აღმოსავლეთი გატები
აღმოსავლეთი გატები (ინგლ. Eastern Ghats) — ერთმანეთისაგან განცალკევებული რამდენიმე საშუალო სიმაღლისა და დაბალმთიანი მთების საერთო სახელწოდება. გაწოლილია ინდოსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს დეკანის ზეგანის აღმოსავლეთ კიდეს. გადაჭიმულია დაახლოებით 1500 კმ-ზე. მდინარეებს მაჰანადსა და გოდავარს შორის ვრცელდება ლოდა, ბრტყელთხემიანი და ვიწრო ხეობებით დანაწევრებული აღმოსავლეთის მთები, რომლის მაქსიმალური სიმაღლეა 1501 მ. მდინარე კრიშნიდან სამხრეთით განლაგებულია ძლიერ დანგრეული ლოდა მთები ნალამალაი (917 მ-მდე) და ველიკონდა (1105 მ), სამხრეთით ისინი ენაცვლებიან ცალკეულ ჭიუხებს, მათ შორის შევაროის ბორცვებს (1934 მ — აღმოსავლეთ გატების უმაღლესი წერტილი). აგებულია უმეტესწილად გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. ინდოეთის ოკეანისაგან გამოყოფილია ვაკეების ზოლით (კორომანდელის სანაპირო). აღმოსავლეთის მთები დაფარულია ნახევრად მარადმწვანე და ნოტიო ფოთოლმცვივანი ტყეებით, ნალამალაი, ველიკონდა და შევაროი — მშრალი ფოთოლმცვივანი ტყეებით, რომლებსაც ადგილ-ადგილ მეორეული მეჩხერი ტყე და ბუჩქანრი ცვლის. გვხვდება ინდური სპილო, ჯიქი, ვეფხვი, პანგოლინი. მის ფარგლებშია სუნაბედის, კოტგარჰის, მაჰანადისა და ბაისიპალის რეზერვატები.
აღმოსავლეთი გატები | |
---|---|
კოორდინატები: 15°47′ ჩ. გ. 80°00′ ა. გ. / 15.783° ჩ. გ. 80.000° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
სიმაღლე | 1934 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღმოსავლეთი გატები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)