ეს სტატია სოფელს ეხება. ამავე სახელწოდების მდინარის შესახებ იხილეთ ქუსნო.

ვერხველისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვერხველი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ზარიძეები
კოორდინატები 42°10′34″ ჩ. გ. 44°55′02″ ა. გ. / 42.17611° ჩ. გ. 44.91722° ა. გ. / 42.17611; 44.91722
ადრეული სახელები ბერდოხევი
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 19[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვერხველი — საქართველო
ვერხველი
ვერხველი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ვერხველი
ვერხველი — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ვერხველი

მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ვერხველის (ქუსნოს ზემო დინება; ივრის აუზი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თიანეთიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.

სოფლის ძველი სახელწოდებებია ბერდოხევი, ბარტახევი. ამ მიდამოებში ვახუშტის დასახელებული აქვს სოფელი ცხვინჯეთი, რომელიც 1772 წელს მოუნახულებია გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს.

სოფლის მიდამოებში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების გალავნისა და სხვა ნაგებობების, თავდაცვითი კოშკების და გაგას ციხის ნანგრევები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 44[2]
2014 19   11 8

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.