ჯანსუღ კახიძე

(გადამისამართდა გვერდიდან კახიძე, ჯანსუღ)

ჯანსუღ კახიძე (დ. 26 მაისი, 1935, ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 2002, თბილისი) — ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985).

ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე, უჩა ჯაფარიძის ნამუშევარი (1979)
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1935
დაბ. ადგილი ობჩა, ბაღდათის რაიონი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 7 მარტი, 2002 (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
აქტიური 1957–2002
ჯანსუღ კახიძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1935 წლის 26 მაისს , ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში, მეღვინე ივანე კახიძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958–1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962–1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965–1968 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971–1973 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის, („შერეკილები“, გიორგი ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“ ბიძინა კვერნაძესთან ერთად). კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, იოზეფ ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა). საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. კახიძე დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება. გარდაიცვალა 2002 წელს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

კომპოზიტორი

რედაქტირება
  • 1974 — რა-ნი-ნა (ანიმაციური ფილმი)
  • 1974 — საზამთრო (ანიმაციური ფილმი)

კინო როლი

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება