კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა
კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა — ნაწილობრივ აღიარებული გადასახლებაში მყოფი მთავრობა, რომელიც იმყოფებოდა შანხაიში, ჩინეთში მოგვიანებით კი — ჩუნცინში, იაპონური კოლონიზაციის პერიოდში.
კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა 대한민국 임시정부 (大韓民國臨時政府) | ||||||
| ||||||
| ||||||
დედაქალაქი | სეული (დე იურე) | |||||
ენები | კორეული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა (1919–1925) საპარლამენტო რესპუბლიკა (1925–1940) საპრეზიდენტო რესპუბლიკა (1940–1948) | |||||
პრეზიდენტი | ||||||
- | 1919–1925 | ლი სინ მანი | ||||
- | 1927–1933 1935–1940 |
ლი დონ ნიონი | ||||
- | 1926–1927 1940–1948 |
კიმ გუ | ||||
პრემიერ-მინისტრი | ||||||
- | 1919–1921 | ლი დონ ჰვი | ||||
- | 1924–1925 | პაკ ინ სიკი | ||||
- | 1944–1945 | კიმ გიუსიკი | ||||
ისტორიული ერა | XX საუკუნე | |||||
- | 1 მარტის მოძრაობა | 1 მარტი 1919 | ||||
- | კონსტიტუცია | 11 აპრილი 1919 | ||||
- | მთავრობის გამოცხადება | 13 აპრილი 1919 | ||||
- | ჰონგკოუს პარკის ინციდენტი | 29 აპრილი 1932 | ||||
- | ომის გამოცხადება | 10 დეკემბერი 1941 | ||||
- | შეიქმნა კორეის რესპუბლიკა | 15 აგვისტო 1948 | ||||
ვალუტა | ვონი |
ისტორია
რედაქტირებამთავრობა ჩამოყალიბდა 13 აპრილს 1919 წელს, 1 მარტის მოძრაობის შემდგომ, მაშინ, როდესაც კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის კოლონიალური მმართველობა დაიწყო. [1]
მთავრობამ ვერ მიიღო აღიარება მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებისგან, გარდა აღიარების ზომიერი ფორმისა ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობისა და სხვა რამდენიმე მთავრობის მიერ, რომლებიც თავადაც გადასახლებაში იმყოფებოდნენ.
მთავრობა ეწინააღმდეგებოდა კოლონიალურ მმართველობას კორეაში რომელიც 1910-1945 წლებში გრძელდებოდა. მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს იაპონიის საიმპერატორო არმიას 1920-იან და 1930-იან წლებში და 1932 წლის აპრილში იერიში მიიტანეს იაპონიის სამხედრო ხელმძღვანელობაზე შანხაიში.
ამ ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია 1940 წელს, როდესაც შეიქმნა კორეის განმათავისუფლებელი არმია, რომელშიც არა მარტო კორეელები შედიოდნენ. მთავრობამ გამოუცხადა ომი აშისტური ქვეყნების ალიანსს იაპონიას და გერმანიას 1941 წლის 9 დეკემბერს და განმათავისუფლებელი არმია გაგზავნა ანტიფაშისტური ალიანსის გვერდით ჩინეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს კორეის განმათავისუფლებელი არმია ახორციელებდა იერეიშებს იაპონიის საიმპერატორო ჯარების წინააღმდეგ კორეაში ამერიკელების დახმარებით, მაგრამ იაპონიის კაპიტულაციამ 1945 წლის 2 სექტემბერს თავი აარიდა სიკვდილის დასჯის გეგმას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sources of Korean Tradition, vol. 2, From the Sixteenth to the Twentieth Centuries, edited by Yŏngho Ch'oe, Peter H. Lee, and Wm. Theodore de Bary, Introduction to Asian Civilizations (New York: Columbia University Press, 2000), 336.