Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
იუნ, ხოლო სახელი — სოკ იოლი.

იუნ სოკ იოლი (კორ. 윤석열, დ. 18 დეკემბერი, 1960) — სამხრეთკორეელი პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი და ადვოკატი, კორეის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი. იუნი კორეის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2019-2021 წლებში, პრეზიდენტ მუნ ჯე-ინის ადმინისტრაციის დროს, მსახურობდა.[1]

იუნ სოკ იოლი
იუნ სოკ იოლი
კორეის რესპუბლიკის მე-13 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2022 წლის 10 მაისი
წინამორბედიმუნ ჯე ინი

დაბადებული18 დეკემბერი, 1960 (1960-12-18) (63 წლის)
ხელმოწერა

იუნ სოკ იოლი სეულში დაიბადა. სწავლობდა სეულის უნივერსიტეტში. სამხრეთ კორეის მთავარი პროკურორის რანგში, იუნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყოფილი პრეზიდენტის, პაკ კინ ჰეს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებაში და საქმის გამოძიებაში.[1][2]

კონსერვატიული სახალხო ძალაუფლების პარტიის წევრმა, იუნმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ი ჯე მიონგი 2022 წლის სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში და პრეზიდენტის თანამდებობას 2022 წლის 10 მაისს დაიკავებს.

  1. 1.0 1.1 „Who is Yoon Seok-youl, South Korea’s conservative candidate for president?“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: February 13, 2022.
  2. Shin, Hyonhee (November 5, 2021). „S.Korea's ex-top prosecutor to challenge Moon's party in 2022 presidential election“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 13, 2022.