Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
იუნი, ხოლო სახელი — ბო სონი.

იუნ ბო სონი (კორ. 윤보선; დ. 26 აგვისტო, 1897 — გ. 18 ივლისი, 1990) — სამხრეთ კორეის მეორე პრეზიდენტი 1960-1962 წლებში.

იუნ ბო სონი
იუნ ბო სონი
სამხრეთ კორეის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო, 1960 – 22 მარტი, 1962
წინამორბედილი სინ მანი
მემკვიდრეპაკ ჩონ ჰი

სეულის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 1948 – 5 ივნისი, 1949
წინამორბედიკიმ ჰიონ მინი
მემკვიდრელი გი ბუნი

დაბადებული26 აგვისტო, 1897
ასანი, კორეა
გარდაცვლილი18 ივლისი, 1990
სეული, სამხრეთი კორეა

დაიბადა ქალაქ ასანში. 1930 წელს მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 1945 წლიდან პოლიტიკაშია. ითვლებოდა ლი სინ მანის აქტიურ მხარდამჭერად. 1948 წელს სეულის მერად დაინიშნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრია. მალევე დაიწყო ლი სინ მანის გატარებული პოლიტიკის გაკრიტიკება. 1954 წელს აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში. ერთი წლის შემდეგ დააარსა დემოკრატიული პარტია.

ლი სინ მანის რეჟიმის დამხობის შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. პაკ ჩონ ჰის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მცირე ხნით კვლავ ინარჩუნებდა თანამდებობას, თუმცა 1962 წლის 22 მარტს გადადგა თანამდებობიდან. იყო პაკ ჩონ ჰის ოპოზიციაში. ორჯერ სცადა პრეზიდენტობა, მაგრამ წარუმატებლად. 1980 წელს წავიდა პოლიტიკიდან და გადაინაცვლა კულტურის სფეროში.

გარდაიცვალა 1990 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება