კამბოჯის დემოგრაფია

კამბოჯის დემოგრაფია მოიცავს კამბოჯის მოსახლეობის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე, მოსახლეობის ზრდა, ეთნიკური ჯგუფები, განათლების დონე, ჯანდაცვა, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნებულობა და მოსახლეობის სხვა ასპექტები.

კამბოჯის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

მოსახლეობა

რედაქტირება

1874 წლიდან 1921 წლამდე კამბოჯის მოსახლეობა 946 000-დან 2.4 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. 1962 წლისთვის მოსახლებამ 5.7 მილიონს მიაღწია. 1960-იანი წლებიდან 1975 წლამდე კამბოჯის მოსახლეობა ყოველწლიურად 2.2%-ით იზრდებოდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

1975 წელს, როდესაც ძალაუფლება წითელი ქმერების ხელში გადავიდა, კამბოჯის მოსახლეობა 7.3 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 1975-1978 წლებში დაახლოებით 1-დან 2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 1981 წლისთვის, კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 6.7 მილიონს შეადგენდა, მაგრამ უფრო ზუსტი რიცხვი 6.3-6.4 მილიონი ადამიანია.

1978-1985 წლებში მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ს უდრიდა. ქმერების მმართველობის შემდგომი ბავშვების ბუმის წყალობით მოსახლეობა 10 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებში ზრდის ტემპი მცირდება.

1945 წლისთვის მოსახლეობის 45% 15 წლამდე ახალგაზრდა იყო. 1962 წლისთვის ეს მაჩვენებელი 46%-მდე გაიზარდა. ამავე წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მოსახლეობის 52% შედიოდა, ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა სამივე ჯგუფში თითქმის თანაბარი იყო.

1959 წეს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 44.2 წელს შეადგენდა მაკაცებისთვის და 43.3 წელს ― ქალებისთვის. 1970 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოეით 2.5 წლით გაიზარდა.

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება

კამბოჯის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმერები შეადგენენ. ისინი მოსახლეობის თითქმის 90%-ს შეადგენენ და ძირითადად მეკონგის საბლლობსა და ცენტრალურ ვაკეებზე ცხოვრობენ. ისტორიულად, ქმერები მეკონგის მახლობლად, კორატის პლატოს სამხრეთ ნაწილიდან, რომელიც ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის საზღვართან მდებარეობს, სამხრეთ-დასავლეთით, ტონლესაპის ტბის ირგვლივ, კარდამომის მთიანეთამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეკონგის შესართავამდე ბინადრობდნენ.

კამბოჯის ეთნიკური ჯგუფები, გარდა პოლიტიკურად და სოციალურად გაბატონებული ქმერებისა, „ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ ან „არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ კლასიფიცირდებიან. ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს კოლექტიურად მოიხსენიებენ როგორც „მთის ქმერებს“. ისინი მთიანი პროვინციების: რატანაკირის, მონდუულკირისა და სტუნფტრენგის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და დიდი რაოდენობით ცხოვრობენ კრაჩეჰის პროვინციაშიც.

დაახლოებით 17-21 ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ქმერულთან ახლოს მდგომ ავსტროაზიურ ენებზე საუბრობენ, „მთის ქმერების“ ჯგუფში ერთიანდება. მათ შორის არიან კუისა და ტამპუანის ტომები. კამბოჯის მმართველი წრეების ამ ხალხეს აბორიგენ მოსახლეობად მიიჩნევენ. ამ ჯგუფში ერთიანდებაინ რადესა და ჯერაის ეთნიკური ჯგუფებიც. ისინი ჩამპას ტომებს მიეკუთვნებიან და ჩამპურ ენაზე საუბრობენს, რომელიც ავსტრონეზიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. აბორიგენი ეთნიკური ჯგუფები ქმერების კულტურასთან ინტეგრირებულები არ არიან და თავიანთ ტრადიციულ ანიმისტურ რწმენას მისდევენ.

არაადგილორივ ეთნიკურ უმცირესობებს იმიგრანტები და მათი შთამომავლები მიეკუთვნებიან, რომლებიც ქმერებთან ერთად ცხოვრობენ და მცირედით მაინც, ქმერულ კულტურასა და ენასთან ადაპტირდნენ. არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებს მიაკუთვნებენ: ცინელ კამბოჯელებს, ვიეტნამელებსა და ჩამპის ტომებს. ისტორიის მანძილზე ჩინელები კამბოჯაში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან იმიგრირდნენ, კამბოჯის საზოგადოებასთან ინტეგრირდნენ და დღეისთვის ჩინელი კამბოჯელები ან სინო-ქმერული წარმომავლობის კამბოჯელები ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში დომინირებენ. ჩამპას ტომის წარმომადგენლები ისტორიული სამეფოდან, ჩამპადან, სხვადასხვა ომის დროს ლტოლვილთა შთამომავლები არიან. ჩამები ქმერებთან ერთად ცხოვრობენ ცენტრალურ ვაკეებზე, მაგრამ ქმერებისგან განსხვავებით, რომლებიც თერავადა ბუდიზმის მიმდევრები არიან, მუსლიმები არიან.[1]

დემოგრაფიული სტატისტიკა

რედაქტირება

ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ემყარება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მონაცემებს, თუკი სხვა წყარო არ არის მითითებული.

კამბოჯაში მოსახლეობის ზრდის ტემპი 2008 წელს 1.75%-ს უდრიდა და 2016 წლისთვის 1.56%-მდე შემცირდა.

სქესობრივი თანაფარდობა დაბადებისას: 1.05 კაცი 1 ქალზე. 2016 წლის მონაცემებით, მთელი მოსახლეობის მასშტაბით, 1 ქალზე 0.94 კაცი მოდის.

2016 წლის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 64.5 წელია: მამაკაცებისთვის 62 წელი, ხოლო ქალებისთვის ― 67.1 წელი.

2019 წლის მონაცემებით, ურბანული მოსახლეობა მთელი მოსახლეობსი 39.4%-ს შეადგენს,[2] ხოლო ურბანიზაციის ტემპი 2008-2019 წლებში 7.8%-ს უდრიდა. ამავე წლის მონაცემების მიხედვით, წერა-კითხვის ცოდნის დონე (15 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი, რომელმაც წერა-კითხვა იცის) 88.5%-ის ტოლია: კაცებისთვის 91.1%, ხოლო ქალებისთვის ― 86.2%. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9% იხარჯება.

კამბოჯის დიასპორა ცხოვრობს: ტაილანდში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, გაერთიანებულ სამეფოში, ლაოსში, სინგაპურში, შვეიცარიასა და სამხრეთ კორეაში.

  1. Cambodia Ethnic Groups. Cambodia-travel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-03. ციტირების თარიღი: 2012-09-02
  2. General Population Census 2019 of the Kingdom of Cambodia. ციტირების თარიღი: 24 October 2022