ჟენევის კონფერენცია (1954)
ჟენევის კონფერენცია იყო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მრავალმა ერმა და მიმდინარეობდა ჟენევა, შვეიცარიაში, 1954 წლის 26 აპრილიდან 20 ივლისამდე. [1] იგი მიზნად ისახავდა კორეის ომისა და პირველი ინდოჩინეთის ომის შედეგად წარმოქმნილი საკითხების მოგვარებას. [2] კორეის საკითხზე კონფერენციის ნაწილი დასრულდა ყოველგვარი დეკლარაციების ან წინადადებების მიღების გარეშე, ამიტომ ზოგადად ნაკლებ აქტუალურად განიხილება. ჟენევის შეთანხმება, რომელიც ეხებოდა საფრანგეთის ინდოჩინეთის დემონტაჟს, ჩანდა, რომ მას ექნებოდა გრძელვადიანი შედეგები. საფრანგეთის იმპერიის დაშლამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხელი შეუწყო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ ვიეტნამი), ვიეტნამის სახელმწიფოს (სამომავლოდ — ვიეტნამის რესპუბლიკა ანუ სამხრეთი ვიეტნამი), კამბოჯისა და ლაოსის სამეფოების საბოლოო სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას.
დიპლომატები სამხრეთ კორეიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (PRC), საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან (სსრკ) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (აშშ) განიხილავდნენ კორეის მხარის საკითხებს კონფერენციაზე. ინდოჩინეთის მხარისათვის შეთანხმების მიღწევაზე მუშაობდა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ საფრანგეთი, ვიეტ მინის კოალიცია, სსრკ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ამერიკის სეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და მომავალში სახელმწიფოები, რომლებიც ემზადებოდნენ ფრანგული ინდოჩინეთისგან გამოყოფას. [3] ხელშეკრულებით, ვიეტნამი დროებით გაიყო ორ ზონად, ჩრდილოეთ ზონად, რომელისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა ვიეტ მინის აჯანყებულებს, და სამხრეთ ზონად, რომელიც უნდა ემართა ვიეტნამის სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი იმპერატორი ბაო-დაი . კონფერენციის საბოლოო დეკლარაცია გამოისცა ბრიტანელმა თავმჯდომარემ, იმ პირობით, რომ ჩატარდებოდა საყოველთაო არჩევნები 1956 წლის ივნისამდე ერთიანი ვიეტნამის სახელმწიფოს შესაქმნელად. ხელშეკრულებების შექმნაში დახმარების მიუხედავად, ხელი არ მოწერილა არც ვიეტნამის და არც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. გარდა ამისა, კონფერენციაზე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის სამ ცალკეულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა კამბოჯას, ლაოსს და ვიეტნამს.
ფონი
რედაქტირება1954 წლის 18 თებერვალს, ბერლინის კონფერენციაზე, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენციაზე კორეული საკითხი ასევე განიხილება ინდოჩინეთში მშვიდობის აღდგენის პრობლემა, რომელსაც გაუძღვებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოების დელეგაციები. მოწვეული იქნებიან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და სხვა დაინტერესებული სახელმწიფოები. [4] :436
კონფერენცია გაიმართა ჟენევის ერთა სასახლეში, 1954 წლის 26 აპრილს. დღის წესრიგში პირველი იყო კორეული საკითხი, რომელსაც ინდოჩინეთი მოყვებოდა. [4] :549
კორეა
რედაქტირებაკორეის ომის ბოლო ხელმოწერილ ცეცხლის შეკავების ხელშეკრულებას პოლიტიკური კონფერენცია დასჭირდა სამ თვეში, რადგან ვადები და პირობები, რომელიც არ იქნა შესრულებული უნდა მოგვარებულიყო „მოლაპარაკების გზით, კორეიდან ყველა საგარეო ძალამ თავისი დანაყოფები უნდა გაიყვანოს და კორეული საკითხი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.“ [5]
ინდოჩინეთი
რედაქტირებაროდესაც აზიაში დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, საფრანგეთს უნდა დაეთმო საკუთარი ძალაფლება ინდოჩინეთში (ლაოსი, კამბოჯა და ვიეტნამი). სანამ ლაოსმა და კამბოჯამ დამოუკიდებლობა მიიღეს, საფრანგეთმა ვიეტნამში დარჩენა არჩია. ეს დასრულდა საფრანგეთის ჯარებსა და ვიეტნამის ნაციონალისტებს შორის ომით, რომელსაც ხო-ში მინის ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, ვიეტმინის არმიამ პარტიზანული ომი დაიწყო, ხოლო ფრანგებმა დასავლური ტრადიციული ტექნოლოგია გამოიყენეს. გადამწყვეტი ფაქტორი იყო დინ ფინ ფჰუს ბრძოლა 1954 წელს, სადაც ფრანგები საბოლოოდ დამარცხდნენ. ამან გამოიწვია საფრანგეთის ჯარების გაყვანა ქვეყნიდან და ჟენევის კონფერენციის აუცილებლობა.
გადაწყდა, რომ ვიეტნამი მე-17 პარალელზე გაყოფილიყო 1956 წლამდე. ამ დროს კი ჩატარდებოდა დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო ზედამხედველობით. ყველა მონაწილე მხარე დაეთანხმა ამას (ხო ში მინს ჩრდილოეთში ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელიც უფრო ხალხმრავალი იყო, ვიდრე სამხრეთი და ამრიგად კომფორტული იქნებოდა, რომ მას არჩევნებში გაემარჯვა), გარდა აშშ-ისა, რომელსაც არ სურდა კომუნიზმის გავრცელება დომინოს პრინციპით მთელ აზიაში.
კორეა
რედაქტირებასამხრეთ კორეის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა უნდა ყოფილიყო ერთადერთი კანონიერი მთავრობა კორეაში. ასევე, გაერო-ს ზედამხედველობით უნდა ჩატარებულიყო არჩევნები ჩრდილოეთში. ჩინეთს უნდა გაეყვანა საკუთარი ძალები ქვეყნიდან და უნდა დარჩენილიყო მხოლოდ გაეროს ძალები, როგორც პოლიციური ძალა. ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მთელს კორეაში, რომ ყველა უცხო ძალამ წინასწარ უნდა დატოვოს ქვეყანა. არჩევნებს საჭიროა უხელმძღვანელოს კორეის საყოველთაო კომისიამ, რომელიც შედგება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მხარეებისგან, თანაბარი განაწილებით. ასევე უნდა მოხდეს ზოგადი ურთიერთობების გავრცობა / გაზრდა ეკონომიკურად და კულტურულად ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. [6]
ინდოჩინეთი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ დელეგატები ჟენევაში შეიკრიბნენ აპრილის ბოლოდან, ინდოჩინეთზე მსჯელობა არ დაწყებულა 1954 წლის 8 მაისამდე. ვიეტ მინმა მიაღწია თავის გადამწყვეტ გამარჯვებას საფრანგეთის კავშირის ძალებზე წინა დღეს დიენ ბიენ ფუზე. [4] :549
დასავლელ მოკავშირეებს არ ჰქონდათ ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რა საბოლოო შედეგისათვის უნდა მიეღწია კონფერენციას ინდოჩინეთთან მიმართებაში. ენტონი ედენმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის დელეგაციას, მხარი დაუჭირა კონფლიქტის მოგვარებას მოლაპარაკებების გზით. ჟორჟ ბიდო, საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ორჭოფობდა აღნიშნული საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტასთან დაკავშირებით და სურდა შეენარჩუნებინა საფრანგეთის პოზიციები ინდოჩინეთში, გაღბული მსხვერპლის გასამართლებლად, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მათი სამხედრო მდგომარეობა აშკარად გაუარესებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. [4] :559 აშშ მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს ფრანგებს ინდოჩინაში და რესპუბლიკელი ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას სურდა უზრუნველეყო ის სიტუაცია, რომელშიც მათ ვერ დააბრალებდნენ ახალ „იალტას“, ანდა კომუნისტებისადმი ინდოჩინეთის დათმობას. მის ლიდერებს ადრეც ადანაშაულებდნენ მსგავსი კუთხით. დემოკრატი ტრუმენის ადმინისტრაცია დადანაშაულებულ იქნა „ჩინეთის დაკარგვაში“, როდესაც კომუნისტებმა წარმატებით აიღეს ქვეყანაზე კონტროლი.
დებულებები
რედაქტირებახელშეკრულებებში, რომელიც გამოიცა 1954 წლის 21 ივნისს, [7] განიმარტა შემდეგი პირობები ვიეტნამთან დაკავშირებით:
- „დროებითი სამხედრო დემარკაციის ხაზი“, რომელიც გადის მე-17 პარალელის [8] გასწვრივ. მასზე ორივე მხარის ძალები გადანაწილდება მათი გაყვანის შემდეგ.
- 4.8 კმ-ის ფართობის დემილიტარიზებული ზონა, სადემარკაციო ხაზის თითოეულ მხარეს.
- საფრანგეთის კავშირის ძალები უნდა გადანაწილდნენ ხაზის სამხრეთით, ხოლო ჩრდილოეთით ვიეტ მინის ძალები.
- მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება ზონებს შორის სამასი დღის განმავლობაში.
- არც ერთი ზონა არ შეუერთდეს რომელიმე სამხედრო ალიანსს ან სამხედრო გაერთიანებას.
- საერთაშორისო საკონტროლო კომისიის შექმნა, რომელშიც კანადა, პოლონეთი და ინდოეთი იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნები, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მიმართულებით :605 [9]
ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა, საფრანგეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი და გაერთიანებული სამეფო. ვიეტნამის შტატმა უარყო ხელშეკრულება, ხოლო შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აცხადებს, რომ „ის თავს იკავებს მათი საფრთედ გამოცხადებისგან ან ძალის გამოყენებისაგან, რათა ხელი არ შეუშალოს მათ.“ :606
შედეგები
რედაქტირება1954 წლის 9 ოქტომბერს ტრიკოლერი ბოლოჯერ იქნა ჩამოშვებული ხანოის ციტადელში და საფრანგეთის კავშირის ბოლო ძალებმა დატოვეს ქალაქი, გადაკვეთეს პოლ დუმერის ხიდი, რომლის გავლითაც ხაიფონგში გაემგზავრნენ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.[4] :617–8
კომუნისტური ძალებისთვის, რომლებმაც საფრანგეთის დამარცხებაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იყვნენ, კავშირი ჰქონდათ კომუნიზმისა და ნაციონალიზმის იდეოლოგიებთან. ბევრი კომუნისტი სამხრეთ ვიეტნამს განიხილავდა, როგორც ფრანგულ კოლონიურ ნარჩენს, შემდეგ კი შეერთებული შტატების მარიონეტულ რეჟიმს. თავის მხრივ, ბევრმა სხვა სახელმწიფომ ჩრდილოეთ ვიეტნამი აღიქვა, როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის მარიონეტი. 1955 წლის 20 მაისს, საფრანგეთის კავშირის ძალები საიგონიდან სანაპირო ბაზებამდე გავიდნენ და 1956 წლის 28 აპრილს ბოლო საფრანგეთის ძალებმა სრულიად დატოვეს ვიეტნამი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფრანგები, როგორც პოლიტიკური სარეზერვო საშუალება ჩაანაცვლა ვიეტნამის პრემიერ მინისტრით ნგო დინ დიმით, რომელიც ამტკიცებდა თავისი ძალაუფლების ლეგიტიმურობას სამხრეთში. ჟენევის კონფერენციას არ გააჩნდა რაიმე კონკრეტული მექანიზმი 1956 წელს დაგეგმილი ეროვნული არჩევნებისათვის, ხოლო დიიმ საერთოდ უარი თქვა მის გამართვაზე, იმ მოტივით, რომ სამხრეთს ხელი არ მოუწერია და არანაირად არ იყო დაკავშირებული ჟენევის ხელშეკრულებასთან და რომ შეუძლებელი იყო თავისუფალი არჩევნების ჩატარება კომუნისტური ჩრდილოეთში. ამის ნაცვლად, ის კომუნისტური ოპოზიციის ჩახშობის მცდელობებზე გადავიდა. ისტორიკოსი ჯონ ლუის გადისი ამბობს, რომ 1954 წლის ხელშეკრულებები „იმდენად ნაჩქარევად იქნა შედგენილი და ორაზროვანად გაკეთებული, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აზრი არ აქვს ლაპარაკი რომელიმე მხარის დარღვევებზე.“ [10] [11]
ლიტერატურა
რედაქტირება- Asselin, Pierre. "The Democratic Republic of Vietnam and the 1954 Geneva Conference: a revisionist critique". Cold War History (2011) 11#2 pp. 155–195.
- Hannon Jr, John S. "Political Settlement for Vietnam: The 1954 Geneva Conference and Its Current Implications, A". Virginia Journal of International Law 8 (1967): 4.
- Turner, Robert F. (1975). Vietnamese Communism: Its Origins and Development. Hoover Institution Publications.
- Waite, James. The End of the First Indochina War: A Global History (2013)
- Young, Kenneth T. The 1954 Geneva Conference: Indo-China and Korea (Greenwood Press, 1968)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „The Geneva Conference of 1954 – New Evidence from the Archives of the Ministry of Foreign Affairs of the People's Republic of China“. Woodrow Wilson International Center for Scholars. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ვუდრო უილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრი - ცივი ომის საერთაშორისო ისტორიის პროექტი - 1954 წლის ჟენევის კონფერენცია, 2011 წლის 13 ივლისი
- ბიბლიოგრაფია: დიენ ბიენ ფუ და ჟენევის კონფერენცია
- შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები, 1952-1954, ტომი XVI, ჟენევის კონფერენცია . ხელმისაწვდომია შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა ონლაინ კოლექციის საშუალებით ვისკონსინის უნივერსიტეტში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Young, Marilyn (1991). The Vietnam Wars: 1945–1990. New York: HarperPerennial, გვ. 41. ISBN 978-0-06-092107-1.
- ↑ „Indochina - Midway in the Geneva Conference: Address by the Secretary of State“. Yale Law School. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Archive, Wilson Center Digital. Wilson Center Digital Archive.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Logevall, Fredrik (2012). Embers of War: The Fall of an Empire and the Making of America's Vietnam. random House. ISBN 978-0-679-64519-1.
- ↑ Text of the Korean War Armistice Agreement. Columbia University (July 27, 1953). ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ Bailey, Sydney D. (1992). The Korean Armistice. St. Martin's Press, გვ. 163.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Vassar College.
- ↑ The United States in Vietnam: An analysis in depth of the history of America's involvement in Vietnam by George McTurnan Kahin and John W. Lewis Delta Books, 1967.
- ↑ (Article 3) (N. Tarling, The Cambridge History of Southeast Asia, Volume Two Part Two: From World War II to the present, Cambridge University Press, p45)
- ↑ Keylor, William. "The 20th Century World and Beyond: An International History Since 1900," p.371, Oxford University Press: 2011.
- ↑ David L. Anderson (2010). The Columbia History of the Vietnam War. Columbia University Press, გვ. 30–31. ISBN 978-0-231-13480-4.