოში მრავალი მუსულმანი და ქრისტიანი პოლიტიკოსი შეიყვანეს. ეროვნული ხსნის საბჭოს მიზანი იყო ქვეყანაში მიმდინარე შვიდწლიანი სამოქალაქო ომის დასრულება.
ბაშირ ჟმაიელი ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. რამდენიმეჯერ იგი იმყოფებოდა აშშ-ში სადაც იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან. 1982 წელს იგი ვიზიტით ეწვია საუდის არაბეთის მეფეს. გარდა ამისა იგი არაერთხელ შეხვედრია ევროპელ ქრისტიან დემოკრატებს.
მკვლელობა
რედაქტირება1982 წლის 24 ივლისს ბაშირ ჯიმაიელმა თავისი კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამავე წლის 23 აგვისტოს მეორე ცდაზე იგი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მაგრამ 1982 წლის 14 სექტემბერს იგი და კიდევ 26 ადამიანი მოკლეს პარტია კიტაიბის ოფისთან ბომბის აფეთქების შედეგად. მკვლელობის შემსრულებელი იყო სირიის სოციალ-ნაციონალური პარტიის წევრი ჰაბიბ ტანიუს შარტუნი, სირიის სპეცსამსახურების აგენტი. ბაშირ ჟმაიელის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტი გახდა მისი ძმა ამინ ჟმაიელი. ბაშირის მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ ქრისტიანების გაერთიანებებმა გაანადგურეს საბრა და შატილას პალესტინური ბანაკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.presidency.gov.lb/English/PresidentoftheRepublic/FormerPresidents/Pages/CheikhBachirGemayel.aspx
- http://www.phalange.com/bashir.htm
- http://www.bachirgemayel.org/gallery/albums.php დაარქივებული 2012-10-27 საიტზე Wayback Machine.
- http://www.youtube.com/watch?v=uVEn5sNd-VU
- http://www.dailystar.com.lb/News/Politics/2011/Sep-14/148744-syria-behind-assassination-of-lebanons-former-president-kataeb-mp.ashx დაარქივებული 2012-07-12 საიტზე Wayback Machine.
- http://www.myspace.com/lebanesechristianresistance
- http://www.kataebonline.org/BASHIR_GEMAYEL.html დაარქივებული 2022-03-12 საიტზე Wayback Machine.