Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
მუნ, ხოლო სახელი — ჯე ინი.

მუნ ჯე ინი (დ. 24 იანვარი, 1953, კოჯე, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტი 2017 წლის 10 მაისიდან — 2022 წლის 10 მაისამდე.

მუნ ჯე ინი
მუნ ჯე ინი
სამხრეთ კორეის მე-12 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 2017 – 10 მაისი, 2022
წინამორბედიპაკ კინ ჰე
მემკვიდრეიუნ სოკ იოლი

დაბადებული24 იანვარი, 1953 (1953-01-24) (71 წლის)
კოჯე, სამხრეთი კორეა
ხელმოწერა

იყო გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2012 წელს, მიიღო ხმების 48,02 % და დამარცხდა პაკ კინ ჰესთან. 2017 წლის არჩევნებში კი წარმოადგენდა კორეის დემოკრატიულ პარტიას, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 41,08 % და დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუნ ჯე ინი დაიბადა 1953 წლის 24 იანვარს კუნძულ კოჯედოზე, კიონსან-ნამდოს პროვინციაში[1]. მამამისი იყო დევნილი ჩრდილოეთ კორეიდან, რომელმაც მშობლიური ქალაქი ხამხანი დატოვა 1950 წელს კორეის ომის პერიოდში ჩინეთის არმიაზე გაეროს ძალების შეტევის შემდეგ. მუნ ჯე ინი სწავლობდა კიონამის სკოლაში პუსანში, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლებოდა სეულში.

სწავლობდა კიონჰის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა სამართალი. იუსინის კონსტიტუციის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლის გამო დაპატიმრეს და სასწავლებლიდან გარიცხეს. შემდეგ გაწევრიანდა სამხრეთ კორეის არმიაში და მონაწილეობდა ფჰანმუნჯომის კონფლიქტში 1976 წელს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და დაკავდა იურიდიული პრაქტიკით. იმისდა მიუხედავად რომ მუნ ჯე ინი საუკეთესო სტუდენტი იყო, მან სტუდენტურ აქციებში მონაწილეობის გამო ვერ მიიღო მოსამართლედ მუშაობის უფლება, ამიტომ ადვოკატის პროფესია აირჩია. მას შემდეგ, რაც ადვოკატი გახდა, თანამშრომლობდა ყოფილ პრეზიდენტ ნო მუ ჰიენთან[2]. ისინი ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილამდე მეგობრებად დარჩნენ. იყო ასოციაცია „იურისტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის“ ხელმძღვანელი. გამოაქვეყნა მემუარები „მუნ ჯე ინის ბედისწერა“, რომელიც გახდა ბესტსელერი.

არჩევნები

რედაქტირება

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც ოპოზიციის კანდიდატი, მაგრამ მიიღო ხმების 48 % და დამარცხდა პაკ კინ ჰესთან, ყოფილი დიქტატორის პაკ ჩონ ჰის ქალიშვილთან, რომელიც იყო პარტია სენურის კანდიდატი.

პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტის გამო დანიშნული ვადამდელი არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 9 მაისს. მუნ ჯე ინმა მასში მონაწილეობა მიიღო როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა. ეგზიტპოლების მიხედვით მან ამომრჩეველთა ხმები 41,4 % მიიღო[3][4].

სამხრეთ კორეის ეროვნული საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით მუნ ჯე ინმა მიიღო 13 423 800 ამომრჩევლის ხმა, რაც შეადგენდა 41,08 %, არჩევნებში კი მონაწილეობდა ამომრჩეველთა 77,2 %[5][6].

პოლიტიკა

რედაქტირება

როგორც პრეზიდენტი და წინა პრეზიდენტის ოპოზიციონერი, ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ქვეყანაში, რადგან ფიქრობდა, რომ იგი ეფექტურად ვერ დაიცავდა სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეის შემოტევისაგან. 2017 წლის 6 ივნისს გამოსცა ბრძანება აღნიშნული სისტემის განლაგების შეჩერების შესახებ[7].

საშინაო პოლიტიკაში მხარს უჭერდა ორივე კორეის გაერთიანებას. მისი პრეზიდენტობის პირველი წლის მთავარი მოვლენაც სწორედ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დათბობა იყო. 2018 წლის აპრილში შედგა ორივე კორეის ლიდერის შეხვედრა. ერთი თვის შემდეგ კვლავ შედგა განმეორებითი შეხვედრა, ხოლო ამავე წლის სექტემბერში ისტორიაში პირველად შედგა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სრულმასშტაბიანი სამდღიანი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [전문] 문재인 민주통합당 대선 후보, 6차 방송연설
  2. [프로필] 문재인, 노무현의 친구에서 제1야당 대표로 — Chosunbiz — 프리미엄 경제 파워
  3. „Экзит-поллы: на выборах президента в Южной Корее лидирует кандидат от Совместной демократической партии“. NEWSru.com. ციტირების თარიღი: 2017-05-09.
  4. Чиквин, Анатолий (2017-05-09). „Экзит-поллы: Мун Чжэ Ин победил на выборах президента Южной Кореи“. TJournal (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-05-09.[მკვდარი ბმული]
  5. „Путин поздравил Мун Чжэ Ина с победой на выборах президента Южной Кореи“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-05-12.
  6. „Мун Чжэ Ин официально стал президентом Южной Кореи“. РИА Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-05-12.
  7. „Южная Корея остановила размещение американской системы ПРО THAAD“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-06-13.