ნოროდომ სიამონი (ქმერ. នរោត្ដម សីហមុនី; დ. 14 მაისი 1953) — კამბოჯის მეფე 2004 წლის 14 ოქტომბრიდან.

ნოროდომ სიამონი
კამბოჯის მეფე
კორონაცია: 29 ოქტომბერი, 2004
მმართ. დასაწყისი: 14 ოქტომბერი, 2004
პრემიერ-მინისტრი: ჰუნ სენი
წინამორბედი: ნოროდომ სიანუკი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მაისი, 1953 (1953-05-14) (71 წლის)[1]
დაბ. ადგილი: პნომპენი, კამბოჯა
დინასტია: ნოროდომის დინასტია
მამა: ნოროდომ სიანუკი
დედა: ნოროდომ მინინეათ სიანუკი

ნოროდომ სიამონი დაიბადა 1953 წლის 14 მაისს. იგი არის ერთადერთი ვაჟი მეფე სიანუკისა და მისი მეუღლის, დედა-დედოფალ ნოროდომ მონინეათ სიანოუკისა. მან გვირგვინი 2004 წელს მიიღო მამამისის ტახტიდან გადადგომის შემდეგ. იგი 1994 წლის 1 თებერვლიდან ატარებდა „დიდი პრინცის“ ტიტულს. გამეფებამდე ცნობილი იყო, როგორც „კულტურის ელჩი“ ევროპაში და კლასიკური ცეკვების მასწავლებელი. გამეფების შემდეგ მიიღო ტიტული „მისი უდიდებულესობა კამბოჯის სამეფოს მეფე ნოროდამ სიამონი“. ის არის ერთადერთი მონარქი მსოფლიოში, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩეხურ ენაზე. მეფეს 12 ნახევარ და-ძმა ჰყავს. მისი ღვიძლი ძმა გარდაიცვალა 2003 წელს. 1962 წელს პატარა პრინცი მამამისმა გაგზავნა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მან მიიღო როგორც დაწყებითი, ასევე საშუალო და უმაღლესი განათლება - დაამთავრა პრაღის ეროვნული კონსერვატორია და პრაღის მუსიკალური ხელოვნების აკადემია. მოგვიანებით პრინცი დაეუფლა კინემატოგრაფიას ჩრდილოეთ კორეაში. ის თავისუფლად საუბრობს ჩეხურ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. 1981 წლიდან 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც შეისწავლა ბალეტის ხელოვნება და მოგვიანებით გახდა კიდეც ქჰმერული ცეკვის ასოციაციის პრეზიდენტი.

მომავალი მონარქი 1992 წელს აირჩიეს კამბოჯის მუდმივ წარმომადგენლად გაეროში, შემდეგ დაინიშნა ქვეყნის ელჩად იუნესკოში. სასტიკი წინააღმდეგი იყო გამხდარიყო სამეფოს ელჩი საფრანგეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება