კამბოჯის გეოგრაფია

კამბოჯა ინდოჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ესაზღვრება ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი, ტაილანდის ყურე. ქვეყნის ფართობი 181 035 კმ²-ია. სახელმწიფო მთლიანად მოქცეულია ტროპიკული ინდომალაის ოლქის ფარგლებში[1] და ინდოჩინეთის სასაათო ზონაში.[2][3]

კამბოჯის ტოპოგრაფიული რუკა

კამბოჯის მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი ცენტრალური ვაკეა, რომელიც მოიცავს ტონლესაპის ტბის აუზს, მდინარე მეკონგის ქვემო წელსა და მდინარე ბასაკის ვაკეს, რომლებიც ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მთაგრეხილებითაა შემოსაზღვრული. ცენტრალური ვაკე სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიეტნამამდეა გადაჭიმული. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ქვეყანის საზღვარი ტაილანდის ყურის 343 კმ-იან სანაპიროს მოიცავს, რომელიც მანგროს მარშებით, ნახევარკუნძულებით, ქვიშიანი პლაჟებითა და ყურეებით ხასიათდება. კამბოჯის ტერიტორიულ წყლებში 50-ზე მეტი კუნძული მდებარეობს. უმაღლესი მწვერვალია ფჰანომ-ორალი, რომელიც ზღვის დონდიან 1 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[4][5]

მდინარე მეკონგი ქვეყანის უგრძესი მდინარე (486 კმ) და მას ორ ნაწილად ჰყოფს. ლაოსში ექსტენსიური დინების, ტურბულენტური სექციებისა და კატარაქტების შემდეგ, მდინარე კამბოჯაში სტინგტრაენგის პროვინციაში მიედინება და მეტწილად მშვიდი და სანაოსნოდ გამოსადეგია მთელი წლის მანძილზე, რამდენადაც ვაკეზე მნიშვნელოვნად ფართოვდება. მეკონგის წყლები ცენტრალური კამბოჯის გარშემო მდებარე ჭარბტენიან ტერიტორიებზე ნაწილდება და დიდ გავლენას ახდენს ტონლესაპის ტბის სეზონურ ბუნებაზე.[6][7]

ქვეყნის მოსახლეობის 2/3 ვაკეზე ცხოვრებს, რომელიც მეკონგის ყოველწლიური წყალდიდობის შედეგად დანალექებითაა მდიდარი და სასოფლო-სამეურნეო მიწებს უფრო ნაყოფიერს ხდის. მართალია ბოლო ათწლეულებში კამბოჯაში ხე-ტყის გადაჭარბებული მოპოვება დიდ გავლენას ახდენს ბუნებაზე, მაგრამ ტყეები, დაბალმთიანეთები და ადგილობრივი ეკორეგიონები კვლავ ინარჩუნებენ ბუნებრივი პოტენციალის დიდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინდოჩინეთის მასშტაბით კვლავ ერთ-ერთ უდიდეს ხელუხლებელ და უწყვეტ მასივს წარმოადგენენ, კამბოჯაში არაერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა წარმოქმნილი, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ მატებასთან, უკონტროლო გლობალიზაციის პროცესთან და უმისამართო ადმინისტრაციულ პროცესებთან.[8][9][10][11][12]

ქვეყნის დიდი ნაწილი ტროპიკული სავანის კლიმატურ ზონაშია მოქცეული. სანაპირო ტერიტორიები სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში დიდი რაოდენობით წვიმები ფიქსირდება წვიმების სეზონებამდეც და სეზონის განმავლობაშიც. ქვეყნის მასშტაბით 2 სეზონი გამოიყოფა, რომლებიც შედარებით თანაბარი ხანგრძლივობით ხასიათდებიან, ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი ძირითადად მაღალი და სტაბილურია მთელი წლის მანძილზე და განსხვავდებიან ნალექების რაოდენობით.[13]

ზოგადი ტოპოგრაფია

რედაქტირება
 
კამბოჯის გეოგრაფია

ჯამის ან თეფშის ფორმის[14][15] კამბოჯა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქვეყანის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები მთლიანად ტროპიკებშია მოქცეული. კამბოჯის ფართობი 181 035 კმ²-ია.

კამბოჯის დაახლოებით 75% ალუვიურ ვაკეებს უკავია, რომლებიც ტონლესაპის ტბის, მდინარე მეკონგისა და ბასაკის ვაკეებს მოიცავს. აღნიშნული წყალსატევები ქვეყნის ცენტრალურ ჭარბტენიან ტერიტორიებს კვებავენ. მოსახლეობის დიდი ნაწილე დასასახელებლად ამ ნაყოფიერ და ადვილად ხელმისაწვდომ ცენტრალურ დაბლობს ამჯობინებს, რის გამოც საუკუნეების მანძილზე გარდაქმნებისა და ბრინჯის კულტურის კულტივაციის გამო ლანდშაფტი გამორჩეულ რეგიონულ კულტივირებულ მიწად გარდაიქმნა.[16][17]

ადგილობრივი მცენარეები, როგორიცაა შაქრის ლერწამი, ქოქოსი და ბანანი ბრინჯის ტბორების ირგვლივ ხარობს.[18] მდინარე მეკონგი ქვეყანას ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს, სადაც დაბლობი ვიეტნამისკენაა გადაჭიმული და მეკონგის დელტის რეგიონში საამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება.

ქვეყნის ჩრდილოეთით დანგრეკის მთების ზეგანი მდებარეობს, რომელიც ტაილანდსა და ლაოსს ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთით − ანამიტის ქედია გადაჭიმული, სამხრეთ-დასავლეთით − კარდამონის მთები, ხოლო სამხრეთით − დამრეის მთები. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მაღლმთიანეთები აღმოსავლეთით ცენტრალურ ვიეტნამსა და მეკონგის დელტის დაბლობთანაა შერწყმული.[19][20]

ტაილანდის ყურის 443 კმ-იანი სანაპირო ხაზი ღრმადაა დანაწევრებული. კამბოჯის ტერიტორიულ წყლებში 50-ზე მეტი კუნძული მდებარეობს. ტერიტორიული წყლები და მანგროს მარშები ქვეყნის საზღვაო და სანაპირო ეკორეგიონებს წარმოადგნენ.[21]

რეგიონები

რედაქტირება
 
წყალდიდობა კამბოჯის ცენტრალურ ნაწილში

ცენტრალური ვაკე

რედაქტირება

ქვეყნის ყველაზე დაბლობ ნაწილს ტონლესაპის ტბა და მდინარეთა სისტემები იკავებს. მეკონგისა და ტონლესაპის ტბის ვაკეები ჩრდილოეთიდან დანგრეკისა და ცენტრალური ანამიტის მთებითაა გარშემორტყმული, ხოლო სამხრეთით კარდამონისა და დამრეის მთებით. ვაკეები მთლიანად ერტყმის გარს ტონლესაპის ტბას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და შუა ნაწილში მეკონგის აუზს მიჰყვება. ორი აუზი საბოლოოდ ერთ წყალსატევს წარმოქმნის, რომელიც საერთო ჯამში ჯამბოჯის ხმელეთის 75%-ზე ახდენს გავლენას.[22]

სამხრეთი მთები

რედაქტირება

რეგიონი კამბოჯის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სველი მარადმწვანე ტყეების აღმოსავლეთ ნაწილს, კარდამონისა და დამრეის მთებსა და ბანგკოკის აღმოსავლეთით გადაჭიმულ მთებს მოიცავს.[23]

ტყეებით დაფარული ბორცვები დასავლეთ ფეროდბებზე 3 000-დან 5 000 მმ-მდე ნალექს იღებენ ყოველწლიურად (სამხრეთ-დასავლეთ მუსონების გავლენით), ხოლო აღმოსავლეთ ფერდობებზე 1 020-დან 1 520 მმ-მდე ნალექი მოდის.[24]

კარდამონის მთები

რედაქტირება
 
მდინარე ტატაი, რომელიც კარდამონის მთების სამხრეთ ფერდობებზე მიედინება

კარდამონის მთებს კაჰკონგის პროვინციისა და კამპონგსპის პროვინციის ტერიტორია უკავია. იგი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაა გადაჭიმული 1500 მეტრზე მაღლაა გადაჭიმული. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ფჰანომ-ორალი ზღვის დონიდან 1 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კარდამონის მთები, ჩანთაბურის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ჩათვლით, რომელიც კარდამონის მთების ნისლის ტყეების ეკორეგიონს წარმოადგენს, რეგიონის მასშტაბით სახეობებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ხელუხლებელ ბუნებრივ ჰაბიტატს წარმოადგენს. ველური ბუნების მრავალფეროვნებას კლიმატი, მიუწვდომელობა და განცალკევებულობა უწყობს ხელს. კარდამონისა და სპილოს მთებს აქტიურად იკვლევენ.[25][26][27][28]

სპილოს მთები

რედაქტირება

კამბოჯის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კარდამონის მთების გაგრძელებას დამრეის მთები წარმოადგენს, რომელიც ზღვის დონიდან 500-1 000 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული. უმაღლესი მწვერვალი ფჰნომ-ბოკორი ზღვის დონიდნა 1081 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[29][30][31][32]

სამხრეთ მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით ვიწრო სანაპირო ვაკეა გადაჭიმული, რომელიც კამპონ-საომის ყურის ტერიტორიასა და სიჰანუკვილის ნახევარკუნძულს მოიცავს.

დაცული ტერიტორიები

რედაქტირება

1993 წელს ბუნებრივი ტეირტორიების დაცვის შესახებ მიღებული სამეფო ბრძანების შესაბამისად, ქვეყანაში 23 დაცული ტერიტორიაა შექმნილი, რომელთაც ქვეყნის საერთო ფართობის 18% უკავიათ.[33] 2008 წლის კამბოჯის დაცული ტერიტორიების კანონის თანახმად, ქვეყანაში 8 ტიპის დაცული ტერიტორიაა შექმნი: ეროვნული პარკები, ველური ბუნების თავშესაფრები, დაცული ლანდშაფტები, მრავალჯერადი გამოყენების ტერიტორიები, რამსარის ძეგლები, ბიოსფერული ნაკრძალები, ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები და საზღვაო პარკები.[34]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება

საერთაშორისო

რედაქტირება

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  1. Land and Resource of Cambodia (January 26, 2009). ციტირების თარიღი: June 1, 2015
  2. ICT – Indochina Time (Standard Time). Time and Date AS. ციტირების თარიღი: October 28, 2015
  3. GEOGRAPHY. The Royal Embassy of Cambodia. ციტირების თარიღი: June 7, 2016
  4. Cambodia Environment Outlook - NATURAL AND ENVIRONMENTAL RESOURCES - Geography and Climate. United Nations Environment Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: May 17, 2015
  5. Cambodia. ციტირების თარიღი: October 31, 2015
  6. Information Resources - Southern Part (May 11, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2015. ციტირების თარიღი: May 14, 2015
  7. World Geographical Dictionary On Cambodia six distinct terrestrial eco‐regions in Cambodia have been recognized. Water Hazard and Risk management (May 31, 2013). ციტირების თარიღი: June 26, 2015
  8. Rain Forests of the World. ციტირების თარიღი: May 13, 2015
  9. Environmental issues in Cambodia (August 15, 2014). ციტირების თარიღი: May 13, 2015
  10. Officials Unable to Explain Mystery Ships. The Cambodia Daily (November 6, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 23, 2018. ციტირების თარიღი: November 6, 2015
  11. Conservation activists arrested in Koh Kong. Phnom Penh Post (August 18, 2015). ციტირების თარიღი: June 21, 2016
  12. In Cambodia, quality wood makes for murder. CBSNews (November 13, 2012). ციტირების თარიღი: October 12, 2016
  13. Climate and Weather. Tourism of Cambodia. 
  14. Cambodia - Land and People. Sandbox Networks, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 1, 2016. ციტირების თარიღი: June 6, 2016
  15. Volunteer and Adventures in Cambodia - General Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2014. ციტირების თარიღი: May 14, 2015
  16. Rice in the Cambodian economy, past and present - Khmer farmers have been growing rain fed rice for at least 2,000 yr, possibly longer in the case of upland rice. Historians believe that rice - growing technologies may have been imported…. Cambodia - IRRI - Australia Project. ციტირების თარიღი: July 3, 2015
  17. Tyner, James A. (2008) The Killing of Cambodia: Geography, Genocide and the Unmaking of Space James A. Tyner - Chapter 1. ISBN 9780754670964. 
  18. Rice farming in Cambodia: A beginner's guide (July 11, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2015. ციტირების თარიღი: May 14, 2015
  19. Cambodia Geography. Angkor Temple Guides. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 6, 2015. ციტირების თარიღი: June 6, 2015
  20. Cambodia - Topography. ციტირების თარიღი: June 7, 2015
  21. Cambodia - Location and size, Territories and dependencies, Climate, Topographic regions, Oceans and seas. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: May 27, 2015
  22. Description of Ecological Factors in Cambodia. Cambodia Tree Seed Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: May 20, 2015
  23. Southeastern Asia: Southern Cambodia stretching into Thailand and Vietnam. WWF. ციტირების თარიღი: May 12, 2015
  24. Cardamom Mountains rain forests. Global Species. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2015. ციტირების თარიღი: May 12, 2015
  25. Cardamom Mountains Moist Forests. WWF Panda. ციტირების თარიღი: May 12, 2015
  26. Cardamom Mountain Region. Cardamom Org. ციტირების თარიღი: May 12, 2015
  27. Saving Cambodia's Cardamom Mountains, one frog at a time. Phnom Penh Post (September 15, 2008). ციტირების თარიღი: May 12, 2015
  28. „New cryptic gecko species is discovered in Cambodia“. BBC. March 24, 2010. ციტირების თარიღი: May 20, 2015.
  29. „Dâmrei Mountains Cambodia“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
  30. (2007) World and Its Peoples: Cambodia, Laos, and Vietnam. ISBN 9780761476399. 
  31. About: Dâmrei Mountains. OpenLink Virtuoso (December 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: May 20, 2015
  32. Chuŏr Phnum Dâmrei. Geo-View. ციტირების თარიღი: May 20, 2015
  33. Cambodia's Protected Areas. Open Development Cambodia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-07. ციტირების თარიღი: May 17, 2015
  34. Protected Areas Law, No NS/RKM//0208/007,15 February 2008. Royal Government of Cambodia.