ზემო ალვანი
ზემო ალვანი — ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ხორბალო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3306 ადამიანი. სოფელში დგას დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი და იოსებ სტალინის ძეგლი.
სოფელი | |
---|---|
ზემო ალვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°02′40″ ჩ. გ. 45°18′03″ ა. გ. / 42.04444° ჩ. გ. 45.30083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 420 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3306[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) იგი თუშებისათვის უწყალობები, 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირება- ბზიანის საყდარი
- ეფროსის ეკლესია
- იახსარის ეკლესია
- კვირაცხოვლის ეკლესია
- ნათლისმცემლის ეკლესია
- სამარხი
- სამების ეკლესია
- ღვთაების ეკლესია
- ღვთისმშობლის ეკლესია
- ცხრაკარა - სასახლე
- წმ. გიორგის ეკლესია
- წმ. მარიამის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 80.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.