კორეის დაყოფა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
კორეის დაყოფა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს. სსრკ-იაპონიის ომისას, საბჭოთა კავშირმა მოახდინა კორეის ჩრდილოეთის ხოლო აშშ-მ სამხრეთის ოკუპაცია, და ორ საოკუპაციო ზონას შორის საზღვარი 38-ე პარალელზე გაევლო.
ცივი ომის დაწყებას, და აშშ-სსრკ-ს ურთიერთობების გაუარესებას მოჰყვა გაერთიანუბული და თავისუფალი კორეის პროექტის ჩაშლა. 1948 წელს, გეროს ზედამხედველობითი არჩევნები ჩატარდა აშშ-ის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ კორეაში. ამერიკელების მიერ მხარდაჭერილმა ლი სინ მანმა მოიგო არჩევნები; ამ დროს კიმ ირ სენი დაინიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერად. ამან განაპირობა კორეის რესპუბლიკის ჩამოყალიბება სამხრეთ კორეაში, რომელსაც მოჰყვა კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბება ჩრდილოეთ კორეაში.
1950 წელს, ხუთწლიანი მტრობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სამხრეთ კორეაში ნახევარკუნძულის კომუნისტური რეჟიმის ქვეშ გაერთიანების მიზნით. კორეის ომი გაგრძელდა 1950 წლიდან 1953 წლამდე და დასრულდა კორეის სამშვიდობო შეთანხმებით, რომელმაც კორეის ნახევარუნძული დემილიტარიზირებული ზონით (DMZ) ორ ნაწილად გაყო. 2018 წლის 27 აპრილს, 2018 წლის აპრილის კორეული სამიტის დროს, ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მიიღეს პანმუნჯომის დეკლარაცია მშვიდობისა და კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანებისათვის. ამავე წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბრის ინრერ-კორეული სამიტის შედეგ, გაკეთებული იქნა რამდენიმე სვლა ორი სახელმწიფოს გაერთიანებისაკენ, განიარაღებულნი იქნენ მესაზღვრეები და საზღვარტან შეიქმნა ბუფერული ზონები შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. 2018 წლის 12 დეკემბერს, ორივე კორეის სამხედროებმა პირველად გადაკვეთეს სამხედრო დემარკაციის ხაზი (MDL).[1][2]
ისტორიული წინაპერიოდი
რედაქტირებაიაპონური მმართველობა (1910–1945 წლები)
რედაქტირებაროდესაც რუსეთ-იაპონიის ომი დასრულდა 1905 წელს, კორეა გახდა იაპონიის იმპერიის პროტექტატურა და ანექსირებული იქნა 1910 წელს. კორეის იმპერატორი გოჯონგი ჩამოშორებული იქნა სახელმწიფო მმართველობას. შემდეგ ათწლეულებში, ნაციონალისტური და სხვა რადიკალური ჯგუფების აღმოცენება იწყება (უმეტესწილად გადასახლებაში მცხოვრებებს შორის) დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მიზნით. განსხვავებული შეხედულებებით და მიზნებით, ეს ჯგუფები ვერ გაერთიანდნენ ერთ მოძრაობაში.[3][4] ჩინეთში არსებულმა კორეის დრეობითმა მთავრობამ ვერ შეძლო საერთაშორისო აღიარების მოპოვება.[5]
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებაკაიროს ცონფერენციაზე 1943 წლის ნოემბერში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და ჩან კაიში შეთანხმდენ რომ ომის დასრულების შემდეგ იაპონია დაკარგავდა ყველა ტერიტორიას რაც ძალით დაიპყრო. კონფერენციის ბოლოს სამმხა სახელმწიფომ გამოაცხადეს „კორეის ხალხის დამონებამ განაპირობა რომ კორეა გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.“[6][7] რუზველტმა თეირანის კონფერენციაზე, 1943 წლის ნოემბერში კორეის საეთო მეურვეობის იდეა წამოაყენა, მაგრამ ვერც ერთი სხვა ძალა ვერ დაითანხმა. იალტის კონფერენციაზე 1945 წლის თებერვალში, რუზველტმა იდეა იოსებ სტალინს გაუზიარა. სტალინი მას არ შეეწინააღდეგა მაგრამ მეურვეობის პერიოდის შემცირება ურჩია.[8][9]
იალტისა და თეირანის კონფერენციებზე, სტალინი მოკავშირეებს წყნარი ოკენის ომში, ევროპაში მოპოვებული გამარჯვებიდან 2-3 თვეში ჩაბმას დაჰპირდა. 1945 წლის 8 აგვისტოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან ორი დღის შემდეგ, სსრკ-მ იაპონიის იმპერიას ომი გამოუცხადა[10] როდესაც ომი დაიწყო, საბჭოთა კავშირის შორეული აღმოსავლეთის შეიარაღებული ძალების უზენაესი მეთაური, მარშალმა ალექსანდერ ვასილევსკიმ, კორელებს იაპონიის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდა სიტყვაბით: „თავისუფლების და დამოუკიდებლობის ბანერი იწევა სეულში.“[11]
საბჭოთა ჯარები სწრაფად იწევდნენ წინ და აშშ-ის მთავრობა ნერვიულობდა რომ სსრკ მთლიან კორეის ნახევარკუნძულს დაკავებდა. 1945 წლის 10 აგვისტოს ორ ახალგაზრდა ოფიცერს, დინ რასკს და ჩარლზ ბონესტილს დაევალად აშშ-ის ოკუპაციის ზონის დადგენა. უკიდურესად პატარა და მოუმზადებელი მუშაობისას ოფიცრებმა National Geographic-ის რუკა გამოიყენეს და ამის მეშვეობით გადაწყვიტეს საზღვარი 38-ე პარალელზე გაევლოთ. მათ ეს აირჩის მათ ეს არიჩიეს იმიტომ რომ ნახევარ კუნძულს თითქმის თანაბრად გაყოფდა, მაგრამ დედაქალაქ სეულს ამერიკელების მიერ კონტროლილებად ზონაში მოახვედრებდა, ოკუპაციის ზონის დადგენისას არ მიუმართავთ არცერთი ექსპერტისათვის. ორმა ოფიცერმა არ იცოდა რომ 40 წლის წინ იაპონიის და რუსეთის იმპერიებმა კორეის ნახევარკუნძულის გაყოფა ზუსდაგ იგივე პარალელზე გადაწყვიტეს. რასკმა შემდეგ განაცხადა რომ ამ შეთანხმების შესახებ რომ სცოდნოდა „თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სხვა საზღვარს გავალებდით.“ [12][13] ასეთმა დაყოფამ ამერიკული ოკუპაციის ზონაში 16 ხოლო საბჭოთა ოკუპაციის ზონაში 9 მილიონი კორეელი მოახვედრა.[14] ამერიკელების გასაკვირად სსრკ ასეთი დაყოფის შეთავაზებას დაუყოვნებლივ დათანხმდა.[11][15] შეტანხმება შეტანილი იყო გენერალური ბრძანება ნომერ 1-ში იოპანიის დანებებისთვის.[15]
საბჭოთა კავშირის ძალებმა საზღვაო შეტევები კორეაში 14 აგვისტოს დაიწყეს და მალევე დაიკავეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, 16 აგვისტოს საბჭოთა ძალებმა ვოსანი აიღეს.[16] 24 აგვისტოს, წითელმა არმიამ ფხენიანი აიღო.[15]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რედაქტირებასაბჭოთა ოკუპაცია კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში
რედაქტირება1946 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა მოვალეობის შემსრულებელი დროებითი მთავრობა კიმ ირ სენის მეთაურობით რომელსაც დრეობითი სახალხო კომიტეტი ერქვა. კიმ ირ სენმა მეორე მსოფლიო ომის ბოლო წელი მანჩურიაში გაატარა საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად. კონფლიქტები და ძალუფლებისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა ფხენიანის ახალი მთავრობის უმაღლესი პოზიციების დაკავებისათვის. 1946 წლის მარტში დრეობითმა მთავრობამ წარადგინა მიწის რეფორმის პროგრამა, რომელმაც იაპონელების კუთვნილი მიწები ღარიბ ფერმერებს დაურიგა.[17] სახალხო კომიტეტის ორგანიზირებით ბევრმა ღარიბმა მოსახლეობამ და გლეხობამ დაიწყეს სახელმწიფო მაშტაბის მქონე კამპანია რომელმაც დაამსხვრია ძველი, ეკონომიკურ კლასებზე დამოკიდებული მიწების გადანაწილება. მემამულეებმა მხოლოდ იგივე რაოდენობის მიწის ქონის უფლება მიეცათ, რამდენიც ღარიბ მოსახლეობას, რომელმაც ეს მიწები წარსულში გაყიდა. ჩრდილოეთ კორეის მიწის რეფორმები გაცილებით უფრო ნაკლებად ძალადობრივი იყო ვიდრე ჩინეთში ან ვიეტნამში. ოფიციალური ამერიკული წყაროები იუწყებიან: „ყველა ანგარშდან, ყოფილი სოფლების ლიდერები მოშორებულნი იქნენ როგორც პოლიტუკური ძალა სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მათ ძალაუფლებაში დაბრუნების საკითხებს.[18] ფერმერები რეფორმებს პოზიტიურად შეხვდნენ; მაგრამ ბევრი ყოფილი მიწის მფლობელი სამხრეთ კორეაში გადავიდა სამხრეთ კორეაში საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე მათგანმა მთავრობის მარალი პოზიციები დაიკავა. აშშ-ის სამხედრო მტავრობაზე დაყრდნობით რეფორმების პერიოდში, 400 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჩაბარდა ლტოლვილად სამხრეთ კორეაში.[19]
მოხდა მნიშვნელოვანი ინდუსტრიების ნაციონალიზაცია. ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ისეთივე ცუდ სიტუაციაში იყო როგორც სამხრეთ კორეის, რადგანაც იაპონელებმა აგრაკულტურულ იდა მოხმარების ინდუსტრიები სამხრეტში განატავსა და მძიმე ინდუსტრია ჩრდილოეთში.
საბჭოთა ძალებმა ჩრდილოეთ კორეა 1948 წელს დატოვა.[20]
აშშ-ის ოკუპაცია კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში
რედაქტირებამას შემდეგ აშშ-ში სსრკ-ის გაფართოების შიში გაჩნდა და იაპონიის ოფიციალურმა პირებმა აშშ გააფრთხილეს კორეის პოლიტიკური ვაკუუმის შესახებ, აშშ-ის საუკუპაციო ძალის კორეიდან გაყვანის თარიღის გადაწევა სამჯერ წამოიწია წინ.[5] 1945 წლის 7 სექტემბერს გენერალმა დუგლას მაკარტურმა დაანონსა რომ კორეის საქმეების ადმინისტრატორი გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ჰოდჯი გახდებოდა, ჰოდჯი შემდეგ დღეს სამხედროებთან ერთად ინჩხონში ჩავიდა. კორეის რესპუბლიკის დრეობითმა მთავრობამ, რომელიც ჩინეთიდან მუშაობდა, გამოგზავნა დელეგაცია 3 თარჯიმნით ჰოდჯისთვის, ჯონ ჰოდჯმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.[21] ჰოდჯმა როგორც ახლად ჩამოყალიბებული კორეის სახალხო რესპუბლიკა ასევე მისი სახალხო კომიტეტი უარყო და ორივე მათგანი ინისი უკანონოდ გამოაცხადა.[22]
1946 წლის სექტემბერში მოხდა 1946 წლის შემოდგომის აჯანყება, სადაც ათასობით მუშაკი და გლეხი სამხედრო მტავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. აჯანყება მელევე იქნა დამარცხებული და ვერ მიაღწია მის უმთავრეს მიზანს ჩაეშალა 1946 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები.
ანტიკომუნისტი ლი სინ მანი, რომელიც იყო კორეის დროებითი მთავრობის პირველი პრეზიდენტი და შემდეგ მუშაობდა პრო-კორეელ ლობიისტთან აშშ-ში, გახდა ყველაზე პოლულარული და წარატებული პოლიტიკოსი სამხრეთ კორეაში. ლი სი მანმა აიძულა აშშ შეეწყვიტა მოლაპარაკებები გაერთიანებული კორეის შექმნის და მეურვეობის გახანგძლივების შესახებ, რამაც სამხრეთში კორეის რესპუბლიკის შექმნა გამოიწვია.[23] 1947 წლის 19 ივლისს ლიუ ბონ ჰიუნგი, რომელიც უკანასკნელ გავლენიან მემარცხენე პოლიტიკოსად, მოკლული იქნა 19 წლის ჰან ჩიგეუნის, ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილის და ნაციონალისტური მემარჯვენე მოძრაობების აქტიური წევრის, მიერ[24]
ოკუპაციის მთავრობამ წამოიწყო რამდენიმე სამხედრო კამპანია კომუნისტური და მემარცხენე მეამბოხეების წინააღმდეგ, კამაპნიებისას ხუთი წლის მაძილზე 30 000-იდან[25] 100 000-მდე ადამიანი იქინა მოკლული.[26]
კორეის ომი
რედაქტირებაკორეის ასეთი გაყოფა, ათასწლიანი ერთიანობის შემდეგ, ორივე რეჟიმს დროებითად მიაჩნდა. 1948 წლიდან 1950 წლის 25 ივნისამდე ორივე მხარე ერთმანეთს საზღვართან სისხლიან ბრძოლებში იბრძოდნენ, დაძაბულობები სამოქალაქო ომში 1950 წლის 25 ივნისს გადაიქცა, მას შემდეგ რაც ჩრდლოეთ კორეის ძალები სამხრეთ კორეაში შეიჭრნენ. გაერთიანებული ერები კონფლიქტში სამხრეთ კორეის დასაცავად ჩაება და გაგზავნა შეიარაღებული არმია რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა. სამხრეთის ოკუპაციისას ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულის კომუნისტური რეჟიმის ქვეშ ცდოლობდა. ოკუპირებულ სამხრეთში გატარდა ინდუსტრიების ნაციონალიზაციის, მიწის რეფორმების და სახალხო კომიტეტის აღდგენის პოლიტიკები.[27]
გაერო ომში საზღვრის 38-ე პარალელთან აღდგენის მიზნეთ ჩაერთო, მაგრამ ლი სინ მანი ფიქრობდა რომ ეს საზღვარი ჩრდიოეთ კორეამ შეჭრის წამოწყებისას გაანადგურა ეს საზღვარი და გარეოს ძალებს ნახევარკუნძული სამხრეთ კორეის სახელით უნდა გაეერთიანებინა, ამავდროულად გაეროს შეარაღებული ძალების უზენაესი მეთაური დუგლას მაკარტურიც გამოთქვამდა კორეის გაერთიანების სურვილს.[28] ჩრდლოეთ კორეამ სამხრეთის ტერიტორიის დაახლოებით 90% დაიკავა გაეროს კონფლიქტში ჩაბმამდე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუქარის მიუხედავად, რომ თუ აშშ-ის ძალები გადაკვეთდნენ 38-ე პარრალელს ომში ჩინეთიც ჩაებმებოდა, სამხრეთ კორეის ძალებმა 38-ე პარალელი 1 ოქტომბერს გადაკვეთეს და მათ მალე აშშ-ის და გაეროს ძალებიც მიჰყვნენ, რასაც დაპირებისამებრ ჩინეთის ომში ჩაბმა მოჰყვა.[29][30] ჩინეთის სახალხო გათავისუფლების არმიის კონტრ-შეტევამ ჩრდლოეთ და სამხრეთ კორეას შორის თანამედროვე საზღვარი შექმნა.
1951 წელს ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხდა 38-ე პარალელთან ახლოს და ორივე მხარემ ზავის დადებაზე დაიწყეს ფიქრი. ლი სინ მანი კი ომის გაგრძელებას მანამდე ითხოვდა, სანამ მთლიანი ნახევარკუნძული მისი მეთაურობის ქვეშ არ გაერთიანდებოდა.[31] ჩრდლოეთ კორეა ემხრობოდა საზღვრის აღდგენას 38-ე პარალელთან, მაგრამ სამხრეთ კორეა და გაერო მხარს უჭერდნენ საზღვრის გავლებას ფრონტის ხაზზე.[32]
ზავი
რედაქტირებაკორეი ზავის შეთანხმებაზე ხელი ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ მოეწერა. ორივე მხარე შეთანხმდა 4 კილომეტრის სიგანის მქონე ბუფერულ ზონაზე, რომელსაც დღეს კორეის დემილიტარიზირებული ზონა (DMZ) ეწოდება. ახალ საზღვრად სახელმწიფოებს შორის არჩეული იქნა მხარეების მიერ ომის ბოლოს დაკავებული ტერიტორიები. ლი სინ მანი ეწინააღმდეგებოდა ზავს და აშშ-ს კორეის ძალიის გამოყენებით გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა.[33] კორეის გაერთიანების მცდელობის ჩაშლამ გამოიწვია აშშ-ის და სამხრეთ კორეის შორის სამუდამო ალიანსი.[34]
ჟენევის კონფერენცია ჩატარდა 1954 წელს კორეის საკითხზე, სადაც ბევრი სახელმწიფოს ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოხერხდა კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანების გამოცხადება.
ზავმა ჩამოაყალიბა ნეიტრალური სახელმწიფოების ზედამხედვლობითი კომისია (NNSC) რომელსაც ზავის პირობების დარღვევების მონიტორიზაცია დაევალა. 1953 წლის შემდეგ, სამხერთ კორეის მხოლოდ შვეიცარიის[35] და შვედეთის[36] შეიარაღებული ძალების იყვნენ NNSC-ის წევრები და განალაგებულნი DMZ-ში, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დამკვირვებლებად პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებული ძალები.[37]
ზავის შემდეგი ურთიერთობები
რედაქტირებაომის შემდეგ, კორეა გამოფილი რჩება სამხედრო დემარკაციის ხაზით. ჩრდილოეთი და სახრეთი დღემდე კონფლიქტში რჩება, ორივე სახელმწიფო თვლის რომ ნახევარკუნძულის სამართლიან მთავრობი არიან და არ აღიარებენ ერთმანეთის არსებობას.[38]
2018 წლის 27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის კიდერი კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ერთმანეთს სამხედრო დემარკაციის ხაზთთან შეხვდენენ და ხელი მოაწერეს პანმუნჯომის დეკლარაციას, რითან გადაიდგა კორეის გაერთიანების პირველი ნაბიჯები.[39]
2018 წლის 1 ნოემბერს სამხედრო დემილიტარიზაციის ზონის განცწვრივ შეიქმნა ბუფერული ზონები, სამხედრო შეტაკებების შეჩერების მიზნით ხმელეთზე, ჰაერში და წყალში.[40][41]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cumings, Bruce. The Origins of the Korean War: Liberation and the Emergence of Separate Regimes, 1945-1947. Princeton University Press, 1981, 607 pages, ISBN 0-691-09383-0
- Fields, David. Foreign Friends: Syngman Rhee, American Exceptionalism, and the Division of Korea. University Press of Kentucky, 2019, 264 pages, ISBN 978-0813177199
- (February 2004) „The Korean Armistice North and South: The Low-Key Victory [Hoare]; The British Press and the Korean Armistice: Antecedents, Opinions and Prognostications [Daniels]“, The Korean Armistice of 1953 and its Consequences: Part I, Discussion Paper No. IS/04/467, London: The Suntory Centre (London School of Economics).
- Oberdorfer, Don. The Two Koreas : A Contemporary History. Addison-Wesley, 1997, 472 pages, ISBN 0-201-40927-5
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- South Korean Ministry of Unification (კორეული და ინგლისური)
- North Korean News Agency დაარქივებული 2004-10-06 საიტზე Wayback Machine. (კორეული და ინგლისური)
- Korea Web Weekly (ინგლისური)
- NDFSK (უმეტესობა კორეული; ზოგი ინგლისური)
- Koreascope (კორეული და ინგლისური)
- Rulers.org, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილი აშშ-ის და სსრკ-ის ადმინისტრატურების სია (ინგლისური)
- Korean Unification Studies
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Troops cross North-South Korea Demilitarized Zone in peace for 1st time ever. ციტირების თარიღი: 30 December 2018.
- ↑ North and South Korean soldiers enter each other's territory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 30 December 2018.
- ↑ Buzo, Adrian (2002). The Making of Modern Korea. London: Routledge. ISBN 978-0-415-23749-9.
- ↑ Cumings, Bruce (2005). Korea's Place in the Sun: A Modern History. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32702-1.
- ↑ 5.0 5.1 Cumings, Bruce (2005). Korea's Place in the Sun: A Modern History. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32702-1.
- ↑ „Cairo Communique, December 1, 1943“. Japan National Diet Library. 1 December 1943. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2010. ციტირების თარიღი: 10 November 2012.
- ↑ Savada, Andrea Matles; Shaw, William, რედ-ები. (1990), „World War II and Korea“, South Korea: A Country Study, GPO, Washington, DC: Library of Congress, http://countrystudies.us/south-korea/8.htm. წაკითხვის თარიღი: 2006-05-16
- ↑ Cumings, Bruce (2005). Korea's Place in the Sun: A Modern History. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32702-1.
- ↑ Stueck, William W. (2002), Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History, Princeton, NJ: Princeton University Press, ISBN 978-0-691-11847-5
- ↑ Walker, J Samuel (1997). Prompt and Utter Destruction: Truman and the Use of Atomic Bombs Against Japan. Chapel Hill: The University of North Carolina Press, გვ. 82. ISBN 978-0-8078-2361-3.
- ↑ 11.0 11.1 Tertitskiy, Fyodor (6 November 2018). „How Kim Il Sung became North Korea’s Great Leader“. NK News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 November 2018. ციტირების თარიღი: 15 November 2018.
- ↑ Oberdorfer, Don; Carlin, Robert (2014) The Two Koreas: A Contemporary History. Basic Books, გვ. 5. ISBN 9780465031238.
- ↑ Seth, Michael J. (2010-10-16) A History of Korea: From Antiquity to the Present. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 306. ISBN 9780742567177. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
- ↑ Buzo, Adrian (2002). The Making of Modern Korea. London: Routledge. ISBN 978-0-415-23749-9.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Hyung Gu Lynn (2007). Bipolar Orders: The Two Koreas since 1989. Zed Books.
- ↑ Seth, Michael J. (2010) A Concise History of Modern Korea: From the Late Nineteenth Century to the Present, Hawaìi studies on Korea. Rowman & Littlefield, გვ. 86. ISBN 9780742567139. ციტირების თარიღი: 2015-11-16.
- ↑ Robinson, Michael E (2007). Korea's Twentieth-Century Odyssey. Honolulu: University of Hawaii Press. ISBN 978-0-8248-3174-5.
- ↑ Cumings, Bruce. The Origins of the Korean War: Liberation and the Emergence of Separate Regimes, 1945–1947. Princeton University Press, 1981, 607 pages, ISBN 0-691-09383-0.
- ↑ Allan R. Millet, The War for Korea: 1945–1950 (2005) p. 59.
- ↑ Gbosoe, Gbingba T. (September 2006) Modernization of Japan. iUniverse, გვ. 212. ISBN 9780595411900. ციტირების თარიღი: 2015-10-06. „Although Soviet occupation forces were withdrawn on December 10, 1948, [...] the Soviets had maintained ties with the Democratic People's Republic of Korea [...]“
- ↑ Hart-Landsberg, Martin (1998). Korea: Division, Reunification, & U.S. Foreign Policy. Monthly Review Press, გვ. 71–77.
- ↑ Buzo, Adrian (2002). The Making of Modern Korea. London: Routledge. ISBN 978-0-415-23749-9.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Buzo, Adrian (2002). The Making of Modern Korea. London: Routledge. ISBN 978-0-415-23749-9.
- ↑ Arthur Millet, The War for Korea, 1945–1950 (2005).
- ↑ Jon Halliday and Bruce Cumings, Korea: The Unknown War, Viking Press, 1988, ISBN 0-670-81903-4.
- ↑ Lone, Stewart; McCormack, Gavan (1993) Korea since 1850. Melbourne: Longman Cheshire.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Cumings, Bruce (2005). Korea's Place in the Sun: A Modern History. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-32702-1.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ Stueck, William W. (2002). Rethinking the Korean War: A New Diplomatic and Strategic History. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-11847-5.
- ↑ NNSC in Korea (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 August 2011.
- ↑ Korea. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2010.
- ↑ Winchester, Simon (2015). Pacific: The Ocean of the Future. William Collins, გვ. 185.
- ↑ Feffer, John (9 June 2005). „Korea's slow-motion reunification“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 August 2007. ციტირების თარიღი: 2007-08-13.
- ↑ Taylor, Adam. (27 April 2018) The full text of North and South Korea’s agreement, annotated. ციტირების თარიღი: 16 May 2018
- ↑ 이치동. (1 November 2018) Koreas halt all 'hostile' military acts near border. ციტირების თარიღი: 28 February 2019.
- ↑ Two Koreas end military drills, begin operation of no-fly zone near MDL: MND - NK News - North Korea News (31 October 2018). ციტირების თარიღი: 28 February 2019.