მეხუთე ავენიუ
მეხუთე ავენიუ (ინგლ. Fifth Avenue) — მთავარი გამჭოლი გზატკეცილი მანჰეტენის ცენტრში, ნიუ-იორკში. გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტური სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში ლონდონის ოქსფორდის ქუჩისა და პარიზის შამს-ელიზესთან ერთად. ამასთანავე, მეხუთე ავენიუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა მსოფლიოში, უტოლდება რა ლონდონისა და ტოკიოს ცენტრალური უბნების არენდის ფასებს.
გამზირს საფძველი ჩაუყარა ჯოზეფ უინსტონ ჰერბერტ ჰოპკინზმა და ის მანჰეტენის ისტ-ვესტ ქუჩების გამყოფი ხაზია, ისევე როგორც ათვლის საწყისი წერტილი ქუჩების სამისამართო ნომრებისთვის ორივე მიმართულებით. მეხუთე ავენიუ ცალმხრივია სამანქანო ტრანსპორტისთვის და მოძრაობა სამხრეთისკენ (დაუნთაუნისკენ) მიედინება. 135-ე ქუჩიდან ზემოთ მოძრაობა ორმხრივია. გამზირი გადაჭიმულია ჩრდილოეთით ვაშინგტონ სქვეა პარკიდან გრინვიჩ ვილიჯს, მიდთაუნსა და ზემო ისტ საიდზე. 124-120-ე ქუჩებს შორის მეხუთე ავენიუს ჭრის მარკუს გარვის პარკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოტოსურათები დაარქივებული 2017-01-07 საიტზე Wayback Machine.
- დირექტორია და სურათები