ილიას ლალაუნისი
ილიას ლალაუნისი ( ბერძ. Ηλίας Λαλαούνης, დ. 4 ოქტომბერი, 1920, ათენი — გ. 30 დეკემბერი, 2013, ათენი)[4][5]— მსოფლიოში ცნობილი ბერძენი იუველირი, თანამედროვე დიზაინის სამკაულების პიონერი საბერძნეთში. ყველაზე მეტად ცნობილია კოლექციით, რომელიც შთაგონებულია საბერძნეთის ისტორიით.[6][7] ისტორიაში ერთადერთი იუველირია, რომელიც ოდესმე არჩეული იქნა ხელოვნების აკადემიის წევრად (საფრანგეთი).[4][5][8][9] ბერძენი იუველირების ასოციაციის დამფუძნებელი. ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი (საფრანგეთი). საიუველირო მუზეუმის — ილიას ლალაუნისის დამფუძნებელი — თანამედროვე სამკაულებისა და დეკორატიული ხელოვნების პირველი მუზეუმი ათენში.
ილიას ლალაუნისი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1920[1] |
დაბ. ადგილი | ათენი[1] |
გარდ. თარიღი | 30 დეკემბერი, 2013[2] [1] [3] (93 წლის) |
გარდ. ადგილი | ათენი[1] |
მოქალაქეობა | საბერძნეთი[1] |
საქმიანობა | goldsmith[1] , ბიზნესმენი, jewelry designer[1] და მეწარმე[1] |
ალმა-მატერი | ათენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა ათენის პლაკას ოლქში. ის მეოთხე თაობის ოქრომჭედელია, რომლის ოჯახი წარმოშობით იყო დელფოდან.[5] დაამთავრა ათენის ეროვნული უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა პოლიტოლიგიას და სამართალს.[4][5] მან დიზაინის ხელოვნება შეისწავლა მხატვარ ალექსანდროს ალექსანდრაკისთან.
თავისი კარიერა საიუველირო ბიზნესში დაიწყო კომპანია — Ζολώτας (Zolotas), რომელიც დააარსა მისმა ბიძამ ქსენოფონ ზოლოტასმა 1895 წელს.[5] 1940 წლიდან საკუთარ თავზე აიღო კომპანიის საქმეების მართვის ფუნქციები და ასევე ყველა სამკაულის დიზაინს ის თავდ ქმნიდა 1968 წლამდე.[4][8]
1957 წელს ილიას ლალაუისმა წარადგინა თავისი პირველი კოლექცია Archaeological Collection სალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე. კოლექცია შთაგონებული იყო ანტიკური, ელინისტური, მინოსური და მიკენური ხელოვნებით.
1968 წელს მან დააარსა საკუთარი კომპანია Greek Gold-Ilias Lalaounis S.A..[5] კომპანიამ თავდაპირველად ფილიალები გახსნა საბერძნეთის კუნძულებზე, მაგრამ სწრაფად გაფართოვდა ევროპის დედაქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ციურიხი, ჟენევა, ლონდონი, ასევე — ნიუ-იორკში, ტოკიოსა და ჰონგ კონგში.
1970 წელს სენსაცია მოახდინა ლალაუნისის მიერ შექმნილმა კოლექციამ —Blow.Up.[10] მომდევნო წელს მან მოაწყო საერთაშორისო საიუველირო გამოფენა ათენში ვან კლიფის, Bulgari, რენე კერნისა და ჰარი უინსტონის მონაწილეობით.
ირანის დედოფლის ფარახ პეხლევის დაკვეთით, ლალაუნისმა შექმნა სპარსული ხელოვნებით შთაგონებული სამკაულებისა და ნივთების კოლექცია, რომელიც გამოიფინა თეირანის საიმპერატორო სასახლეში.[11]
1970-1978 წლებში მან მაღაზიები გახსნა ევროპის უმეტეს ქვეყნებში. მსოფლიოში პირველი ცნობილი მაღაზია პარიზში გამოჩნდა Saint-Honoré 364-ში, Place Vendôme-დან არც თუ ისე შორს. ამავდროულად, გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც ისაუბრა გამოფენილი სამკაულების შექმნის შთაგონების წყაროებზე. მას შემდეგ ლალაუნისი რეგულარულად ქმნიდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს თავისი კოლექციების საჩვენებლად, როგორიცაა: „Aube of Art“, „Byzantine Arcs in Gold“, „Choreography“, „The Shield of Achilles“, „Ilion — The Treasure of Troy“, „Art and Gold“, „The Common Roots of the Creator Man“ и „Treasures of the Holy Land“[3].[4]
1979 წელს ლალაუნისმა ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩის კუთხეში მაღაზია გახსნა. ერთი წლის შემდეგ ილიასი სმიტსონის ინსტიტუტმა მიიწვია ხელოვნებაზე ლექციის ჩასატარებლად და კოლექცია "აქილევსის ფარის" ჩვენების მოსაწყობად, რომელიც ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
1980-იან წლებში მან განაგრძო ინოვაციური კოლექციების შექმნა და თავისი ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. ტოკიოში, მაღაზიის გახსნაზე, ლალაუნისმა შექმნა იაპონური ხელოვნებით შთაგონებული სამკაულების კოლექცია. იმავე წელს მან გახსნა მაღაზია ჰონგ-კონგში, სადაც დიზაინერმა წარმოადგინა ბერძნული გეომეტრიული დიზაინით შთაგონებული ძვირფასი ქვების კოლექცია, რომელიც ძალიან ჰგავს ჩინური ხელოვნების გეომეტრიულ ნიმუშებს. მისი მეორე მაღაზია ჰონგ-კონგში 1982 წელს გაიხსნა.[4] მან გამოფინა ტროას ელენეს კოლექცია ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმში, ასევე — ჰიუსტონში (ტეხასი).
1984 წელს ლალაუნისმა გამოაქვეყნა წიგნი „Metamorphoses“, სადაც მან წარმოადგინა ცხრამეტი კოლექცია, სადაც გააანალიზა თავისი ფილოსოფია სამკაულების ბუნებასა და დანიშნულების შესახებ. დიზაინერის თქმით, სამკაული არ არის უბრალო დეკორატიული ობიექტი, ის ატარებს გზავნილს, არის შინაგანი ცხოვრების გამოხატულება, კავშირი შორეულ წარსულთან, სიმბოლოებთან და ხსოვნასთან.[4] წიგნმა მას ხელოვნების აკადემიის პრიზი Thorlet (Prix Thorlet) მოუტანა. მოგვიანებით სორბონის სამლოცველოში გაიმართა მისი შემოქმედების რეტროსპექტიული გამოფენა.
1987 წლის ნოემბერში ლალაუნისი მიიწვია იერუსალიმის მერმა ტედი კოლეკმა, მისი კოლექციის Treasures of the Holy Land, ისრაელის მუზეუმის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ გამოფენაზე. შემდგომში კოლექცია ნაჩვენები იქნა ნიუ-იორკში, ლონდონსა და პარიზში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, მან მოახდინა სტამბოლის ისლამური ხელოვნების მუზეუმში Arabesques и Soleiman the Magnificent ბრწყინვალე კოლექციების დემონსტრირება.
ნიუ-იორკში მან გამოუშვა Ameridians-ის კოლექცია, რომელიც შთაგონებული იყო ინდიელთა ხელოვნებით, ხოლო 1991 წელს გახსნა მაღაზია მედისონ ავენიუზე, სადაც მან წარმოადგინა კელტური ხელოვნებით შთაგონებული კოლექცია.
1994 წელს მან დააარსა ილიას ლალაუნისის საიუველირო მუზეუმი (Μουσείο Κοσμήματος Ηλία Λαλαούνη, Ilias Lalaounis Jewelry Museum), რომელსაც მეხუთე შვილი უწოდა. 1940-2002 წლებში [6][12] მუდმივ ექსპოზიციის სახით წარმოდგენილია ლალაუნისის მიერ შექმნილი სამკაულები და მიკროსკულპტურები, ჯამში სულ 45 კოლექციიდან. მუზეუმი მდებარეობს პლაკას რაიონში, შენობაში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ლალაუნისი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1957 წლიდან დაქორწინებული იყო ლილა ალციძოღლუზე,[5] რომელთანაც შეეძინა ქალიშვილები დიმიტრა, კატერინი, მარია და იოანა, რომლებმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი კომპანიის მართვა აიღეს ხელში.[8] ლალაუნისის ახლო მეგობარი იყო ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 https://hedendaagsesieraden.nl/2021/06/29/ilias-lalaounis/
- ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Académie des Beaux-Arts: Ilias Lalaounis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2019-07-24.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Profile: Ilias Lalaouinis: Jeweler with a Sense of History. The Rotarian (1988-01). ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ 6.0 6.1 Ilias Lalaounis Posthumously Continuing to Further Education. The National Herald (2019-04-14). ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ Jeweler Ilias Lalaounis, 93, dies. Катимерини (2013-12-31). ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ 8.0 8.1 8.2 Kalmouki, Nikoleta. (2013-12-31) Famous Greek Goldsmith Ilias Lalaounis Passes Away. Greek Reporter. ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ Hommage à Ilias Lalaounis. gr.ambafrance.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-24. ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ Décès de l'orfèvre grec Lalaounis, membre de l'Académie française des Beaux-Arts. ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ Modiano, Mario S.. (1973-08-04) Jewelry Made From the Doodles of Princes. The New York Times. ციტირების თარიღი: 2019-07-24
- ↑ Ilias Lalaounis Jewelry Museum. culture.gr. ციტირების თარიღი: 2019-07-24