ლი სინ მანი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის ლი, ხოლო სახელი — სინ მანი. |
ლი სინ მანი (კორ. 이승만 [李承晩]; დ. 26 მარტი, 1875 — გ. 19 ივლისი, 1965) — კორეის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველი მეთაური და კორეის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1948-1960 წწ.). ქვეყნის მეთაურად აირჩიეს სამჯერ. მისი მმართველობა მიმდინარეობდა კორეის გაყოფის ფონზე. კორეა გაიყო სამხრეთ, პროამერიკულ და ჩრდილოეთ, პროსაბჭოურ ნაწილებად. მისი მმართველობის პრეიოდში მიმდინარეობდა კორეის ომი.
ლი სინ მანი | |
სამხრეთ კორეის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ივლისი, 1948 – 26 აპრილი, 1960 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | იუნ ბო სონი |
კორეის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 აპრილი, 1919 – 21 მარტი, 1925 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | პაკ ინ სიკი |
დაბადებული | 26 მარტი, 1875 ხვანხედო, კორეა |
გარდაცვლილი | 16 ივლისი, 1965 ჰონოლულუ, აშშ |
მეუღლე | სინ იონ პაკი ფრანცისკა დონერი |
შვილები | ლი იენსუ |
ხელმოწერა |
ლი სინ მანი იყო მკაცრი ანტიკომუნისტი და ძლიერი მმართველი. მისი მმართველობა 1960 წელს დასრულდა არჩევნების ფალსიფიკაციის გამო მასობრივი მღელვარების შედეგად.
ადრეული წლები
რედაქტირებალი სინ მანი დაიბადა 1875 წლის 26 მარტს გლეხის ოჯახში. კორეის სამეფოს პროვინცია ხვანხედოში. იგი ხუთ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი იყო. ლი სინ მანი 2 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სეულში. დედაქალაქში მან მიიღო იმ პერიოდის კორეისათვის ტრადიციული განათლება, შისწავლა ჩინური ენა და ლიტერატურა.
პოლიტიკაში მოსვლა
რედაქტირება1896 წელს ლი სინ მანი შეუერთდა რეფორმების პოლიტიკურ მოძრაობას „დამოუკიდებლობის კლუბს“ (Independence Club). 1894-1895 წლების იაპონია-კორეის ომის დროს კორეა ფაქტობრივად იაპონიის პროტექტორატის ქვეშ მოექცა. ლი სინ მანი აქტიურად მონაწილეობდა ნახევრაკუნძულის ანტიიაპონურ მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს და დაადანაშაულეს 1899 წლის 9 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობისათვის. მან წარუმატებლად სცადა გაქცევა, რის გამოც აწამეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. პატიმრობაში ყოფნის დროს კითხულობდა წიგნებს, რომლებსაც საიდუმლოდ აწვდიდნენ მეგობრები და დიპლომატები. მოგვიანებით, საპატიმროში, ლი სინ მანმა განაცადა, რომ ქრისტიანი გახდა. პატიმრობაში ყფნის დროს მან დაიწყო პოლიტიკური მანიფესტის „დამოუკიდებლობის სულის“ წერა[1].
მოღვაწეობა ემიგრაციაში
რედაქტირებარუსეთ-იაპონიის ომის დაწყების შემდეგ ლი სინ მანი ციხიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით იგი აშშ-ში გაემგზავრა. 1904 წელს ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის გენერალურ მდივან ჯონ ჰეისა და პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს შეხვდა. ლი სინ მანი შეეცადა დაერწმუნებინა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ჩარეულიყო კორეის საქმეებში და აღედგინა მისი დამოუკიდებლობა. მისი მისია წარუმატებლად დასრულდა, 1905 წელს დაიდო იაპონია-კორეის ხელშეკრულება პროტექტორატის შესახებ, რომელმაც აღიარა კორეის დამოუკიდებლობა იაპონიის მფარველობაში. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ ლი სინ მანი აშშ-ში დარჩა და გააგრძელა განათლება. 1907 წელს მან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1910 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნების მაგისტრია, ამავე წელს გახდა პრინსტონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი. იგი იკვლევდა ისტორიის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ქრისტიანული თეოლოგიიისა და სამართლის საკითხებს.
ლი სინ მანი კორეაში დაბრუნდა 1910 წლის დასასრულს და გახდა ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის გენერალური მდივანი. ამავე წელს იაპონიამ დაიპყრო კორეა და დაიწყო ადგილობრივი ქრისტიანების დევნა. სამშობლოში 15-თვიანი ცხოვრებების შემდეგ ლი სინ მანი კვლავ აშშ-ში გაემგზავრა. 1912 წელს იგი ჰავაიში გაემგზავრა, სადაც დააარსა ქრისტიანული სკოლა კორეელი ემიგრანტებისთვის.
1919 წლის 13 აპრილს შანხაიში ჩამოყალიბდა კორეის დროებითი მთავრობა. მის პირველ პრეზიდენტად (მთავრობის მეთაურად) აირჩიეს ლი სინ მანი და ეს თანამდებობა ეკავა 6 წლის განმავლობაში. 1925 წელს იმპიჩმენტის შედეგად გადადგა თანამდებობიდან. ტანამედბობიდან გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ჰავაიზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამერიკაში კორეელთა სათვისტომოს ცხოვრებაში. 1934 წელს მეორედ იქორწინა ავსტრიელ ფრანცისკა დონერზე, რომელიც მოგვიანებით მეუღლის მდივნად იწყებს მუშაობას.
მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ ლი სინ მანი ამერიკის საჰაერო ძალებმა გადაიყვანეს ტოკიოში და პირადად შეხვდა გენერალ მაკარტურს. 1945 წელს მაკარტურის პირადი თვითმფრინავით ჩაიყვანეს სეულში.
ხელისუფლებაში მოსვლა
რედაქტირებაკორეაში იაპონიის მმართველობის დასრულების შემდეგ აშშ-მ უარი თქვა ეღიარებინა, როგორც 1945 წელს შექმნილი კორეის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმურობა, ისე საზღვარგარეთ მოქმედი კორეის დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობა. კორეის ნახევარკუნძულის ამერიკული ზონის სამართავად აშშ-მ 8 სექტემბერს შექმნა ამერიკის სამხედრო მთვრობა არჩიბალდ არნოლდის მეთაურობით. აღნიშნული მთავრობა დიდი პრობლემებს წინაშე აღმოჩნდა, საჭირო გახდა კორეელებში ავტორიტეტის მქონე ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანა. აშშ-მ არჩევანი ლი სინ მანზე შეაჩერა.
ლი სინ მანი სხვა პოლიტემიგრანტებთან ერთად დაბრუნდა სეულში და კიმ გიუ სიკთან ერთად ჩამოაყალიბა სამხრეთული ნაწილის დროებითი საკანონმდებლო ორგანო და დროებითი მთავრობა.
1948 წელს ლი სინ მანმა კიმ გიუ სიკი შეცვალა დროებითი საკანონმდებლო ორგანოს მეთაურის თანამდებობაზე. 10 მაისს აირჩიეს კონსტიტუციური ასამბლეის წევრად. 31 მაისს ასამბლეის სპიკერი გახდა. 20 ივლისს გაიმართა კორეის ისტორიაში პირვლი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ლი სინ მანმა. 15 აგვისტოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად გადაიბარა ხელისუფლება ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციისაგან.
კორეის ომი
რედაქტირებაროგორც ლი სინ მანი, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ირ სენი ცდილობდნენ კორეა გაეერთიანებინათ თავისი ხელისუფლების ქვეშ. 1948 წელს მიღებული ორივე კორეის კონსტიტუცია ადასტურებდა, რომ მტავრობის სურვილი იყო აღედგინა ხელისუფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 1949 წელს სსრკ-მა და აშშ-მა გაიყვანეს თავიანთი ძალები ქვეყნიდან. აშშ-მ უარი თქვა სამხრეთ კორეის მძიმე ტექნიკით შეიარაღებაზე, ამავდროულად სსრკ-მ და ჩინეთმა დაიწყეს ჩრდილოეთ კორეის აქტიური შეიარაღება, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთის სწრაფი სამხედრო გაძლიერება. 1950 წელს კორეის სახალხო არმიამ ყველა კომპონენტში გადააჭარბა სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს.
1950 წლის 25 ივნისს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალებმა გადალახეს საზღვარი. დაიწყო კორეის ომი. 28 ივნიის აიღეს სეული. აგვისტოს შუა ხაანებში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ სამხრეთ კორეის ტერიტორიის 90 %-ს. 20 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის წინსვლა შეჩერდა. 1950 წლის სექტემბრიდან დაიწყო სამხრეთ კორეისა და გაეროს ძალების წინსვლა. 23 სექტემბერს დაიბრუნეს სეული. ოქტომბერში მიაღწიეს 38-ე პარალელს, ხოლო ამავე თვეში აიღეს ფხენიანი. 5 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეელებმა ჩინელების დახმარებით დაიბრუნეს ფხენიანი, ხოლო 1951 წლის 4 იანვარს კვლავ აიღეს სეული. მარტის შუა რიცხვებში სეული სამხრეთ კორეელთა კონტროლს დაუბრუნდა.
1953 წლის 27 ივლისს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საზღვარი გაავლეს 38-ე პაალელზე, ხოლო მის გასწვრივ ჩამოყალიბდა დემილიტარიზებული ზონა.
ომის შემდეგ
რედაქტირებამიუხედავად ომისა კორეაში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა. 1951 წელს ლი სინ მანმა ჩამოაყალიბა ლიბერალური პარტია. 5 აგვისტოს ლი სინ მანი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად (74,6 %)[2]. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1956 წელს, სადაც მოსალოდნელი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა პრეზიდენტმა. მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 1960 წელს გაიმართა, მოჰყვა აპრილის რევოლუცია, რომლის შედეგადაც ლი სინ მანმა თანამდებობა დატოვა. სამხრეთ კორეის პირველი რესპუბლიკა დასრულდა, დაიწყო მეორე რესპუბლიკის პერიოდი.
გარდაცვალება
რედაქტირებალი სინ მანი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა ჰონოლულუში 1965 წლის 19 ივლისს 90 წლის ასაკში. გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ მისი ცხედარი სეულში გადაასვენეს და ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს[3]. ლი სინ მანის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში დღეს მისი მემორიალური მუზეუმი მოქმედებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rhee, Syngman. The Spirit of Independence: A Primer for Korean Modernization and Reform, p. 1. 2001, Honolulu, Hawaii: University of Hawaii Press, ISBN 978-0-8248-2349-8
- ↑ Adrian Buzo. The making of modern Korea. Taylor & Francis. 2007, p. 79. ISBN 978-0-415-41482-1
- ↑ «Syngman Rhee». South Korean President. Find a Grave. Feb 20, 2004