ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მედისონ ავენიუ (ინგლ. Madison Avenue - მედისონის გამზირი) — ჩრდილოეთ-სამხრეთის გამჭოლი გამზირი მანჰეტენზე, ნიუ-იორკი, რომელსაც ჩრდილოეთისკენ მიმავალი ცალმხრივი სამანქანო მოძრაობა მიჰყავს. ის იწყება მედისონ სქვერიდან (23-ე ქუჩაზე) და გრძელდება მედისონ ავენიუს ხიდამზე 138-ე ქუჩასთან. შესაბამისად, ის გადის მიდთაუნს, ზემო ისტ-საიდს (კარნეგი ჰილის ჩათვლით), ესპანურ ჰარლემსა და ჰარლემს. გამზირს სახელი მედისონ სქვერის გამო დაერქვა, რომელიც თავის მხრივ ჯეიმზ მედისონის, აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტის, სახელს ატარებს. 1920-იანი წლებიდან, ეს გამზირი ამერიკის სარეკლამო ინდუსტრიის სინონიმი გახდა.

მედისონ ავენიუ


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მედისონ_ავენიუ“-დან