გოდავარი (ჰინ. गोदावरी) — მდინარე ინდოეთში. სიგრძე 1450 კილომეტრი. აუზის ფართობი 290 000 კმ². სათავე აქვს დასავლეთ გატების აღმოსავლეთ კალთებზე. ღრმა ხეობით კვეთს დეკანის ზეგანს. ერთვის ბენგალის ყურეს. ზემო დინებაში ჭორომიანია. იყენებენ სარწყავად. ძირითადად, ქვემო დინებაში. სანაოსნოა შუაწელში და დელტაში. გოდავარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი რაჯამანდრი.

გოდავარი
Godavari River.png
მდინარე გოდავარი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე დასავლეთი გატები
სიგრძე 1450 კმ
აუზის ფართობი 290 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} გოდავარი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება