კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა
კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა (ქმერ. សាធារណរដ្ឋប្រជាមានិតកម្ពុជា), კსრ — სახელმწიფო თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე. არსებობდა 1979—1989 წლებში, ჩამოყალიბდა კამპუჩია-ვიეტნამის კონფლიქტის პერიოდში ვიეტნამის ჯარების მიერ, წითელი ქმერების სახელმწიფო დემოკრატიული კამპუჩიის დამხობის შემდეგ. ქვეყანა არსებობდა ვიეტნამის ოკუპაციისა და პარტიზანული ომის პერიოდში. სახელმწიფო შენდებოდა „რეალური სოციალიზმის“ მოდელის მიხედვით. კამპუჩიის კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ ჩამოყალიბდა კამბოჯის სახელმწიფო.
კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა សាធារណរដ្ឋប្រជាមានិតកម្ពុជា რესპუბლიკა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | პნომპენი | ||||||||
ენა | ქმერული ენა | ||||||||
ფულის ერთეული | კამბოჯური რიელი | ||||||||
მმართველობის ფორმა | კსპ-ის ერთპარტიული სისტემა | ||||||||
თავმჯდომარე | |||||||||
- 1979 — 1989 | ჰენგ სამრინი | ||||||||
პრემიერ-მინისტრი | |||||||||
- 1985 — 1989 | ხუნ სენი | ||||||||
წინარე ისტორია
რედაქტირება1970 წლის 18 მარტს გენერალმა ლონ ნოლმა დაამხო ნოროდომ სიანუკი და გამოაცხადა ქმერის რესპუბლიკა. კამბოჯის სამოქლაქო ომი კიდევ ხუთი წელიადი გაგრძელდა და შედეგად 1975 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ წითელი ქმერები. მათ მიერ პოლ პოტის ხელმძღვანელობით შექმნილ დემოკრატიულ კამპუჩიაში დამყარდა ტერორისა და გენოციდის რეჟიმი. 1975-1978 წლებში სხვადასხვა მონაცემებით მოკლეს 1-დან 3 მილიონამდე ადამიანი.
წითელი ქმერების შეტევამ ვიეტნამზე მიიღო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის სახე. თვით კამპუჩიაში 1975 წლის ბოლოდან უკვე ჩამოყალიბდა ოპოზიციური მოძრაობები. 1977 წლიდან პოლ პოტის რეჟიმმა დაიწყო პარტიულ-სახელმწიფოებრივი აპარატისა და მისი ხელმძღვანელობის მკაცრი წმენდა. ამიტომ კამპუჩიიდან ვიეტნამში მოხდა პოლიტიკური ლიდერების გაქცევა, მათ შორის ისეთების, როგორიცაა ჰენგ სამრინი, ჩეა სიმი, ჰუნ სენი და სარ კენგი.
1978 წლის 2 დეკემბერს ვიეტნამში გაიმართა კამპუჩიის ეროვნული ხსნის ერთიანი ფრონტის დამფუძნებელი კრება. ამ ორგანიზაციამ გააერთიანა პროვიეტნამური განწყობილების კამპჩიელი კომუნისტები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ჰენგ სამრინი. მალევე დაიწყო ვიეტნამის მასიური შეტევა კამპუჩიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლე დიკ ანი. 1979 წლის 7 იანვარს ვიეტნამის არმიამ დაიკავა პნომპენი. პოლ პოტისა და იენგ სარის რეჟიმი დაემხო.
სახალხო რესპუბლიკა
რედაქტირებაკამპუჩიის სახალხო რესპუბლიკის (კსრ) შექმნა გამოცხადდა 1979 წლის 10 იანვარს. კსრ-ის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო გახდა სახალხო რევოლუციური საბჭო, რომელიც შეიქმნა ეროვნული ხსნის ერთიანი ფრონტის ხელმძღვანელობისაგან. სახალხო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე გახდა ჰენგ სამრინი. იგი ასევე სათავეში ჩაუდგა კამპუჩიის სახალხო რევოლუციურ პარტიას (კსრპ).
ახლად ცამოყალიბებულ სახელმწიფოს დახმარებას უწევდა სსრკ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები. აღდგა პოლ პოტის რეჟიმის მიერ გაუქმებული სკოლები, საავადმყოფოები და კულტურული დაწესებულებები. შეწყდა ბუდიზმის მიმდევრების დევნა, პირიქით ისინი გამოიყენეს პროპაგანდისათვის.
პარტიული სისტემა
რედაქტირება1981 წლის მაისის დასაწყისში პნომპენში გაიმართა სახალხო რევოლუციურ პარტიის ყრილობა. ყრილობის გადაწყვეტილების მიხედვით ქვეყანამ კურსი აიღო პროვიეტნამიური ერთპარტიული სისტემისაკენ. პარტიის იდეოლოგიად გამოცხადდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეები.
1981 წლის 27 ივნისს მიიღეს კსრ-ის კონსტიტუცია. 1989 წელს სახელმწიფოს ეწოდა კამბოჯის სახელმწიფო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National anthem of the PRK (tune) დაარქივებული 2016-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Puangthong Rungswasdisab, Thailand's Response to the Cambodian Genocide
- Kenneth J. Conboy, Hanoi's Newest Friend: Tokyo დაარქივებული 2009-10-12 საიტზე Wayback Machine.
- Peacemakers Trust დაარქივებული 2009-03-12 საიტზე Wayback Machine.