კამბოჯა

(გადამისამართდა გვერდიდან კამბოჯის სამეფო)

კამბოჯა (ქმერ. កម្ពុជា, Kâmpŭchéa), ოფიციალურად კამბოჯის სამეფო (ქმერ. រាជាណាចក្រកម្ពុជា, Réachéanachâkr Kâmpŭchea) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში; მოსახლეობა 13 მილიონი ადამიანია. დედაქალაქია პნომპენი. მემკვიდრეა ერთ დროს ძლიერი ჰინდუ და ბუდისტური ქმერების იმპერიის, რომელიც თითქმის მთელ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულს მართავდა XI-XIV საუკუნეებში.

კამბოჯის სამეფო
រាជាណាចក្រកម្ពុជា
Réachéanachâkr Kâmpŭchea
კამბოჯა
კამბოჯის
დროშა
ჰიმნი: Nokoreach
კამბოჯის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პნომპენი
11°33′ ჩ. გ. 104°55′ ა. გ. / 11.550° ჩ. გ. 104.917° ა. გ. / 11.550; 104.917
ოფიციალური ენა ქმერული ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ნოროდომ სიამონი
ფართობი
 -  სულ 181 035 კმ2 (89-ე)
 -  წყალი (%) 2.5
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 13 971 000 (63-ე)
 -  1998 აღწერა 11 437 656 
 -  სიმჭიდროვე 78 კაცი/კმ2 (112-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $36.82 მილიარდი (89-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2600 (133-ე)
აგი (2007) 0.598 (საშუალო) (131-ე)
ვალუტა რიელი (KHR)
დროის სარტყელი UTC+07:00
ქვეყნის კოდი KHM
Internet TLD .kh
სატელეფონო კოდი 855

კამბოჯის სახელმწიფოს მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენს. ბუდიზმი კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც ქვეყნის ოფიციალური რელიგია. მოსახლეობის 97%-ზე მეტი ბუდისტია. [1] დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine. კამბოჯის ეროვნული უმცირესობებიდან აღსანიშნავია ვიეტნამელები, ჩინელები და ჩამები. [2] დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი პნომპენია, რომელიც კამბოჯის პოლიტიკური, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს.

სახელწოდება რედაქტირება

ქვეყნის ოფიციალური სახელი კამბოჯის სამეფოა. სიტყვა „კამბოჯა“ მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან „კამბოჯე“, რომელიც წარმოადგენს ქმერული (កម្ពុជា) კამპუჩეას ფრანგულად თარგმანს. კამპუჩეა ქმერულ ენაზე ქვეყნის შემოკლებული სახელია, გრძელი სახელი კი ព្រះរាជាណាចក្រកម្ពុជា prĕəh riəciənaacak kampuciə არის. ქმერული სიტყვა თავის მხრივ სანსკრიტული कम्बोजदेश კამბოკადესადან მომდინარეობს. სიტყვა ორი ნაწილისგან შედგება საიდანაც დესა ქვეყანას ნიშნავს, კამბოჯას მნიშვნელობა დაუზუსტებელია. აღსანიშნავია ის, რომ ეს სიტყვა ადგილობრივ მითებში ფართოდ გამოიყენებოდა და ასევე ნახსენებია უძველეს ქმერის სამეფოში. ტერმინი კამბოჯა ევროპაში პირველად 1524 წელს იყო ნახსენები ანტონიო პიგაფეტას Relazione del primo viaggio intorno al mondo-ში.

კაბოჯელები თავიანთ ქვეყანას სროკ ხმაეს (ស្រុកខ្មែរ) ანუ ქმერის მიწას უწოდებენ. სახელწოდება კამბოჯა მეტწილად დასავლურ სამყაროშია გამოყენებული ხოლო კამპუჩეა აღმოსავლეთში.

ისტორია რედაქტირება

ინდოჩინეთის, კერძოდ კი კამბოჯის ტერიტორიაზე ადამიანთა პირველი დასახლებები 5,000 წლის წინ გაჩნდა. უკვე I საუკუნეში, გადმოსახლებულმა ინდოელებმა და ჩინელებმა კამბოჯის ტერიტორიაზე დააარსეს ფუნანის სამეფო, რომელიც ამ რეგიონის ისტორიაში პირველი სახელმწიფოა. მისი დედაქალაქი ვიადჰაპურა გახდა. აღსანიშნავია, რომ აქ უპირატესობა ინდოელებს ჰქონდათ, რადგანაც სამეფო დინასტია სწორედ მათ დააარსეს. ამის გამო, კამბოჯაში თავიდანვე გავრცელდა ინდუიზმი და ბუდიზმი.

III საუკუნიდან იწყება ფუნანის ძლიერების ხანა, რა დროსაც მის ვასლებად იქცნენ მეზობელი პატარა სახელმწიფოები. ამავე საუკუნის მიწურულს, ვიეტნამთან მარცხით დასრულდა ფუნანის ძლიერება და დაიწყო მისი დასუსტება. VI საუკუნის დამდეგს ჩენლას სახელმწიფომ ფუნანისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო უკვე VIII საუკუნეში, ფუნანი თავად გახდა ჩენლას დაქვემდებარებული სამეფო.

IX საუკუნის დამდეგს, დაახლოებით 802 წელს მეფე ჯაიავარმან II-მ კამბოჯის ტერიტორიაზე დააარსა კამბუჯადეშას სამეფო, რომელიც მალევე გახდა რეგიონის დომინანტი სახელმწიფო. კამბუჯადეშამ თავისი ძლიერების მწვერვალს XII საუკუნეში მიაღწია, რა დროსაც მას ეკავა თანამედროვე კამბოჯის, ლაოსის, ვიეტნამისა და ტაილანდის ტერიტორიები. ამავე პერიოდში შეიქმნა ინდოჩინეთის ისტორიაში პირველი, 16 კმ-იანი სარწყავი არხი.

სურიავარმან II-ის დროს ქვეყანა აწარმოებდა გამანადგურებელ ომებს მეზობელ ხალხებთან. ამ პერიოდში, დედაქალაქის მახლობლად აიგო კამბოჯური არქიტექტურის ძეგლი ანგკორ-ვატის ტაძარი. XII საუკუნის შუა ხანებში, განუწყვეტელი ბრძოლებით და უზარმაზარი მშენებლობებით გადაღლილმა კამბოჯადეშამ ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მას დასავლეთიდან გამუდმებულად თავს ესხმიან ტაისური ტომები, რის გამოც, 1431 წელს კამბუჯადეშამ არსებობა შეწყვიტა.

XVI საუკუნიდან კამბოჯაში დაიწყო მუსულმანი მალაიზიელებისა და ქრისტიანი ევროპელების მასიური მიგრაცია, რომლებიც ადგილობრივებს ავიწროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპელი მისიონერები არა მხოლოდ ავიწროვებდნენ, არამედ მათ პოლიტიკაზე გავლენასაც ახდენდნენ.

 

უკვე XIX საუკუნიდან, ტექნოლოგიურად მოწინავე და უფრო ამბიციური ევროპელების ჩასვლით, კამბოჯაზე მეზობელი ვიეტნამისა და სიამის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კამბოჯამ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ და მალევე საფრანგეთის კოლონიად იქცა. მასთან ერთად საფრანგეთს დაექვემდებარა მეზობელი ვიეტნამი და ლაოსიც, რითაც შეიქმნა ფრანგული ინდოჩინეთი.

ფრანგების ოთხმოცწლიანი ბატონობა II მსოფლიო ომის დროს დასრულდა, რა დროსაც ინდოჩინეთის ოკუპაცია იაპონიამ მოახდინა. ომში დამარცხების შემდეგ, იაპონია იძულებული გახდა ადკავებული ტერიტორიებიდან ჯარები გაეყვანა, რითაც კამბოჯის ისტორიაში იწყება თანამედროვე პერიოდი.

1953 წელს ჩამოყალიბდა კამბოჯის სამეფო, რომელმაც მეზობელ ვიეტნამში მიმდინარე ომში ჩაბმაზე უარი განაცხადა. მან ასევე ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა სხვა ბირთვული ომების დროს. მიუხედავად მისი სურვილისა, სსრკ-სა და აშშ-ს გავლენით კამბოჯა თავისდა უნებურად ჩაება ინდოჩინეთის ომში. უკმაყოფილო კამბოჯელებმა ამერიკელების წაქეზებით 1970 წლის მარტში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რა დროსაც დაემხო მონარქია ნოროდომ სიანკურის მეთაურობით, რასაც 1971 წელს კამბოჯის რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა. 1975 წლიდან მონარქისტებმა ომი განაახლეს და გადატრიალების მოწყობა სცადეს. გაეროს ჩარევისა და მანდატის დაწესების შედეგად, 1993 წელს სამოქალაქო ომი დასრულდა და შეიქმნა კამბოჯის სახალხო რესპუბლიკა, რითაც დაიწყო კამბოჯის ისტორიის თანამედროვე ერა.

გეოგრაფია რედაქტირება

კამბოჯას ფართობი 181,035 კვადრატული კილომეტრია. იგი მთლიანად ტროპიკში მდებარეობს. ჩრდილოეთით და დასავლეთით მას ესაზღვრება ტაილანდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ლაოსი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კი- ვიეტნამი. მას აქვს 443 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი ტაილანდის ყურეზე. [3]

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი პნომაურალია, რომლის სიმაღლეც 1,813 მეტრია. გამორჩეულ ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენ 24,605 ​​კვადრატულ კილომეტრის ფართობის მქონე, ტერიტორია, სადაც ნალექების ძალიან დიდი რაოდენობა მოდის. სწორედ ეს ტერიტორიაა გამოყენებული ბრინჯის მოყვანისათვის. ამის გამო ეს ტერიტორია კამბოჯის გულს წარმოადგენს. [4]დღეს-დღეისობით ტერიტორიის დიდი ნაწილი ნაკრძალის სახისაა.

პოლიტიკა რედაქტირება

 
კამბოჯის მეფე ნოროდომ სიამონი

კამბოჯა კონსტიტუციური მონარქიაა, რომელიც საპარლამენტო წარმომადგენლობით დემოკრატიას წარმოადგენს. კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი მთავრობის მეთაურია, ხოლო კამბოჯის მონარქი, ამჟამად ნოროდომ სიამონი მთლიანად ქვეყნის მეთაური. სახელმწიფოს პრემიერ მინისტრს მონარქი ნიშნავს რჩევებითა და ეროვნული კრების დამტკიცებით.პრემიერ-მინისტრი და მინისტერიალი აღმასრულებელი ხელისუფლებას წარმოადგენენ.

საკანონმდებლო უფლებამოსილებები ეკისრება კამბოჯის ორმხრივ პარლამენტს (សភាតំណាងរាស្ត្រ, საფჰეა დამნანგ რეასტრ), რომელიც შედგება ქვედა პალატისაგან, ანუ ეროვნული ასამბლეისგან (រដ្ឋសភា, როსფაფა) და ზედა პალატა,ანუ სენატისაგან (ព្រឹទ្ធសភា, პროსტაპეა). 123-ადგილიანი ასამბლეის წევრები აირჩევიან მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის დახმარებით. სენატს აქვს 61 ადგილი, რომელთაგან ორი ინიშნება მეფისა და ორი დანარჩენი ეროვნული ასამბლეის მიერ, ხოლო დანარჩენს ირჩევს კომუნის მრჩევლები კამბოჯის 24 პროვინციიდან. სენატორები ირჩევა ექვსი წლის ვადით.[1]

2004 წლის 14 ოქტომბერს, მეფე ნორდომ სიჰამონმა შექმნა ცხრა კაცისგან შენდგარი სამეფო ტახტის საბჭო, მას შემდეგ რაც იგი გაიტაცეს. საბჭოს წევრებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი ჰუნ სენი და ეროვნული ასამბლეის სპიკერი პრინცი ნორდომ რანარიდი (მეფის ნახევარძმა და ამჟამინდელი მთავარი მრჩეველი).

ჰუნ სენი ქვეყნის პრემიერი 74 წლის ასაკამდე იყო. [5] დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. მას ბრალად ედება ადამიანის უფლებების უგულებელყოფა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების დევნა. 2013 წელს არჩევნების შედეგმა დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია. პნომპენში დაშავდნენ და დაიღუპნენ მომიტინგეები, რის მიზეზსაც სპეცრაზმთან შეტაკებები წარმოადგენს. [6] ჰუნ სენი 33 წლის იყო, როდესაც 1985 წელს ქვეყნის მმართველობა ხელში აიღო. ის ზოგჯერ ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან დიქტატორად ითვლება მთელს მსოფლიოში. [7]

2017 წელს თავისუფალ პრესის მიმართ განხორციელებული კრიტიკიდან გამომდინარე, კამბოჯას აღწერილი იქნა, როგორც დე ფაქტო ერთპარტიული ქვეყანა.[8][9][10]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
1. ბანტეაი მეანჩეი 10. კრატიე 19. კანდალი
2. ოდდარ მეანჩეი 11. მონდულკირი 20. პრეი ვენგი
3. პრეაჰ ვიეჰარი 12. პურსატი 21. სვაი რიენგი
4. სტუნგ ტრენგი 13. კამპონგ ჩჰნანგი 22. პრეაჰ სიჰანოუკი
5. რატანაკირი 14. კამპონგ ჩამი 23. კამპოტი
6. პაილინი 15. ტბონგ კმოუმი 24. კეპი
7. ბატტამბანგი 16. კოჰ კონგი 25. ტაკეო
8. სიემ რეაპი 17. კამპონგ სპეუ
9. კამპონგ ტჰომი 18. პნომპენი

ეკონომიკა რედაქტირება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კამბოჯა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. კამბოჯის მთავარ საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ბრინჯი, თევზი, ხე, სამოსი და რეზინი. ბრინჯის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა კამბოჯაში ბრინჯის 70-ზე მეტი სახეობა ჩაიტანა. [11]

ტურიზმი კამბოჯის სწრაფად მზარ ინდუსტრიას წარმოადგენს. 2007 წელს ქვეყანაში 2 მილიონზე მეტმა ტურისტმა იმოგზაურა.

დემოგრაფია რედაქტირება

კამბოჯაში მოსახლეობის პირველი ოფიციალური აღწერა 1921 წელს ჩატარდა ფრანგების ძალისხმევით. ამ აღწერის დროს მოსახლეობაშ მხოლოდ 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს იკვლევდნენ.

ფაილი:Phnom Penh Skyline 2.png
პნომპენი

ამ დროისთვის კამბოჯის მოსახლეობის 50% 22 წელზე ნაკლები ასაკისაა. 1 მამაკაცზე 1.04 ოთხი ქალი გაიანგარიშება, რითაც კამბოჯას ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე პროცენტულად ქალების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰყავს.

შობადობის მაჩვენებელი თითოეულ ქალზე საშუალოდ 2.5 ბავშვია. [12]

ენები რედაქტირება

კამბოჯის ოფიციალური ება, ქმერული ენა ავსტრო-აზიური ენების ოჯახს განეკუთვნება. გავცელებულ ებას წარმოადგენს ფრანგულიც, რომელიც ფრანგული ინდოჩინეთის ოფიციალური ენა იყო. ფრანგულად მოხუცი კამბოჯელების უმრავლესობა საუბრობს. ასევე ეს ენა წარმოადგენს ზოგიერთ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლები ენას. მეტწილად ეს სასწავლო დაწესებულებები საფრანგეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. ქვეყანაში ასევე არის ფრანგულებოვანი გაზეთი და სატელევიზიო არხები.ფრანგული კამბოჯაში ქვეყნის ისტორიის გადმონაშთია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ენა მთავრობაშიც გამოიყენება, მეტწილად სასამართლო სტრუქტურებში. 1993 წლიდან ქვეყანაში ინგლისურის ფართომასშტაბიანი გამოყენება დაიწყო. მან ფრანგული ჩაანაცვლა და დღესდღეობით მთავარ უცხოურ ენას წარმოადგენს. ინგლისურად უკვე ასწავლიან უნივერსიტეტებს ნაწილში. ქუჩაში საგზაო ნიშნები ორენოვანია, მათზე წარწერები არის როგორც ქმერულად, ასევე ინგლისურად.

ქმერული დამწერლობა სამხრეთ ინდურ პალლავას დამწერლობიდანაა მიღებული.

რელიგია რედაქტირება

ბუდიზმი ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა. მისი მიმდინარეობებიდან კამბოჯაში თერავადას მიმდევრები არიან. მოსახლეობის 95%-ზე მეტი ამ რელიგიის მიმდევრები არიან. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 4,392 ბუდისტური ტაძარია. კამბოჯურ ბუდიზმს ინდუიზმის და ადგილობრივი ანიმიზმის დიდი გავლენა აქვს.

 
ანგკორ-ვატი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.constituteproject.org/constitution/Cambodia_2008?lang=en