კამბოჯის ეთნიკური ჯგუფები
კამბოჯის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმერები შეადგენენ. ისინი მოსახლეობის თითქმის 90%-ს შეადგენენ და ძირითადად მეკონგის საბლლობსა და ცენტრალურ ვაკეებზე ცხოვრობენ. ისტორიულად, ქმერები მეკონგის მახლობლად, კორატის პლატოს სამხრეთ ნაწილიდან, რომელიც ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის საზღვართან მდებარეობს, სამხრეთ-დასავლეთით, ტონლესაპის ტბის ირგვლივ, კარდამომის მთიანეთამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეკონგის შესართავამდე ბინადრობდნენ.
კამბოჯის ეთნიკური ჯგუფები, გარდა პოლიტიკურად და სოციალურად გაბატონებული ქმერებისა, „ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ ან „არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ კლასიფიცირდებიან. ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს კოლექტიურად მოიხსენიებენ როგორც „მთის ქმერებს“. ისინი მთიანი პროვინციების: რატანაკირის, მონდუულკირისა და სტუნფტრენგის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და დიდი რაოდენობით ცხოვრობენ კრაჩეჰის პროვინციაშიც.
დაახლოებით 17-21 ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ქმერულთან ახლოს მდგომ ავსტროაზიურ ენებზე საუბრობენ, „მთის ქმერების“ ჯგუფში ერთიანდება. მათ შორის არიან კუისა და ტამპუანის ტომები. კამბოჯის მმართველი წრეების ამ ხალხეს აბორიგენ მოსახლეობად მიიჩნევენ. ამ ჯგუფში ერთიანდებაინ რადესა და ჯერაის ეთნიკური ჯგუფებიც. ისინი ჩამპას ტომებს მიეკუთვნებიან და ჩამპურ ენაზე საუბრობენს, რომელიც ავსტრონეზიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. აბორიგენი ეთნიკური ჯგუფები ქმერების კულტურასთან ინტეგრირებულები არ არიან და თავიანთ ტრადიციულ ანიმისტურ რწმენას მისდევენ.
არაადგილორივ ეთნიკურ უმცირესობებს იმიგრანტები და მათი შთამომავლები მიეკუთვნებიან, რომლებიც ქმერებთან ერთად ცხოვრობენ და მცირედით მაინც, ქმერულ კულტურასა და ენასთან ადაპტირდნენ. არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებს მიაკუთვნებენ: ცინელ კამბოჯელებს, ვიეტნამელებსა და ჩამპის ტომებს. ისტორიის მანძილზე ჩინელები კამბოჯაში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან იმიგრირდნენ, კამბოჯის საზოგადოებასთან ინტეგრირდნენ და დღეისთვის ჩინელი კამბოჯელები ან სინო-ქმერული წარმომავლობის კამბოჯელები ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში დომინირებენ. ჩამპას ტომის წარმომადგენლები ისტორიული სამეფოდან, ჩამპადან, სხვადასხვა ომის დროს ლტოლვილთა შთამომავლები არიან. ჩამები ქმერებთან ერთად ცხოვრობენ ცენტრალურ ვაკეებზე, მაგრამ ქმერებისგან განსხვავებით, რომლებიც თერავადა ბუდიზმის მიმდევრები არიან, მუსლიმები არიან.[1]
კამბოჯაში უმცირესი ეთნიკური ჯგუფებიც ცხოვრობენ. მათ შორის არიან ტაიები, რომლებშიც შედიან ლაოები, მეკონგის გასწვრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მცხოვრები ჯგუფები; ტაიები (ურბანული და სასოფლო) და კულტურულად ბირმელი კოლას ტომის წარმომადგენლები, რომლებზეც შესამჩნევი გავლენა იქონია პაილინის პროვინციის კულტურამ. კიდევ უფრო მცირე ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან იმიგრანტი ჰმონგები და ბირმელები, რომლებიც ძირითადად პნომპენიდან იმიგრირდნენ.
ქმერები
რედაქტირებაქმერები კამბოჯის ტერიტორიაზე მოსახლე ერთ-ერთი უძველესი ეთნიკური ჯგუფია. ისინი და მონების ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში დამკვიდრდნენ. არქეოლოგთა და ლინგვისტთა, ასევე, სინოლოგთა და სხვა სპეციალისტთა აზრით, ქმერები კამბოჯის ტერიტორიაზე სულ ცოტა ძვ.წ. 2 000 წლამდე დასახლდნენ და სოფლის მეურნეობის ტრადიცია და განსაკუთრებით, ბრინჯის მოყვანა გაავრცელეს. მოგვიანებით მათ ქმერების იმპერია შექმნეს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ექვსი საუკუნის მანძილზე ბატონობდა. დღეისთვის ქმერები კამბოჯის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს ასრულებენ.
ვიეტნამელები
რედაქტირებაკამბოჯის სამოქალაქო ომამდე ვიეტნამელები კამბოჯის ყველაზე მსხვილ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისინი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მეკონგის დელტის მიმდებარედ იყვნენ კონცენტრირებული და მათი რაოდენობა 450 000-ს აღწევდა. ვიეტნამელი კამბოჯელები ასევე ცხოვრობდნენ ტონლესაპის ნაპირებამდეც. ომის დროს კამბოჯაში ვიეტნამელების დიდი ნაწილი დახოცეს.[2] 2013 წლის მონაცემებით, ვიეტნამურად მოლაპარაკეთა წილი კამბოჯის 14.7 მილიონიან მოსახლეობაში 0.42%-ს (61 000 ადამიანი) შეადგენს.[3]
ჩინელები
რედაქტირებაჩინელი კამბოჯელები მოსახლეობის თითქმის 1%-ს შეადგენენ.[4][5] ჩინელთა უმრავლესობა XIX-XX საუკუნეში დასახლებულთა შთამომავალია, რომლებიც კამბოჯის ტერიტორიაზე საფრანგეთის პროტექტორატის დროს სავაჭროდ ჩავიდნენ. ჩინელთა მიგრაციის ტალღები ჯერ კიდევ XII საუკუნეში ფიქსირდება, ქმერების იმპერიის დროს.
კამბოჯაში მცხოვრები ჩინელები ხუთ მთავარ ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ყველაზე დიდ ჯგუფს ტაოშანები წარმოადგენენე, რომლებიც ჩინელი კამბოჯელების 60%-ს შეადგენენ, შემდეგ მოდიან კანტონები (20%), ჰოკლო (7%), ჰაკა (4%) და ჰაინანები (4%).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Center for Advanced Study (ed): Ethnic Groups in Cambodia. Phnom Penh: Center for Advanced Study, 2009. ISBN 978-99950-977-0-7.
- Cambodia: State grants three groups ethnic status | Heritage. Indigenousportal.com (2010-11-27). ციტირების თარიღი: 2012-09-02
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cambodia Ethnic Groups. Cambodia-travel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-03. ციტირების თარიღი: 2012-09-02
- ↑ Kiernan, Ben (May 2014) The Pol Pot Regime: Race, Power, and Genocide in Cambodia Under the Khmer Rouge, 1975-79, Third, New Haven and London: Yale University Press, გვ. 300. ISBN 978-0300142990.
- ↑ Cambodia Inter-Censal Population Survey 2013 Final Report. National Institute of Statistics, Ministry of Planning, Phnom Penh, Cambodia (November 2013). ციტირების თარიღი: 26 October 2015
- ↑ Ethnic groups statistics - countries compared. Nationmaster. ციტირების თარიღი: 2012-09-02
- ↑ Birth Rate. CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 15 March 2013