კიმ ჩენ ინი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — ჩენ ინი. |
კიმ ჩენ ინი (კორ. 김정은, კორეული წაკითხვით - კიმ ჯონგ ინი; დ. 8 იანვარი, 1982, 1983 ან 1984, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილი და კიმ ჩენ ირის შვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
კიმ ჩენ ინი | |
---|---|
კორ. 김정은 კორ. 金正恩 | |
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1984[1] [2] [3] (40 წლის) |
დაბადების ადგილი | ფხენიანი |
მოქალაქეობა | ჩრდილოეთი კორეა |
განათლება | კიმ ირ სენის უნივერსიტეტი, კიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტი და Liebefeld-Steinhölzli State School[4] |
მამა | კიმ ჩენ ირი |
დედა | Ko Yong-hui |
მეუღლე/ები | Ri Sol-ju |
შვილ(ებ)ი | Kim Ju-ae და Kim Jong-ju |
ჯილდოები | Jubilee Medal "75 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945"[5] , Time 100[6] , Time 100[7] , Time 100[8] , Time 100[9] და Time 100[10] |
დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წელს (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა[11][12][13]). იგი არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში[14]. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.
ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინისა და მისი ოჯახის წევრების მმართველობის ქვეშ წარმოადგენს დიქტატურას, სადაც არ არსებობს თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ოპონენტები იდევნებიან, პრესა და ინტერნეტი სრულიად დაქვემდებარებულია რეჟიმს და არ არსებობს რელიგიის თავისუფლება.[15][16][17][18][19][20] ჩრდილოეთ კორეაში არსებობს გულაგის ტიპის ციხეები და ბანაკები, რომლებშიც მილიონობით ადამიანი არის დატყვევებული და მოკლული. რეჟიმი აქტიურად იყენებს პოლიტიკური პატიმრებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის მეთოდებს, როდესაც ერთი ადამიანის დანაშაულისთვის ისჯება მისი ოჯახი და მეგობრები.[15] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“.[15][21]
სახელმწიფოს მიერ დაფუძებული და კონტროლირებადი კომპანიებისა და უცხოელებთან ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით რეჟიმი სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას.[22] ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კიმ ჩენ ინის ბრძანებით მოკლეს არაერთი ჩრდილოეთკორეელი თანამდებობის პირი, ასევე მას აკისრებენ პასუხისმგებლობას მალაიზიაში მისი ნახევრად ძმის, კიმ ჯონგ ნამის მკვლელობაზე. 2014 წლიდან კიმი რამდენჯერმე ქრება საჯარო ცხოვრებიდან ერთკვირიანი პერიოდით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- People in DPRK news დაარქივებული 2009-06-01 საიტზე Wayback Machine.
- North Korea's Young Leader on Show დაარქივებული 2010-12-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1057989533 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ GeneaStar
- ↑ https://www.thetimes.co.uk/article/great-dictator-poor-pupil-truancy-was-his-best-subject-7m5xwxb0grf
- ↑ В канун праздника великой Победы — Посольство России в КНДР, 2020.
- ↑ https://time.com/collection/most-influential-people-2018/5217599/kim-jong-un-2/
- ↑ https://content.time.com/time/specials/packages/article/0,28804,2066367_2066369_2066264,00.html
- ↑ https://www.dailymotion.com/video/x5j4nl1
- ↑ https://sputniknews.lat/20160422/kim-jongun-personas-influyentes-1058952541.html
- ↑ https://www.dailymail.co.uk/news/article-2311143/TIMEs-100-influential-people-2013-Kim-Jong-Un-Obama-Jay-Z-Taliban-victim-Malala-Jennifer-Lawrence-list.html
- ↑ Ким Чен Ун. Штрихи к портрету неизвестного. BBC Russian (2 июня 2009). ციტირების თარიღი: 2010-09-28.
- ↑ People in DPRK news, pyongyangsquare.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-01. ციტირების თარიღი: 2011-12-31.
- ↑ Владимир Родионов. (15 января 2009) Спецслужбы Южной Кореи назвали преемника Ким Чен Ира: кто он?. РИА Новости. ციტირების თარიღი: 2010-09-28.
- ↑ Wegen Kim Jong Un: Asiatische Journalisten überrennen Berner Schule. Blick (15 июня 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2010-09-28.
- ↑ 15.0 15.1 15.2 „North Korea's sidelined human rights crisis“ (ინგლისური). 18 February 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2019. ციტირების თარიღი: 22 October 2019.
- ↑ The Authoritarian Public Sphere: Legitimation and Autocratic Power in North Korea, Burma, and China, 1st Edition (Hardback) - Routledge en. ციტირების თარიღი: 22 October 2019
- ↑ Cha, Victor D.; Haggard, David C. Kang (2018). Nuclear North Korea: A Debate on Engagement Strategies, revised and updated edition. Columbia University Press. ISBN 9780231548243.
- ↑ Why Communism Did Not Collapse edited by Martin K. Dimitrov en (2013). ციტირების თარიღი: 22 October 2019
- ↑ Koo, Bon Sang; Choi, Jun Young; Kim, Junseok (2016). „Analyzing Kim Jong-un's Survival Strategy from the Comparative Authoritarian Perspective“. Pacific Focus (ინგლისური). 31 (2): 211–231. doi:10.1111/pafo.12071. ISSN 1976-5118.
- ↑ Corner, Paul (2016), „Non-compliance, Indifference and Resistance in Regimes of Mass Dictatorship“, Corner, Paul; Lim, Jie-Hyun, The Palgrave Handbook of Mass Dictatorship, Palgrave Macmillan UK, pp. 413–425, , ISBN 9781137437631
- ↑ The education of Kim Jong-un en-US (6 February 2018). ციტირების თარიღი: 22 October 2019
- ↑ Press, Stanford University. Hard Target: Sanctions, Inducements, and the Case of North Korea | Stephan Haggard and Marcus Noland en. ციტირების თარიღი: 22 October 2019