არავალი (ჰინ. अरावली) — ქედი ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინდოეთში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 560 კმ-ზე, შედგება ორი ძირითადი ქედისაგან. სიმაღლე 300-900 მ. მაქსიმალური სიმაღლე 1722 მ (მთა აბუს მთა). ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არავალი განფენილია გუჯარათის, რაჯასტანისა და ჰარიანის შტატების ტერიტორიებზე. ჩრდილო-დასავლეთით არავალი ჰყოფს თარის უდაბნოს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — მალვის პლატოს. ინდოეთის უძველესი ნაოჭა ქედია. აგებულია კრისტალური ქანებით. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გაბატონებულია ნახევარუდაბნო და უდაბნო ლანდშაფტები.

არავალი
კოორდინატები: 25°00′ ჩ. გ. 73°30′ ა. გ. / 25.000° ჩ. გ. 73.500° ა. გ. / 25.000; 73.500
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტერიტორიული ერთეული გუჯარათი
რაჯასტანი
ჰარიანა
უმაღლესი წერტილი აბუს მთა
სიმაღლე 1722 
სიგრძე 560 კმ
სიგანე 10-100 კმ
არავალი — ინდოეთი
არავალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება