დემოკრატიული კამპუჩია

დემოკრატიული კამპუჩია (ქმერ. កម្ពុជាប្រជាធិបតេយ្យ) — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არსებობდა 1975-1979 წლებში თანამედროვე კამბოჯის ტერიტორიაზე. ქვეყანას აღნიშნული სახელწოდება მისცეს წითელმა ქმერებმა მათი მმართველობის პერიოდში. ქვეყანამ ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1976 წლის აპრილში, მანამდე ქვეყანა ითვლებოდა მონარქიად, ხოლო სახელმწიფოს მეთაური იყო ნოროდომ სიანუკი.

დემოკრატიული კამპუჩია
កម្ពុជាប្រជាធិបតេយ្យ

ნახევრადაღიარებული ქვეყანა

5 იანვარი, 19767 იანვარი, 1979
დროშა გერბი
დედაქალაქი პნომპენი
ენა ქმერული ენა
რელიგია ათეიზმი
ფულის ერთეული არა
ფართობი 181 040 კმ²
მოსახლეობა 7 500 000 (1975),
6 000 000 (1979)
მმართველობის ფორმა ტოტალიტარიზმი
სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე
 - 11 იანვარი, 19767 იანვარი, 1979 ქიეუ სამფანი
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
 - 15 აპრილი, 19757 იანვარი, 1979 პოლ პოტი (დე-ფაქტო ქვეყნის მეთაური)

წითელი ქმერების მოძრაობა ჩამოყალიბდა 1968 წელს კამბოჯაში. მოძრაობის უმეტესობა იყვნენ ეთნიკური ქმერები. მათი იდეოლოგია ეყრდნობოდა მაოიზმის პრინციპებს, რომელიც მიუღებელი იყო დასავლეთის ქვეყნებისათვის.

ქმერის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ წითელმა ქმერებმა 1975 წელს აიღეს დედაქალაქი პნომპენი, სტადიონზე დახვრიტეს ლონ ნოლის მომხრეები და მისი უმცროსი ძმა ლონ ნონი. ლონ ნოლის რეჟიმი დაამხეს ხოლო თავად გაიქცა ქვეყნიდან. ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის სახელმწიფო მეთაურად ითვლებოდა ნოროდომ სიანუკი, ხოლო პრემიერ-მინისტრი იყო პენ ნუტი, თუმცა ეს უკანასკნელი იმყოფებოდა შინა პატიმრობაში და პოლიტიკურ ფიგურას უკვე აღარ წარმოადგენდა. ფაქტობრივად, ხელისუფლება გადავიდა კომუნისტი-მაოისტი წითელი ქმერების ხელში. 1978 წლის ბოლოს ქმერები აკონტროლებდნენ ქვეყნის ტერიტორიის 99 %-ს. ოპოზიცია (ლონ ნოლი) იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთში, ჯუნგლებში.

სახელმწიფო წყობილება

რედაქტირება

1976 წლის აპრილში ქმერებმა ქვეყანას სახელი შეუცვალეს და დემოკრატიული კამპუჩია უწოდეს. წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი (1975 წ.) გამოცხადდა ნულოვან წლად.

დემოკრატიული კამპუჩიის მთავრობა მთლიანად შედგებოდა წითელი ქმერების ხელმძღვანელობისაგან. ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა „ანგკა ლოეუ“ ანუ „უზენაესი ორგანიზაცია“, რომლის სათავეშიც იდგნენ წითელი ქმერების საოჯახო კლანები და მათი ცოლები. ორგანიზაციის ლიდერების სახელები და პორტრეტები გასაიდუმლოებული იყო (პოლ პოტი — ოფიციალურად ძმა № 1, ნუონ ჩეა — ძმა № 2, იენგ სარი — ძმა № 3, ტა მოკი — ძმა № 4, ქიეუ სამფანი — ძმა № 5).

დემოკრატიულ კამპუჩიაში წითელმა ქმერებმა შემოიღეს სპეციფიკური ლექსიკა, ახალმეტყველების საფუძველზე ლიტერატურული სიტყვები შეცვალეს ჟარგონებით.

საშინაო პოლიტიკა

რედაქტირება

საშინაო პოლიტიკა იყო სრულიად დახურული გარესამყაროსთვის, რეჟიმის მთელი არსი მოგვიანებით გაირკვა. დემოკრატიული კამპუჩიის ისტორიაში ხუთი წელიწადი აღინიშნებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, მათ შორის სიცოცხლის უფლებისა, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენდა მოსახლეობის დიდ ნაწლზე.

წითელმა ქმერებმა დაამყარეს პოლიტიკური დიქტატურა. მათ გამოაცხადეს „რევოლუციური ექსპერიმენტის“ დაწყების შესახებ, რათა კამპუჩიაში აეშენებინათ „ასპროცენტიანი კომუნისტური საზოგადოება“.

პირველ ეტაპზე შედგა მოსახლეობის გადასახლება ქალაქებიდან სოფლურ დასახლებებში, სავაჭრო-ფულადი ურთიერთობების ლიკვიდაცია, ბუდისტური სამღვდელოების დევნა და ნებისმიერი რელიგიის აკრძალვა, წინა რეჟიმის სამხედრო მოღვაწეების ფიზიკური განადგურება.

პოლ პოტის იდეების თანახმად, იმისათის, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის ნათელი მომავალი საჭირო იყო ერთი მილიონი ადამიანის შეწირვა. მთელი ქვეყნის მოსახლეობა დაიყო სამ კატეგორიად. პირველი კატეგორია იყო „ძირითადი ერი“, რომელშიც შედიოდა ოლქების მოსახლეობა. მეორე ნაწილი იყო - „ახალი ერი“ ან „17 აპრილის ერი“ - ეს იყო ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა, რომელიც იმყოფებოდნენ ლონ ნოლის რეჟიმის მმართველობაში. ამ ხალხს სჭირდებოდა სერიოზული რეაბილიტაცია. მესამე ნაწილი ეს იყო ინტელგენცია, რეაქციული სასულიერო პირები, წინა რეჟიმის მსახური ადამიანები, ლონ ნოლის არმიის ოფიცრები და გენერლები. ეს კატეგორია უნდა მოყოლილიყო საერთო „წმენდაში“, პრაქტიკულად კი ტოტალურ განადგურებაში.

ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ემუშავა. სამუშაო დღის ხანგრძლივობა იყო 18-20 სთ. შეიცვალა (პრაქტიკულად განადგურდა) მედიცინის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სისტემები. საავადმყოფოები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურისა და მეცნიერების განყოფილებები დაიხურა. აიკრძალა ფული, უცხო ენის ცოდნა, და უცხო ენოვანი წიგნები. აიკრძალა ყველაფრის წერა და კითხვა, გარდა რეჟიმის მიერ მიღებული კანონებისა.

ქურდი სიკვდილით ისჯებოდა სასამართლოს გარეშე. სიკვდილით ისჯებოდნენ მცირედი „დანაშაულის“ გამოც კი (მაგალითად, თუკი ბავშვი დაიბადებოდა კომუნის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გარეშე, ძველი რეჟიმის ნოსტალგიის გამო, ბაბანის ნაყოფის მოწყვეტის გამო და ა. შ.). პრაქტიკულად ხდებოდა ეროვნული უმცირესობების, პედაგოგების, ექიმების, სტუდენტების, ბუდისტი სასულიერო პირების გენოციდი.

რელიგიური დევნა

რედაქტირება

დემოკრატიული კამპუჩიის კონსტიტუციაში ეწერა:

 
„კატეგორიულად იკრძალება რეაქციული რელიგია, რომელიც აზარალებს დემოკრატიულ კამპუჩიას და კამპუჩიელ ხალხს.“

ამ მუხლის შესაბამისად ხდებოდა რელიგიური მოღვაწეების დევნა და მასობრივი განადგურება. ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ბუდისტური რელიგიის მეთაური ჰუოტ ტატი, რომელიც მოკლეს პრანგის ტაძარში 1975 წლის 18 აპრილს. პრაქტიკულად გაანადგურეს 82 ათასი ბუდისტი სასულიერო მოღვაწე, მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გაქცევა. გაანადგურეს ბუდას ქანდაკება, ბუდისტური წიგნები და ტაძრები.

1975-1979 წლებში მოკლეს 60 ათასი ქრისტიანი, როგორც სასულიერო პირები, ასევე მრევლი. დაანგრიეს ეკლესიები. 20 ათასი მუსულმანიდან არ გადარჩენილა არცერთი ადამიანი. გაანადგურეს 114 მეჩეთი.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

დემოკრატიული კამპუჩია იყო ნახევრად აღიარებული რესპუბლიკა. იგი აღიარა ჩინეთმა, ალბანეთმა და კსდრ-მ. სსრკ-მ თავდაპირველად დე-ფაქრო სცნო დემოკრატიული კამპუჩია, თუმცა შემდეგ მას არ მიიჩნევდა სოციალისტურ ქვეყანად.

დემოკრატიული კამპუჩია პრაქტიკულად იზოლირებული იყო დანარჩენი მსოფლიოსაგან. სრული დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთთან, ალბანეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. ნაწილობრივი კი რუმინეთთან, საფრანგეთთან და იუგოსლავიასთან.

1978 წლის ბოლოდან 1979 წლის დასაწყისამდე გრძელდებოდა ვიეტნამის არმიის თავდასხმა პოლ პოტის რეჟიმზე. 7 იანვარს წითელი ქმერების დემოკრატიულმა კამპუჩიამ არსებობა შეწყვიტა, ჩამოყალიბდა კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროვიეტნამური-პროსაბჭოთა ლიდერი ჰენგ სამრინი.

პოლ პოტის რეჟიმის დამხობამ ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია ჩინეთში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება