ამინ ჟმაიელი
ამინ ჟმაიელი (არაბ. أمين بيار الجميٌل; დ. 22 იანვარი, 1942, ბიკფაია, მთიანი ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო მოღვაწე, ლიბანის პრეზიდენტი 1982-1988 წწ. პოსტი დაიკავა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოკლული თავისი ძმის ბაშირ ჟმაიელის დაღუპვის შემდეგ. მამა პიერ ჟმაიელი არის “ქათაიბის“ პარტიის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი, იურიდიული განათლება მიიღო ბეირუთის წმინდა იოსების ფრანგულ უნივერსიტეტში. 1961 წელს შევიდა „ქათაიბში“ და მალე დაწინაურდა მის ხელმძღვანელ ორგანოებში. 1970 წლიდან პარლამენტის დეპუტატია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 254.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ილიას სარკისი |
ლიბანის პრეზიდენტი 1982 – 1988 |
შემდეგი: რენე მუავადი |