ზეინაბ ხანლაროვა
ზეინაბ იაჰია-ყიზი ხანლაროვა (აზერ. Zeynəb Yəhya qızı Xanlarova; დ. 28 დეკემბერი 1936, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო), სსრკ-ის (1980), აზერბაიჯანის სსრ-ისა (1975) და სომხეთის სსრ-ის (1978) სახალხო არტისტი.[1]
ზეინაბ ხანლაროვა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზეინაბ იაიჰა კზი ხანლაროვა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ზეინაბ ხანლაროვა |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1936 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
წარმოშობა | აზერბაიჯანელი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკა, ხალხური |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1961-დან დღემდე |
ხელმოწერა | |
საიტი | www.zeynabxanlarova.com |
ზეინაბ ხანლაროვა ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზეინაბ ხანლაროვა დაიბადა 1936 წლის 28 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ის ხუთშვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. 1956 წელს დაამთავრა მირზა ალაქბარ საბირის სახელობის ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს დაამთავრა ასაფ ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალური სკოლა (სეიდ შუშინსკის კლასი) და გახდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი.
ზეინაბ ხანლაროვა იყო აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოსა (XI-XII მოწვევის) და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (I-III მოწვევის) წევრი.
შემოქმედება
რედაქტირებაზეინაბ ხანლაროვამ შეასრულა ლეილის როლი ოპერაში „ლეილი და მაჯნუნი“, ასლის როლი უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში „ასლი და ქარამი“, ასევე არაბზანგის-ის როლით მონაწილეობდა მაგომაევის ოპერაში „შაჰ ისმაილი“ და სხვებში.[2] გარდა ამისა, ხანლაროვამ წარმატებით მოირგო აზერბაიჯანის მუსიკალური სტილი - მუღამი. ზეინაბის ხმა ისმის მუღამის ასეთ კომპოზიციებში, როგორიცაა შაჰნაზი („Şahnaz“), გათარი („Qatar“), ბაიათი შირაზი („Bayatı-Şiraz“) და მრავალი სხვა. ხანლაროვამ დიდ წარმატებას მიაღწია ესტრადაში. მის რეპერტუარში შედის ისეთი კომპოზიტორების სიმღერები, როგორიცაა ტოფიკ გულიევი, არიფ მალიკოვი, ალექფერ თაღიევი, ემინ საბითოღლუ, ყარა ყარაევი, ფიქრეთ ამიროვი და ბევრი სხვა ცნობილი კომპოზიტორი. ხანლაროვას წარმატებით აქვს შეასრულებული სიმღერები რუსულ, სომხურ, უკრაინულ, მოლდავურ, ქართულ („დელი დელასა“/„Daliya“, ტექსტისა და მუსიკის ავტორი — ვლადიმერ ვოსკანიანი[3]), სპარსულ, არაბულ, ჩინურ, ინდურ, თურქულ და სხვა მრავალ ენებზე. ხანლაროვას 50 წლიანი კარიერის მანძილზე, ჰქონდა კონცერტი: რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, ისრაელში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთსა და ჩეხეთში.
აზერბაიჯანში ბაქოს გარდა, ხანლაროვას ჰქონდა კონცერტი: განჯაში, ხანქენდიში, შაქიში, შუშაში, ნახიჩევანში, ლენქორანსა და სხვა რეგიონებში. ხანლაროვამ კიდევ ერთხელ გამართა კონცერტი ბაქოში 2008 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
პრემიები და წოდებები
რედაქტირება- აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967)
- „საპატიო ნიშნის“ ორდენი (1971)
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1975)
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1978)
- სსრკ-ის სახალხო არტისტი (1980)
- ხალხთა მეგობრობის ორდენი (1986)
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1988)
- აზერბაიჯანის „დიდების“ ორდენი (1996)[4]
- ორდენი „დამოუკიდებლობა“ (2016)
- ჰეიდარ ალიევის ორდენი (2016)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ханларова Зейнаб Яхья кызы“.
- ↑ „Ханларова Зейнаб Яхья кызы (1936)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-30.
- ↑ Zeyneb Xanlarova Live In Israel 1988 - Georgian Song - Deli Delasa YouTube-ზე
- ↑ „About Zeynab Khanlarova“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-31.