ინდოეთის გეოგრაფია

ინდოეთი მდებარეობს სამხრეთ აზიაში, უმეტესწილად ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ინდოეთის სანაპიროს, რომლის სიგრძე შეადგენს 7 ათას კმ-ზე მეტს, გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანე — ბენგალის ყურე სამხრეთ-აღმოსავლეთით და არაბეთის ზღვა სამხრეთ-დასავლეთით. ინდოეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 3,3 მლნ კმ², ამ მაჩვენებლით ქვეყანას მეშვიდე ადგილი უჭირავს მსოფლიოში.

ინდოეთის გეოგრაფია

ინდოეთი მდებარეობს ეკვატორის ჩრდილოეთით 6°44' და 35°30' ჩრდილოეთის განედს შორის[1] და 68°7' და 97°25' აღმოსავლეთ გრძედს შორის.[2]

გეოლოგია

რედაქტირება
 
ინდოსტანის ფილის მოძრაობა

ინდოეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოქცეულია კამბრიუმამდელი ინდოსტანის ფილის საზღვრებში, რომელშიც შედის იგივე სახელწოდების ნახევარკუნძული და მასთან ჩრდილოეთით მიმდებარე ინდ-განგის ვაკე და წარმოადგენს ავსტრალიის ფილის ნაწილს.[3] განმსაზღვრელი გეოლოგიური პროცესები ინდოეთში დაიწყო 75 მლნ წლის წინ, როდესაც ინდოეთის სუბკონტინენტი რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა სამხრეთ სუპერკონტინენტის გონდვანას შემადგენელ ნაწილს, დაიწყო ტექტონიკური ძვრა დრეიფი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებული ინდოეთის ოკეანეში — პროცესი რომელიც გრძელდებოდა მიახლოებით 50 მლნ წელი.[3] რომელსაც მოჰყვა ამ სუბკონტინენტის შეჯახება ევრაზიის ფილასთან, რომელმაც გამოიწვია ჰიმალაის მთების - პლანეტის ყველაზე მაღალი მთების გაჩენა, რომლებიც ახლა გარს არტყია ინდოეთს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით.[3] ყოფილ ზღვის ფსკერზე, რომელიც უშუალოდ წარმოქმნილი ჰიმალაის სამხრეთით იყო, ფილების მოძრაობების შედეგად წარმოიქმნა დიდი ჩაზნექილობა, რომელიც თანდათანობით შეივსო ალიზით[4] და გარდაიქმნა თანამედროვე ინდ-განგის დაბლობად.[5] ამ დაბლობის დასავლეთით, არავალის მთაგრეხილით გამოყოფილი გადაჭიმულია თარის უდაბნო.[6] თავდაპირველი ინდოსტანის ფილა ჩვენ დღემდე შემორჩა როგორც ინდოსტანის ნახევარკუნძული, ინდოეთის უძველესი და გეოლოგიურად ყველაზე მდგრადი ნაწილია, და გადაჭიმულია ჩრდილოეთით სატპურას და ვინდხიას ქედებამდე ცენტრალურ ინდოეთში. ეს პარალელური მთის ქედები იწყება არაბეთის ზღვის სანაპიროდან გუჯარათის შტატში დასავლეთში და ქვანახშირით მდიდარ ჩხოტა ნაგპურის დაბალმთიან ზეგანამდე ჯარკჰანდში აღმოსავლეთით.[7] ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიდა ნაწილი უჭირავს დეკანის ზეგანს, რომელიც დაყოფილია დაბალმთიან და საშუალო მთიან ნაწილებად სადაც გლუვ წვერიანი მთები და ფართო ტალღოვანი პლატოებია, რომლებსაც დაჰყურებს გორები ციცაბო ფერდობებით. დეკანის ზეგანი დასავლეთით და აღმოსავლეთით სიმაღლეში იზრდება, და შესაბამისად წარმოქმნიან, დასავლეთ და აღმოსავლეთ გატებს.[8] ზღვისაკენ მიმართული გატის ფერდობები უფრო ციცაბოა, ხოლო დეკანისაკენ მიმართული ფერდობები დამრეცი, და მდინარის ხეობებითაა დასერილი. დეკანის ზეგანზე მდებარეობს ინდოეთის ყველაზე უძველესი მთის წარმონექმნები, რომელთაგან ზოგიერთი 1 მლრდ წელზე მეტი ხნისაა. დეკანი მდიდარია რკინის, სპილენძის, მანგანუმის, ვოლფრამის საბადოებით, ასევე არის ბოქსიტები ქრომიტები, ოქრო, ალმასები, იშვიათი და ძვირფასი ქვები, ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი აირი.

 
ინდოეთის მთები

ინდოეთის ტერიტორიას ჰიმალაის მთები რკალად გარს არტყია ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, და წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ჩინეთთან სამ მონაკვეთზე, რომლებიც წყდება ნეპალის და ბჰუტანის საზღვრებით, რომელთა შორის სიკიმის შტატში მდებარეობს ინდოეთის უმაღლესი მთა კანჩენჯანგა. ყარაყორუმი მდებარეობს ინდოეთის უკიდურეს ჩრდილოეთით შტატ ჯამუ და ქაშმირში, ქაშმირის ძირითადად იმ ნაწილში, რომელიც უჭირავს პაკისტანს. ინდოეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს საშუალო სიმაღლის ასამო-ბირმის მთები და შილონგის პლატო.

 
კანჩენჯუნგა

მყინვარების ძირითადი ცენტრები თავმოყრილია ყარაყორუმში და ჰიმალაის ზასკარის ქედის სამხრეთის ფერდობებზე. მყინვარების კვება ხდება თოვლით ზაფხულის მუსონების დროს და ქარბუქებით ფერდობებიდან თოვლის მიტანით. თოვლის ხაზის საშუალო სიმაღლე დაბლა იწევს 5300 მ-დან დასავლეთით 4500 მ-მდე აღმოსავლეთით. გლობალური დათბობის შედეგად მყინვარები მცირდება.

 
დასავლეთ გატები, მათერანი

ჰიდროლოგია

რედაქტირება

ინდოეთის შიდა წყლები წარმოდგენილია მრავალრიცხობრივი მდინარეებით, რომლებიც კვების მიხედვით იყოფიან «ჰიმალაის», წყალუხვნი მთელი წლის განმავლობაში, იკვებებიან თოვლით მყინვარებით და წვიმის წყლებით, და «დეკანის», უმეტესწილად იკვებება წვიმით, მუსონების დროს, დონის დიდი მერყეობით, წყალდიდობებით ივნისიდან-ოქტომბრამდე. ყველა დიდ მდინარეებში ზაფხულობით ხდება დონის მკვეთრი მატება, რომლებსაც ხშირად წყალდიდობები ახლავს თან. მდინარე ინდი, რომელმაც ქვეყანას მისცა სახელი, ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ, უმეტესწილად მოხვდა პაკისტანის ტერიტორიაზე.

ყველაზე მსხვილი მდინარეები, რომლებიც სათავეს ჰიმალაიზე იღებენ და უმეტესწილად მიედინებიან ინდოეთის ტერიტორიაზე, ესენია განგი და ბრაჰმაპუტრა; ორივე ჩაედინება ბენგალის ყურეში.[9] განგის მთავარი შენაკადებია იამუნა და კოში. მათი დაბალი ნაპირების გამო ყოველ წელს ხდება კატასტროფული წყალდიდობები. ინდოსტანის სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია გოდავარი, მაჰანადი, კავერი და კრიშნა, რომლებიც ასევე ბენგალის ყურეში ჩაედინებიან,[10] და ნარმადა და ტაპტი ჩაედინებიან არაბეთის ოკეანეში[11] — ამ მდინარეების ციცაბო სანაპიროები არ აძლევს ამ მდინარეებს ნაპირებიდან გადმოსვლის საშუალებას. მრავალი მათგანის მნიშვნელოვანი ფუნქცია არის მორწყვა.

ინდოეთში მნიშვნელოვანი ტბები არაა. ჰიმალაის მთებში არის მყინვარ-ტექტონიკური ტბები. ყველაზე დიდი ტბა არის სამბჰარი, რომელიც ცხელ რაჯასტჰანში მდებარეობს.

სანაპირო ზოლი

რედაქტირება
 
ვარკალას სანაპირო

ინდოეთის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 7,517 კმ, რომელთაგან, 5,423 კმ კონტინენტალური ინდოეთს მიეკუთვნება, ხოლო 2,094 კმ — ანდამანის, ნიკობარის, და ლაკადივის კუნძულებს მიეკუთვნება[12]. კონტინენტალური ინდოეთის სანაპიროს აქვს შემდეგი ხასიათი აქვს: 43 % — ქვიშიანი პლაჟები, 11 % ქვიანი და კლდოვანი სანაპიროები, და 46 % ვატები ან დაჭაობებული სანაპიროები.[12] სუსტად დანაწილებული, დაბალი, ქვიშიანი სანაპიროს, თითქმის არ აქვთ ხელსაყრელი ბუნებრივი ნავსაყუდელი, ამიტომაც მსხვილი პორტები მდებარეობენ მდინარეების შესართავებში (კალკუტა), ან მოწყობილია ხელოვნურად (ჩენაი). ინდოსტანის დასავლეთი სანაპიროს სამხრეთს უწოდებენ მალაბარის სანაპიროს, აღმოსავლეთ სანაპიროს — კორომანდელის სანაპირო.

 
ანდამანის კუნძულები

ინდოეთის ყველაზე შესანიშნავი სანაპირო რეგიონებია დიდი კაჩის რანი დასავლეთ ინდოეთში და სუნდარბანი - განგის და ბრაჰმაპუტრის დელტის დაჭაობებული დაბლობი ინდოეთსა და ბანგლადეშში.[13] ინდოეთის ნაწილს წარმოადგენს ორი არქიპელაგი: მარჯნის ათოლები ლაკშადვიპი მალაბარის სანაპიროს დასავლეთით; და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები, — ვულკანური კუნძულების ჯაჭვი ანდამანის ზღვაში.[14]

 
ინდოეთი კლიმატი
 
თარის უდაბნო

ინდოეთის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს ჰიმალაი და თარის უდაბნო, რომლებიც იწვევენ მუსონებს.[15] ჰიმალაი ქმნის დაპრკოლებას ზღუდეს ცივი ცენტრალური აზიის ქარებისათვის, რითაც ის ინდოსტანის კლიმატს უფრო თბილს ხდის ვიდრე ამ განედზე მდებარე პლანეტის სხვა ტერიტორიების კლიმატს.[16][17] თარის უდაბნო თამაშობს საკვანძო როლს საზაფხულო მუსონების სამხრეთ-დასავლეთის ტენიანი ქარების მოზიდვაში, რომლებიც ივნის-ოქტომბრის პერიოდში ინდოეთს წვიმებით უზრუნველყოფს.[15] ინდოეთში გაბატონებულია ოთხი ძირითადი კლიმატი: ტენიანი ტროპიკული, მშრალი ტროპიკული, მუსონურ სუბტროპიკული და მაღალმთიანი.[18]

ინდოეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიყოფა სამი სეზონი: ცხელი და ტენიანი სამხრეთ-დასავლეთის მუსონების ბატონობით (ივნის — ოქტომბერი); შედარებით ცივი და მშრილი ჩრდილო-აღმოსავლეთ პასატების სიჭარბით (ნოემბერ — თებერვალი); ძალიან ცხელი და მშრალი გარდამავალი (მარტი-მაისი). ტენიანი სეზონის განმავლობაში მოდის მთელი წლიური ჯამური ნალექების 80 %-ზე მეტი. შედარებით ყველაზე ტენიანია დასავლეთ გატების და ჰიმალაის ფერდობები (6000 მმ-მდე წელიწადში), ხოლო შილონგის პლატოს ფერდობებზე მდებარეობს ყველაზე ტენიანი, წვიმიანი ადგილი დედამიწაზე — ჩერაპუნჯი (მიახლოებით 12000 მმ). ყველაზე მშრალი რაიონებია — ინდო-განგის ვაკის დასავლეთ ნაწილი (100 მმ-ზე ნაკლები თარის უდაბნო, მშრალი პერიოდია 9-10 თვე) და ინდოსტანის ცენტრალური ნაწილი (300—500 მმ, მშრალი პერიოდია 8-9 თვე). ნალექების რაოდენობა ძლიერ მერყეობს სხვადასხვა წლებში. ვაკეებზე იანვარის საშუალო ტემპერატურა იზრდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 15-დან 27 °C-მდე, მაისში ყველგან 28-35 °С-ია, ზოგჯერ კი ადის 45-48 °С-მდე. ტენიან პერიოდში ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურა 28 °C-ის ტოლია. მთებში 1500 მ სიმაღლეზე იანვარში −1 °C-ია, ივლისში 23 °C-ია, 3500 მ სიმაღლეზე შესაბამისად −8 °C და 18 °C.

  1. ინდოეთის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე წერტილი მდებარეობს მყინვარ სიაჩენის ახლოს ჯამუ და ქაშმირის შტატის სადავო რეგიონის ტერიტორიაზე. რადგანაც ინდოეთეის მთავრობა თვლის მას საკუთარ ტერიტორიად ამიტომ ქვეყნის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილს აქვს განედი 37° 6'.
  2. (Government of India 2007, p. 1)
  3. 3.0 3.1 3.2 Ali, Jason R.; Jonathan C. Aitchison (2005). „Greater India“. Earth-Science Reviews. 72 (3–4): pp. 170-173. doi:10.1016/j.earscirev.2005.07.005.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  4. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 7
  5. Prakash, B.; Sudhir Kumar, M. Someshwar Rao, S. C. Giri (2000). „Holocene tectonic movements and stress field in the western Gangetic plains“ (PDF). Current Science. 79 (4): pp. 438-449.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  6. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 11
  7. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 8
  8. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 9-10
  9. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 15
  10. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 16
  11. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 17
  12. 12.0 12.1 [[#CITEREF|]], p. 530-536
  13. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 12
  14. Dikshit და Schwartzberg 2007, p. 13
  15. 15.0 15.1 Chang 1967, p. 391-394
  16. Posey 1994, p. 118
  17. Wolpert 2003, p. 4
  18. Heitzman და Worden 1996, p. 97