ვატები (გერმ. Watten, ნიდერლ. wadden — სანაპირო თავთხელი) — ზღვის სანაპიროს ქვედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყოველდღე მოქცევების დროს და ზღვის წყლისგან თავისუფლდება ზღვის მიქცევის შედეგად. სიგანეში და სიმაღლეში იზრდება მანამ, სანამ ზედაპირად არ გადაიქცევა, რომელიც სიზიგიური მიქცევის დროს ივსება. დანაწევრებულია მოქცევის წყლების ჩამონადენის ღარებითა და არხებით. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით, ვატები რელიეფის აკუმულაციური ფორმებია, რომელიც მცენარეულობას თითქმის სრულებით მოკლებულია. წარმოიქმნება მიქცევისა და მოქცევის უთანასწორო სიჩქარისა და დროის მოქმედების შედეგად, წვრილქვიშიანი და შლამიანი ნაყარების დაგროვებით. ფსკერული დანალექების მხრივ, გამოიყოფა ვატების რამდენიმე ტიპი: ქვიშაქვიანი, ნატანიანი გრუნტისგან შემდგარი და შერეული ვატები. გავრცელებულია ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაპირებზე, აგრეთვე თეთრი, ბარენცის, ოხოტის, ბერინგის ზღვების, მექსიკის ყურის ნაპირებთან. ვატები თევზების, მოლუსკებისა და სელაპების უნიკალური საბინადრო ადგილია. ტერმინი „ვატები“ ხშირად გამოიყენება გერმანულ და ნიდერლანდურ ლიტერატურაში. ტერმინი საყოველთაო ხმარებაშია.

ვატები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: