ქართლის ქედი, ფშავის ქედიქედი საქართველოში, დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.

ქართლის ქედი
კოორდინატები: 42°21′42″ ჩ. გ. 45°03′33″ ა. გ. / 42.36167° ჩ. გ. 45.05917° ა. გ. / 42.36167; 45.05917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ჭიჩო
სიმაღლე 3084 
სიგრძე 100 კმ
ქართლის ქედი — საქართველო
ქართლის ქედი

გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოქედს, გამოეყოფა მთავარ ქედს დიდ ბორბალოს მთასთან, ჭიჩოს მთამდე მიემართება დასავლეთისკენ, შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილთან. ქედზე გადადის უღელტეხილი ფუტკარული.

ქართლის ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩო (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედის დასაწყისი, განედური ნაწილი, მწვერვალებით 3000 -ზე მაღლაა აღმართული, შემდეგ მდინარე ჩარგლულის ხეობის სათავესთან დაბლდება 2767 მ-მდე, სამხრეთ დაბოლოებასთან კი 1400-1600 მ-მდე ეშვება.

აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენუერი ნალექი ქანებით. ჭიჩოს მთის კალთებზე შემონახულის ძველი გამყინვარების კვალი — კარები, ცირკები, პატარა ტროგები. ქედის უმეტესი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი.

ქართლის ქედის თხემურ ზოლში სამხრეთით მწვერვალი ემისნიშამდე ალპური მდელოებია, უფრო სამხრეთით, თიანეთის ქვაბულის საზღვრამდე, თხემზე ნატყეური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება