ფრანცისკა მარია ბარბარა დონერი (გერმ. Franziska Maria Barbara Donner; დ. 15 ივნისი, 1900, ვენა, ავსტრია — გ. 19 მარტი, 1992, სეული, სამხრეთი კორეა) — სამხრეთი კორეის I პირველი ლედი 1948-1960 წლებში როგორც სამხრეთი კორეის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ლი სინ მანის მეუღლე.

ფრანცისკა დონერი
ფრანცისკა დონერი
ფრანცისკა 1948 წელს
სამხრეთი კორეის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივლისი, 1948 – 26 აპრილი, 1960
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგონგ დეოკ-გჭი

დაბადებული15 ივნისი, 1900
ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვლილი19 მარტი, 1992, (91 წლის)
სეული, სამხრეთი კორეა
მეუღლელი სინ მანი
რელიგიაკათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ფრანცისკა დონერი დაიბადა 1900 წლის 15 ივნისს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქ ვენაში, კერძოდ კი ინცერსდორფის მუნიციპალიტეტში. მისი მშობლების ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი სოდისა და მარილის ინდუსტრიაში იყვნენ ჩაბმულნი. მან წარმატებით დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო ჟენევაში მდებარე ერთა ლიგის ორგანიზაციაში დიპლომატად. სწორედ ამის შემდეგ, 1933 წელს შეხვდა იგი თავის მომავალ მეუღლეს, კორეელ პოლიტიკოს ლი სინ მანს. ამ დროისათვის ლი სინ მანი აშშ-ში ცხოვრობდა, თუმცა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ იგი ამერიკაში დაბრუნდა, თუმცა სულ მალე ჩავიდა ვენაში, სადაც ფრანცისკას ცოლობა სთხოვა. დონერი შემოთავაზებას დასთანხმდა და წყვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 1934 წელს, ნიუ-იორკში დაქორწინდნენ. ორივე მათგანისთვის, ეს მეორე ქორწინება იყო, თუმცა ფრანცისკას პირველი ქმრის ვინაობა უცნობია.

პირველი ლედი

რედაქტირება
 
ფრანცისკა დონერი და ლი სინ მანი 1933 წელს

ქორწინების პირველი წლების მანძილზე დონერი და სინ მანი ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, რადგან ამ პერიოდისათვის კორეა იაპონიის იმპერიის დაქვმდებარებაში იყო და სინ მანი პოლიტიკურ ემიგრაციაში იყო წასული. ამავდროულად, დონერი თავისი ქმრის მდივნად იწყებს მუშაობას.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, გამარჯვებულმა ამერიკელებმა ლი სინ მანი და მისი მეუღლე პირადი თვითმფრინავით ჩაიყვანეს სეულში. ამერიკელებმა მთავრობის მეთაურად ლი სინ მანი დანიშნეს, კორეის გაყოფის შემდეგ, 1948 წელს კი იგი სამხრეთი კორეის პირველი პრეზიდენტი გახდა, რითაც ფრანცისკა დონერი პირველ ლედიდ გვევლინება.

1948-1960 წლებში, პირველ ლედად ყოფნის პირობებში, ფრანცისკა თავის ქმარს ყოველთვის თან დაჰყვებოდა ოფიციალური და სახალხო გამოსვლებისას.

1960 წელს ლი სინ მანი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო და კვლავ ემიგრაციაში წასულიყო. სინ მანი და დონერი ამჯერად ჰავაიზე გაიქცნენ. სწორედ აქ გაატარა მან უკანასკნელი წლები, რა დროსაც დონერი ზრუნავდა მეუღლეზე, რომელიც 1965 წელს ჰონოლულუში გარდაიცვალა. დაქვრივებული ფრანცისკა მესამედ აღარ გათხოვილა და მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდა.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

ავსტრიაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ, 1970 წელს ფრანცისკა დონერი კვლავ სამხრეთ კორეაში დაბრუნდა და სეულში დასახლდა, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი 30 წელი. აქ იგი ლი სინ მანის სახლში ცხოვრობდა თავის გერთან, ლი იენსუსა და მის ოჯახთან ერთად (რომელიც მის ქმარს პირველი ცოლისგან ჰყავდა). იგი გარდაიცვალა 1992 წლის 19 მარტს სეულში, 91 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Yi Sun-ae 이순애 [Soonae Lee-Fink], Peurancheseuka Ri Seutori 프란체스카 리 스토리 [The story of Francesca Rhee] (Seoul: Raendeom Hauseu Jungang 랜덤하우스중앙 [Random House JoongAng], 2005), cover. (ISBN 89-5924-999-8.)
  • Yi Sun-ae, Peurancheseuka Ri Seutori (Seoul: Raendeom Hauseu Jungang, 2005).